ჰოლოგრაფიული ძროხა მომავალ  ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს პროფესიის ათვისებაში დაეხმარება

ჰოლოგრაფიული ძროხა დაეხმარება სტუდენტებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამრავლების შესწავლაში. ვირტუალური რეალობის გამომსახველი სათვალეების დახმარებით ახალგაზრდა ზოოტექნიკოსებს აუდიტორიაში ძროხის დათვალიერება სამ განზომილებაში შეეძლებათ.

პროექტი Bovine Hololens ეს უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც შექმნილია სუპერთანამედროვე სასწავლო პროგრამის ბაზაზე ხარპერ ადამსის უნივერსიტეტში.

Microsoft HoloLens _ პირველი სრულად ავტონომიური ჰოლოგრაფიული კომპიუტერია, Windows 10 პროგრამული უზრუნველყოფით.

ამ მოწყობილობის, სპეციალური სათვალის წყალობით უნივერსიტეტის თანამშრომლებმა Bovine HoloLens (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი) ძროხის შიგნიდან თუ გარედან ყოველმხრივ დათვალიერება შეძლეს.

საინტერესოა, რომ სათვალეს გამოსახულების გაზრდა და შენახვაც შეუძლია.

ცხოველთა ანატომიის შემსწავლელი საგნის სპეციალისტები 2016 წლიდან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას პროგრამირების სპეციალისტებთან, რათა შეექმნათ სამგანზომილებიანი გამოსახულება, რომელიც სტუდენტებს დაეხმარებოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ანატომიის შესწავლაში.

„ჩვენ მთელი ჯგუფი მივედით Microsoft-ში, სადაც წარვადგინეთ ილუსტრაციები და ჩანაწერები ლექციებიდან და პრაქტიკული მეცადინეობიდან. ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ თეორია პრაქტიკაში, რათა ის დაეხმაროს სტუდენტებს ცხოველთა ანატომიის სწავლაში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ძროხის მიმოხილვა, მისი ჩონჩხი და სისხლის მიმოქცევის სამგანზომილებიანი სისტემა“ _ ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ელსონ პიტტი .

Holo-cow საინტერესო თვალსაჩინო ალტერნატიული სასწავლო მეთოდია, რომელიც მომავალ ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს თვალსაჩინოდ დააკვირდნენ თავიანთ მომავალ სამუშაოს და სწრაფად დაეუფლონ პროფესიას.

წყარო: topagrar.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *