გოგრის მარცვალი ომეგა 3-ის და E ვიტამინის წყაროა

გოგრა ერთ-ერთი უძველესი მცენარეა, რომლის გამოყენებაც ადამიანმა საკვებად დაიწყო. გოგრისგან აკეთებდნენ ფქვილს, ხარშვდნენ, წვავდნენ, მარცვლებს ხალავდნენ და ვაცხნილობის დროსაც კი იყენებდნენ. ადამიანი გოგრის მარცვლებით დიდი ხანია დაინტერესდა და იმასაც კი მიაქცია ყურადღბა, რომ მისი ჭამის შემდეგ, შიმშილის გრძნობა ქრებოდა. თუმცა, დანაყრების გარდა, ამ პროდუქტს ადამინაისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, მთავარია ვიცოდეთ, როგორ მიიღოთ.
გოგრის მარცვლების სარგებლიანობა

გოგრის მარცვალი ომეგა 3-სა და ვიტამინი E-ს წყაროა. ეს ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის, კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელია. თუმცა გოგრის თესლების სარგებლიანობა ამით არ მთავრდება.

გოგრის მარცვალი ფიტოესტეროგენს შეიცავს, რაც ქალის ჰორმონებს ჰგავს. ამიტომაც, მათი მიღება ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და ქალბატონებს მტკიცე ჯანმრთელობას ჩუქნის. ასევე, მარცვლები მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს ამცირებენ.

გოგრის მარცვლები სასარგებლოა თინეიჯერებისთვისაც, რადგანაც ამ პროდუქტს გამონაყრისა და აკნეს მკურნალობა შეუძლია. საქმე თუთიის შემცველობაშია, რომლის დეფიციტიც კანის პრობლემებს წარმოქმნის. პროფილაქტიკისთვის საკმარისია 1 ს.კ. მაინც მიიღოთ დღეში.

თესლების გამოყენება ამცირებს გულძმარვას. ამიტომაც, თუ ტრანსპორტში ოდნავ შეუძლოდ გახდით, ან წინ დიდი მოგზაურობა გელით, რამდენიმე გოგრის მარცვალი იქონიეთ თან. დაღეჭეთ გზაში და მგზავრობა გაცილებით კომფორტული გახდება. ამასთან, ისინი ორსულებზეც მსგავსად მოქმედებენ და გულისრევის შეგრძნებას უკლავენ.

გოგრა გვეხმარება ვებრძოლოთ ჭიებს, იგი პარაზიტების პროფილაქტიკისთვის კარგი საშუალებაა.

იმისთვის, რომ ტვინი კარგ ფორმაში იყოს, კარგი კვება სჭირდება. 70 გრამ გოგრის მარცვლეულში ფოსფორის დღიური ნორმაა, რომელიც არამხოლოდ ტვინისთვისაა საჭირო, არამედ ძვლებისთვისაც. ეს პროდუქტი ამაგრებს ძვლებს, სახსრებს, ხერხემალს. მაგალითად, თევზში ფოსფორის შემადგენლობა 2.5-ჯერ ნაკლებია.

გოგრის მარცვლების სარგებლიანობა მამაკაცებისთვის ჯირკვლების მუშაობაში აისახება. დიდი რაოდენობით თუთია პროსტატს და სიბერწეს ებრძვის. ამასთან, ის პირველი პროდუქტია, რომელიც სქესობრივ მიზიდულობას აძლიერებს. მისი მოხმარებით შეამცირებთ ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებასაც და მის მოხმარებას.

ამასთან, გოგრის მარცვლების მირთმევა უბრალოდ სახალისოა. პროდუქტი ტრიპტოფანს შეიცავს, ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმში სეროტინს _ბედნიერების ჰორმონს გამოიმუშავებს.

გასაკვირი არ არის, რომ აზიაში ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში სწორედ გოგრის მარცველბს ჭამენ, რათა დეპრესია შეიმსუბუქონ.

გახსოვდეთ, რომ მარცვლები თერმული გადამუშავების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომაც რაც უფრო ნაკლებად გადაამუშავებთ მათ, მით უფრო მეტ ჯანსაღ ნივთიერებას დაიტოვებს. მსუბუქად გააშრეთ, მოაცალეთ კანი, არ დააზიანოთ მწვანე გარსი. პროდუქტი შუშის ან კერამიკურ დახურულ ჭურჭელში შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას.

გაგაცნობთ ერთ კარგ  მეთოდს: გაუსუფთავებელი მარცვლები გაავლეთ წყალში და მოათავსეთ თეფშზე. დაასხით წყალი ისე, რომ მხოლოდ ოდნავ ფარავდეს მათ. შეფუთეთ თეფში მარლით და ცივ, ბნელ ადგილას 2 ღამე გააჩერეთ. ამასთან, 12 საათში ერთხელ წყალი გამოცვალეთ. მარცვლები გასუფთავებულ მარცვლებთან ერთად მიირთვით ან მიაყოლეთ სალათს ის გემრიელიც არის და სასარგებლოც!

წყარო:genius.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *