ილტოს ხეობაში წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება

ილტოს ხეობაში, სახელმწიფოს ინიციატივითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მალე წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება. საპროექტო სამუშაოებისთვის, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი გამოცხდდება. მომდევნო ეტაპი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის საფუძველზე პროექტის შედგენას ითვალისწინებს.

 წყალსაცავი, რომლის  ფართობი კი დაახლოებით 200 ჰექტარია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში აშენდება. ტერიტორია, სადაც კახეთის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იგეგმება ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, ახმეტის ახლადარჩეულ მერთან იოსებ ქარუმაშვილთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ბუკიასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაათვალიერა.

როგოორც გელა სამხარაული ამბობს _ „ილტოს წყალსაცავის მშენებლობა ის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მრავალმხრივი დადებითი შედეგი ექნება. პროექტის განხორციელება პირდაპირ უკავშირდება ილტოს ხეობის სოფლების მაცხოვრებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყბს არანაკლებ მნიშვნელოვანი ილტოს ხეობაში ტურისტულ-რეკრეაციული ზონისა და რეგიონში დამატებით სამუშო ადგილების შექმნას. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის მნიშვნელოვანია მთელი კახეთის რეგიონისთვის. მშენებლობა დაახლოებით 5-6 წლის მანძილზე გაგრძელდება“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *