იაპონური საკეს პრეზენტაცია

17 ივლისს, სამშბათს, 19:00 საათზე იაპონიის ელჩის რეზიდენციაში  ქართული საზოგადოებისთვის იაპონიის ეროვნული სასმელის  საკეს პრეზენტაცია მოეწყობა.

იაპონელებისთვის საკე იგივეა, რაც ქართველებისთვის ღვინო. საკე იაპონიის სიმბოლოა. საკეს ისტორია უძველესია. საკე იაპონური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

ამ ღონისძიებისთვის საგანგებოდ იაპონიიდან ჩამობრძანდება იაპონელი სომელიე ბატონი სასაკი, რომელიც 6 სახეობის საკეს ჩამოიტანს. ბატონი სასაკი  საკეს შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საკე.

საკე უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც საკე პოპულარული გახდება, აღნიშნულია იაპონიის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *