ჰუმინურ–ორგანული სასუქების   გამოყენების პერსპექტივები

პრობლემის აქტუალობა. აგროეკოლოგიის პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მიმართულებაა მინერალური სასუქების ალტერნატიული ორგანული სასუქების დანერგვა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მინერალური სასუქების ფართო და საყოველთაო გამოყენება სოფლის მეურნეობაში. 60-იანი წლების დასაწყისში მთელს მსოფლიოში აღიარებული იყო, რომ მინერალური სასუქების გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა სოფლის მეურნეობაში ყველა პრობლემის გადაწყვეტა. მხოლოდ 90-იან წლებში “ქიმიური ეიფორია” შეიცვალა ჯანსაღი გაგებით – ქიმიზაცია არაა პანაცეა და რომ მინერალური სასუქების ფართოდ და საყოველთაო გამოყენებას გააჩნია მრავალი ნეგატიური მხარე.

ორგანულ სასუქებს – ნაკელს, ტორფს, საპროპელს, წყალმცენარეების ექსტრაქტი და სხვა მიწათმოქმედებაში იყენებენ უხსოვარი დროიდან. გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ტარდება პირველი მეცნიერიული გამოკვლევები, რომლებითაც დასტურდება, რომ  ბუნებრივი ჰუმინურ-ორგანული სასუქების წარმოება და გამოყენება ყველაზე უფრო პერსპექტიული მიმართულებაა. ისინი განიხილებიან ე.წ.  “მომავლის ტექნოლოგიებად”.

1981 წელს მიიღეს გადაწყვეტილება ჰუმინური ნაერთების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (აშშ) შექმნის შესახებ. აამავე პერიოდიდან იწყება ევროპის მოწინავე ქვეყნებში და აშშ-ში ჰუმინური სასუქების ტექნოლოგიების შემუშავების აქტიური ხანა.

უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ჰუმინური ტიპის სასუქების გამოყენება ორგანულ მიწათმოქმედებაში. საქმე იმაშია, რომ ბუნებრივი ჰუმატები მაღალმოლეკულურ ნაერთთა კომპლექსური ნაკრებია, რომლებიც უნიკალური სტრუქტურული აგებულების და ფიზიკო-ქიმიური თვისებების გამო ხასიათდებიან მაღალი ბიოლოგიური აქტივობით. მმცენარეულ უჯრედში ჰუმინური ნაერთების მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სტიმულაციის ეფექტით ნივთიერებათა ცვლის მრავალ პროცესზე. დდადგენილია, რომ ჰუმატები აუმჯობესებენ უჯრედის მემბრანულ განვლადობას, ზრდიან ფერმენტთა აქტივობას და ფოტოსინთეზის პროდუქტიულობას. ამასთან ერთად ააქტიურებს სუნთქვით პროცესებს, ცილების, შაქრების, ვიტამინების და სხვა კვებითი ღირებულების ნაერთთა სინთეზს.

ჰუმატები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს. აასევე მნიშვნელოვანია ჰუმატების მოქმედებით ნიადაგის მიკროფლორის გააქტიურება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნიადაგის რეკულტივაციას და ჰუმუსის წარმოქმნას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჰუმინურ-ორგანული სასუქები ეკოლოგიურად უსაფრთხოა და წარმატებით ორგანულ მიწათმოქმედებაში.

რეზიუმე. წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ახალი ტიპის თხევადი ჰუმინურ-ორგანული სასუქის წარმოების ტექნოლოგიას, ადგილობრივი ბუნებრივი ჰუმატების  (ტორფი, ლეონარდიტი, წყალმცენარეების ექსტრაქტი) ბაზაზე. ცნობილია, რომ ბუნებრივი ჰუმატები თავიანთ შემადგენლობაში შეიცავენ მცენარის ზრდა – განვითარებისათვის საჭირო მრავალ კომპონენტს. პრობლემის გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი ჰუმატები წყალში უხსნადი მაღალმოლეკულურ ნაერთთა კომპლექსია და ტექნოლოგიური გადამუშავების გარეშე, მცენარეული უჯრედის მიერ პრაქტიკულად ვერ შეითვისებიან. შესაბამისად, საჭიროა ჰუმატების შემცველი ნედლეულიდან მცენარისათვის საჭირო ნივთიერებების (ჰუმინის და ფულვო მჟავები, პეპტიდები, ამინომჟავები, ნახშირწყლები, მიკრო- და მაკრო ელემენტები) ხსნად მდგომარეობაში გადაყვანა და დისპერსიის ისეთი ხარისხის მიღწევა, რომ უჯრედში ადვილად შესათვისებელ ფორმებამდე იყვნენ დიფერენცირებული. ჩვენს მიერ დამუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგია და დაპატენტებულია “ჰუმინურ-ორგანული სასუქის მიღების ხერხი, ადგილობრივი ტორფის ბაზაზე” (პატენტი №3977, 29.11.2005 წ., სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, 13(209), თბილისი, 2006წ.). წარმოდგენილ ტექნოლოგიაში ბუნებრივი ჰუმატების ტუტე ჰიდროლიზის და დისპერსიის პროცესში გამოყენებულია ჰიდრო სისტემის ულტრაბგერითი რეაქტორი (კავიტატორი).

აღნიშნული ტექნოლოგიით მიღწეულია ტორფის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი მაღალმოლეკულური ჰუმატების და სხვა მნიშვნელოვანი ნაერთების სრული ექსტრაქცია და დისპერსიის მაღალი ხარისხი. ჲუკანასკნელი თავის მხრივ უზრუნველყოფს ჰუმინური ნაერთების წყალში ხსნადობას, მათი ბიოლოგიური აქტივობის სრული პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას და მცენარეული უჯრედის ზრდის სტიმულაციის ეფექტს. პროდუქციის საცდელმა ნიმუშებმა გაიარა ლაბორატორიული და საწარმოო გამოცდები სოფლის მეურნეობის წამყვან სამეცნიერო -კვლევით დაწესებულებებში და ფერმერულ მეურნეობებში. იგი დარეგისტრირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსატის ეროვნულ სააგენოში, როგორც “ჰუმინურ-ორგანული სასუქი”, საფირმო სახელ`წოდებით “აგროვიტა” (სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა №56, 10.08.2010წ., ხელახალი რეგისტრაცია №56/15, 04.09.2015წ.). სასუქს მინიჭებული აქვს “ბიოწარმოების სტანდარტთან შესაბამისობის სერტიპიკატი” – № CC-128-01.

კვლევის ობიექტი და მეთოდები. კვლევის ობიექტად აღებული გვქონდა მარცვლოვანი კულტურები, ბოსტნეული, ბოლქვოვანი მცენარეები, მწვანილი, მრავალწლიანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურები, ყვავილოვანი და დეკორატიული მცენარეები. კვლევა ტარდებოდა როგორც ღია გრუნტში, ასევე სათბურში. თარდებოდა ფესვური და ფოთლოვანი კვება. შაკვლევ ნიმუშებში “აგროვიტას” სხვადასხვა კონცენტრაციების ეფექტი დგინდებოდა საკონტროლო ნიმუშებთან შედარებით, ცნობილი მეთოდების გამოყენებით.

მიღებული შედეგები და მათი განხილვა. კკვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ჯიშის და სახეობის მცენარეთა გამოკვებისათვის ჰუმინურ-ორგანული სასუქი “აგროვიტას” ოპტიმალური კონცენტრაციების და ვადების დადგენა. ჩატარებული კვლევების შედეგად შემუშავებულია “აგროვიტას”გამოყენების ინსტრუქცია და რეკომენდაციები მოხმარების შესახებ.

რეკომენდაციები მოხმარების შესახებ. სასუქი გამოიყენება წყალში გახსნილი სახით, როგორც დამოუკიდებლად, ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებებთან და სხვა სასუქებთან ნარევის სახით. თანაფარდობის შერჩევა “სასუქი:წყალი” ხდება `განსახორციელებელი ამოცანის მიხედვით, თანდართული ინსტრუქციის მიხედვით:

  1. ფესვიდან კვება – “აგროვიტა უნივერსალის” 0,5 – 1,0 % წყალხსნარი;
  2. ფოთლოვანი კვება – 0,5 % წყალხსნარი;
  3. ნიადაგის განოყიერება – 4-5 ლ/ჰა-ზე;
  4. ჩითილების, ნერგების, სათესლე ბოლქვების ჩალბობა დათესვამდე – 1,0%წყალხსნარი;
  5. სათესლე მასალის დალბობა – 1,0 %წყალხსნარი.

მცენარეთა ფესვური და ფოთლოვანი გამოკვებისათვის რეკომენდებულია ვეგეტაციის განმავლობაში 3-4 ჯერადი გამოყენება, 10-12 დღის ინტერვალით.

ქრისტო კახნიაშვილი,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  შპს “აგროვიტა პროდაქშენის”- წარმოების  მენეჯერი

საკონტაქტო ინფორმაცია:

წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, მე-2 სართული, ოფისი 205,

ტელ.: 599 20 59 69, 597 17 07 09, ელ.ფოსტა: agrovitaep@gmail.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *