იაპონელი ფერმერები აგროდრონებს სულ უფრო აქტიურად იყენებენ

გამოყენებული დრონების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ფერმერები საჰაერო სატრანასპორტო საშუალებას ნათესი ფართობების დასათვალიერებლად და სხვა მიზნებისთვის იყენებენ.

დრონები აგრარიკოსებს  ციფრული მონაცემების ოპერატიულად მიწოდებით სწრაფი და უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება, რაც  სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.

იაპონიაში სავალდებულოა პესტიციდების შესასხურებელი მოწყობილობებით აღჭურვილი უპილოტო ვერტმფრენების დარეგისტრირება.

2015 წლიდან  აგროდრონების რეგისტრაციაც სავალდებულო გახდა.

აქ ყველაზე პოპულარული  8-10 ლიტრი ტევადობის მოცულობის ავზის მქონე დრონებია.

ერთი ჰექტარი ბრინჯის ნათესის დასამუშავებლად სწორედ 8-10 ლიტრი პესტიციდის წყალხსნარია საჭირო, რომლის დასამუშავებლად ჩვეულებრივად ფერმერს 1 საათამდე სჭირდება, მაშინ როცა დრონით იგივე ფართობის დამუშავებას 10 წუთში სჭირდება.

უპილოტო ვერტმფრენებისგან განსხვავებით დრონებს მკვთრად მოხვეის შესაძლებლობა აქვთ, ისინი ვერტმფრენისგან განსხვავებით ასევე არ წარმოქმნიან ჰაერის ძლიერ ნაკადს, რომელსაც ფოთლოვანი ბოსტნეულის დაზიანება შეუძლია.

იაპონიაში უპილოტო ვერტმფრენებთან შედარებით აგროდრონები მნიშნელოვნად იაფია.

ვიდეოკამერებს, რომლებიც  საფრენ აპარატებზეა დამონტაჟებული, შესაძლებელია მარცვლეული კულტურების ზრდის ტემპის გაკონტროლება. კამერის მიერ გადაღებული და კომპიუტერში დამუშავებული მასალა ფერმერს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის, ყანის რა მონაკვეთში როგორი ვითარებაა, სად არის დახმარება საჭირო.  ასეთი ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, ფერმერს სწორი და დროული გადაწყვეტილების საშუალებას აძლევს, სად გაზარდოს ან შეამციროს სასუქის მიწოდება, შეიტანოს სხვა კორექტირება, რათა შედეგად უკეთესი, უფრო ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღოს.

მაგალითად, დრონის დახმარებით ფერმერს შეუძლია გარეული ცხოველებისგან მიყენებული ზარალის განსაზღვრა და იმ ადგილის იოლად დადგენა, საიდანაც ისინი შემოდიან, შესაბამისად პრევენციული ზომების ოპერატიულად მიღება, ასევე სარწყავი არხების, სხვა სასოფლო-სამეურნეო ობიექტების, ხანძარსაშიში მონაკვეთების მონიტორინგი და კონტროლი.

რაც მთავარია, დაქირავებულ მუშებთან შდარებით, აგროდრონებს ანალოგიური სამუშაოს შესრულება გაცილებით სწრაფად, იაფად და საიმედოდ შეუძლია.

წყარო: the-japan-news.com).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *