იაკი

იაკი (ლათ. Bos Poephagus grunniens) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ჯახისა. გარეული იაკი შემორჩენილია ტიბეტის მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური აზავერი გარეულზე პატარაა.

ხარის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, – 105-120 სმ, 270-300 კგ. აზავერი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხოველთა 30% ურქოა. აზავერს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში – ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით აზავერი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).

წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული საოჯახო მეურნეობაში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე მშენებლობაში. აზავერი მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანშიც“.

ზოგიერთი ხალხი (აღმოსავლეთ აზიაჩრდილოეთ აფრიკა და სხვა) დღესაც იყენებენ ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. შემდგომ ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.

გამრავლება

აზავერებს, გამრავლების სეზონი როგორც წესი ივლისიდან სექტემბრამდე აქვთ. ორსულობა კი დაახლოებით 270 დღე გრძელდება. მაისიდან ივნისამდე იბადებიან პატარები, ძირითადად ერთი ხბო. მდედრი მშობიარობისთვის იზოლირებულ ტერიტორიას პოულობს, სადაც პატარას აჩენს. ხბო დაახლოებით 10 წუთში უკვე მყარად დგას ფეხზე და წყვილი მალევე უბრუნდება ჯოგს. გარეული და შინაური აზავერებიც წელიწადში ერთხელ მშბიარობენ, კარგი გარემო პირობების და საკმაო რაოდენობის საკვების ქონის შემთხვევაში, შესაძლოა უფრო სწრაფი გამრავლებაც.

ხბოები ერთი წლის ასაკში ანებებენ რძის ჭამას თავს და ხდებიან დამოუკიდებლები.

ველური აზავერის ნაშიერები, ყავისფერი შეფერილობისანი არიან და მხოლოდ მოზრდილ ასაკში უმუქდებათ და უგრძელდებათ ბეწვი. მდედრები როგორც წესი 3-4 წლის ასაკში აჩენენ პირველად, თუმცა 6 წელი მათი განვითარების პიკია. ტყვეობაში დაახლოებით 25 წელი შეუძლიათ სიცოცხლე, ბუნებაში ეს ასაკი რთული მისაღწევია. საინტერესოა, რომ ხანდახან გარეულები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს მოშინაურებულ აზავერებს, თუმცა ადამიანის დანახვისთანავე გარბიან, ზოგადად მათთან კონტაქტს ერიდებიან.

 

იორამ ღუდუშაური-სოფელი სნო

Posted by Gela Papiashvili Art on 2017 წლის 9 აგვისტო, ოთხშაბათი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *