დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

გოჭების ასხლეტა

ჩვეულებრივ გოჭები დაბადებიდან 2თვის განმავლობაში იმყოფებიან ძუძუზე, შემდეგ ხდება მათი ასხლეტა, დედისაგან მოშორება.

ასხლეტამდე 3–5 დღით ადრე ნეზვს (მისი მერძეულობის გათვალისწინებით) უნდა შევუმციროთ რძის გამომყოფი საკვები და წყალი. ამ პერიოდისათვის გოჭები უნდა შევაჩვიოთ კონცენტრატის ჭამას.

ასხლეტა უნდა გაგრძელდეს 3–4 დღეს. ამ პერიოდში გოჭები წოვებაზე უნდა მივუშვათ:

პირველ დღეს 5-6 –ჯერ;

 მეორე დღეს 3-4–ჯერ;

 მესამე დღეს 2-3–ჯერ;

მეოთხე დღეს 1–ჯერ.

ასლეტიდან 4–5 დღის განმავლობაში უნდა ვკვებოთ თანაბარი დოზით. ასხლეტილი გოჭების ულუფა უნდა შეიცავდეს მაღალი ხარისხის კონცენტრატს, მოხარშულ კარტოფილს და 1–2 ლიტრ მოხდილ რძეს, რათა უარყოფითად არ იმოქმედოს ნეზვის რძიდან მოშორებამ.

ასურველია საკვები მივცეთ იმდენი რამდენსაც ჭამს. ასეთი მიდგომა ააქტიურებს ცხცოველის ზრდის პროცესს და ეკონომიურია. გოჭების ასხლეტას ახორციელებენ 36–40 დღის ასაკში. როცა გოჭი მიაღწევს 20 დღეს აუცილებელია მაწოვარი ნეზვი გავიყვანოთ მოციონზე დღეში 1–1,5 საათით, რათა გოჭები მოვამზაოთ ასხლეტისათვის.

ასხლეტილი გოჭების ულუფა 2-4 თვის ასაკში

ცოცხალი მასა დღიური ნორმა კგ/ 1 სულზე
კონცენტრატი მწვანე ბალახი სტაფილო კარტოფილი
20-კგ-მდე 0,8 2,5 0,5-1,0 0,6-1,5
20-10 1 3 1,5-2 1-1,5
30-40 1 5 2-3 1,5-2
40-50 1,3 7 3-3,5 2-2,5
50-60 1,5 8 3-3,5 2-2,5

 წყარო: agrosc.ge