ინოვაცია _ გამოყვანილია ფუტკრის ახალი ჯიში, რომელსაც არც ავდარი აშინებს და არც სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები

გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში გამოიყვანეს ფუტკრების ახალი ჯიში. მწერები ძალიან გამძლენი არიან,  მათ არ აშინებთ არც სიცივე, არც სიცხე. როგორც მკვლევარები განმარტავენ, ამ ჯიშის ფუტკრები ორი დასავლეთევროპული პოპულაციის შეჯვარების გზით მიიღეს.

„სელექციონერებმა ყოველი სახეობის საუკეთესო თვისებები შეარჩიეს და შექმნეს ახალი შტამი. ამ მწერებს გენში ჩადებული აქვთ თვისება _ გადარჩნენ ექსტრემალურ ვითარებაში. უჩვეულო მწერებმა სრულყოფილი განვითარება დაიწყეს 11 წლიანი ოფლისმღვრელი შრომის, ათასობით ექსპერიმენტის და კვლევის შედეგად, ამბობს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი შეიხი სალემ ბინ სულთან ალ კვისიმი.

უნიკალური ფუტკრის ჯიშის შესაქმნელად 20 მილონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაიხარჯა. მეფუტკრეები ზეიმობენ, უკვე თაფლის წარმოებას აღარაფერი ემუქრება. პესტიციდების, საკვები არეალის განადგურების და გავრცელებული დაავადებების გამო ბოლო 4 წლის განმავლობაში მსოფლიოში ფუტკარი მასობრივად იხოცება.

როცა ჩვენი ფუტკრები ჯანმრთელი და ძლიერია, მას შეუძლია ეკოლოგიური თუ სხვა სეზონური სირთულეების დაძლევა. ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ ექსპერტები მთელი მსოფლიოდან და შევქმნით ფუტკრის ახალი შტამი. ეს დაგვეხმარება მცირე დროში მეტი ფუტკარი მოვაშენოთ“ _ ირწმუნება შეიხი სალემ ბინ სულტან ალ კვისიმი.

ამტანი ფუტკრებისთვის შექმნილია სპეციალური სკები. არანაირი უამინდობა მათ არ აშინებთ.

წყარო: podrobnosti.ua

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *