ინდოელი ფერმერები სომხური კიტრის მოყვანით კარგ ფულს შოულობენ

ინდოელი ფერმერების გამოცდილების გაზიარება ბევრ ფერმერს შეუძლია, ვისაც კიტრის მოყვანის საშუალებას ბუნება აძლევს.

გველისებრი ნესვი (ან სომხური კიტრი) ინდოეთში პოპულარული კულტურაა, რომელსაც ფერმერებისთვის ყოველ ზაფხულს გვარიანი მოგება მოაქვს. ინდოეთის სოფლებში გველისებრი ნესვის ზრდის სისწრაფეზე ფერმერები ენამოსწრებულად ამბობენ: ღამით თუ წყნარად იქნები და მოუსმენ, გაიგონებ როგორ იზრდება ნესვი. გრძელი და წვრილი ნაყოფით მცენარე ძალიან ჰგავს კიტრს, მაგრამ ნაყოფს მკვეთრად გამოხატული ნესვის არომატი აქვს. კიტრი საშუალოდ ერთ კილოგრამს იწონის და სიგრძეში 50 სანტიმეტრამდე იზრდება.

გრუნტში ჩითილის​ გადარგვიდან კიტრი ნაყოფს 70 დღეში იძლევა. სომხურ კიტრს ხანგრძლივი ვეგეტაციის პერიოდი აქვს, განუწყვეტლივ მსხმოიარობს, მავნებლებისა და დაავადებისადმი საოცრად ამტანია.

სომხური კიტრის მოყვანა ინდოელებს, როგორც ამბობენ, ძვირი სულაც არ უჯდებათ. მაგალითად ფერმერები ამბობენ რომ სომხური კიტრის დასათესად 0,25 ჰექტარზე საჭიროა 3500 რუპია (44 ევრო) თესლი რომ შეიძინონ, თუმცა თესლის დამზადება თვითონაც შეუძლიათ, შემდეგ ფერმერი ნიადაგის დასამუშავებლად და გასანოყიერებლად კიდევ 5000 რუპია (62 ევრო) და ერთი ამდენიც პესტიციდებისთვის არის საჭირო.

ნაყოფი ორი თვის შემდეგ მოიწევა. პირველ ჯერზე ყოველდღიურად 10-15 კილოგრამი კიტრი იკრიფება და კილოგრამი 40-50 რუპიად (0,50-0,62 ევრო) იყიდება, ორი-სამი კვირის შემდეგ ყოველდღიური მოსავლიანობა 50 კილოგრამამდე იზრდება და ფასიც 10-20 რუპიამდე ეცემა.

ფერმერები სეზონზე 0,25 ჰა-დან 20-30 ათას რუპიამდე გამოიმუშავებენ.

წყარო:  www.freshplaza.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *