ჯიჯლაყა (ამარანტი) _ სიმდიდრე რომელიც დავკარგეთ, ვეღარც ვამჩნევთ და ვეღარც ვიყენებთ

 ჩვენი ბებიები ამ მცენარისგან უგემრიელეს ფხალს ამზადებდნენ, კვებავდნენ შინაურ ფრინველებსა და ცხოველებს, დღეს კი ისე ჩავუვლით გვერდს, რომ არც კი ვიცით რა ძალის პატრონი ის…

 გაეროს სასურსათო კომისიამ ამ მცენარეს 21-ე საუკუნის პროდუქტი უწოდა და კაცობრიობისათვის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარის ჩამონათვალში შეიყვანა.

 Amaranthus — ბერძნულად უმჭკნარ, მარადმოყვავილეს ნიშნავს და ძველი ბერძნები მას უკვდავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები და სამკურნალო პროდუქტი იყო ძველი ინკებისა და მაიას ტომისათვის. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, ისიც რომ შვეციის დედოფალმა ქრისტიანამ 1653 წელს „ამარანტის კავალერთა ორდენი“ დააარსა. ითვლება რომ ევროპამ იგი მეთექვსმეტე საუკუნეში იხილა. რაც შეეხება საქართველოს, მაყაშვილის ლექსიკონის თანახმად, Amaranthus —  ჯიჯლაყა გახლავთ (щирица, амарант, бархатник; მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. — თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961) და უხვად არის მოფენილი საქართველოს მთა-ველებზე.

 და მაინც რით არის  ეს მცენარე უნიკალური?

 მსოფლიოს ბიოლოგებმა მას “საუკუნის აღმოჩენა“, “აწმყოსა და მომავლის კულტურა“ უწოდეს. აღმოჩნდა, რომ იგი 2-2,5 ჯერ მეტ ნახშირორჟანგს ითვისებს, ვიდრე ამავე ტიპის სხვა მცენარეები (სიმინდი, შაქრის ჭარხალი და ა.შ.) გარდა ამისა ჯიჯლაყაში პროტეინების მხოლოდ მაღალი შემცველობა კი არ არის (ბევრად მეტი ვიდრე თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფართოდ წარმოებულ კანის საცხებსა და შამპუნებში) არამედ ყველაზე დაბალანსებული ამინომჟავების შემცველობა. ამასთან ჯიჯლაყას ცილის 100 გრ. — 6,2 გრ. ლიზინს შეიცავს — შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც ჩვენი გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და არც ერთი სხვა მცენარე არ შეიცავს ამ რაოდენობით. ხოლო სხვა შეუცვლელი ამინომჟავების შემადგენლობით — თეოლინი, ფენილალანინი, თიროზინი, ტრიპტოფანი, ჯიჯლაყის ცილის სტრუქტურა ქალის რძეს უტოლდება.

 და ეს ყველაფერი არ არის — ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მცენარის ზეთში შემავალი ნივთიერება — სკვალენი გახლავთ.

 პირველად სკვალენი 1906 წელს აღმოაჩინეს. იაპონელმა დოქტორმა მიცუმარო ცუჯიმოტომ ზვიგენის ღვიძლიდან გამოყო ექსტრაქტი, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იყო როგორც „სკვალენი“ (ლათ.squalus-ზვიგენი). ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სკვალენი ბუნებრივი გაუჯერებელი ნახშირწყალბადია.

1931 წელს ნობელიანტმა დოქტორ კლაურმა დაამტკიცა, რომ ამ შემადგენლობას წყალბადის 12 ატომი აკლია სტაბილური მდგომარეობისათვის და ამიტომ ეს გაუჯერებელი ნახშირწყალბადი იტაცებს ამ ატომებს მისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი წყაროდან. ვინაიდან ორგანიზმში ჟანგბადის ყველაზე გავრცელებულ წყაროს წყალი წარმოადგენს, სკვალენი ადვილად შედის მასთან რეაქციაში, ანთავისუფლებს ჟანგბადს და ხდება ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით გაჯერება.

 ზვიგენებს სკვალენი იმისთვის ჭირდებათ რომ დიდ სიღრმეზე ცურვა შეძლონ და მკაცრი ჰიპოქსიის (ჟანგბადის დაბალი შემცველობა) პირობებში გადარჩნენ, ადამიანებისათვის, კი სკვალენი აუცილებელი ანტიკანცეროგენული, ანტიმიკრობული და ფუნგიციდური საშუალებაა. ამასთან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სწორედ ჟანგბადის დეფიციტი იწვევს არა მარტო ორგანიზმის დაბერებას, არამედ ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნასა და განვითარებას.

 ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი სკვალენი აახალგაზრდავებს უჯრედებს, აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ზრდასა და განვითარებას. გარდა ამისა რამდენიმეჯერ ზრდის ადამიანის იმუნიტეტს.

 სულ რამდენიმე წლის წინ, სკვალენის ერთადერთი წყარო ზვიგენის ღვიძლი გახლდათ, რაც ამ პროდუქტს ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურს და ძვირადღირებულს ხდიდა. პრობლემა იმაშიც იყო რომ ზვიგენის ღვიძლში ამ ნივთიერების შემცველობა მხოლოდ 1-1.5%-ია. (აქვე მინდა შეგახსენოთ 90-იანი წლების თბლისში ცნობილი “ანტისიმსივნური” პრეპარატი “კატრექსი”, რომლის მთავარი კომპონენტი სწორედ ზვიგენის — კატრანის ღვიძლის ექსტრაქტი გახლდათ.)

 რაოდენ დიდი იყო მეცნიერთა აღტაცება, როცა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ სწორედ ჯიჯილაყა აღმოჩნდა ის მცენარე რომლის ზეთშიც სკვალენის რაოდენობამ — 8-10%, რამდენჯერმე გადააჭარბა ზვიგენის ღვიძლში ამ ნივთიერების რაოდენობას.

 აღსანიშნავია, რომ ამ მცენარის სასოფლო სამეურნეო კულტურად წარმოება მეზობელ სახელმწიფოებში უკვე კარგა ხანია დაიწყეს და ფართოდ არის დანერგილი როგორც მეცხოველეობაში — პირუტყვის გამოსაკვებად, ასევე ფარმაკოლოგიასა და კულინარიაში.

 იმედი მაქვს ეს მცენარე, რომელიც ველურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება საქართველოს მინდორ-ველებზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი სასოფლო სამეურნეო კულტურად წარმოებისათვის  საქართველოში უდაოდ ხელსაყრელი ბიოლოგიური პირობებია (წელიწადში რამდენიმე მოსავლის მოყვანაც კი შეიძლება), ფერმერთა მხრიდან მეტ ყურადღებას დაიმსახურებს.

  თამარ ჭოხონელიძე

წყარო:sputnik-georgia.com

 

32 thoughts on “ჯიჯლაყა (ამარანტი) _ სიმდიდრე რომელიც დავკარგეთ, ვეღარც ვამჩნევთ და ვეღარც ვიყენებთ

  • 30/01/2018 at 00:10
    Permalink

    ამარანტო(ჯიჯილაყი) 1991წელს დაითესა სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტი სოფელ ხიზაბავრაში 30ჰექტარზე, გამოყენებული იქნა საქონლის საკვებათ რამაც საგრზნობლად გააუმჯობესა პირუტყვის წველადობა.

    Reply
  • 30/01/2018 at 13:26
    Permalink

    რამოდენიმე წელია დავინტერესდით ამ კულტურით და დავიწყეთ შესწავლა. ავიღეთ სახელმწიფოსგან მიწა იჯარით 2016 წელს (რომელიც აღმოჩნდა საშინელი ქვიანი) დავამუშავეთ, შემოვიტანეთ უკრაინიდან ძალიან კარგი ხარისხის ბიო თესლი და 3 ჰა დავთესეთ. საკმაოდ ვიწვალეთ, იმიტომ რომ ამარანტის თესვას ბევრი ნიუანსის გათვალისწინება და სპეციალური ტექნიკა ჭირდება. თან გამოუცდელობაც ემატებოდა მაგრამ მიუხედავად ამისა მოსავალი მაინც მოვიდა ნახევარ ფართზე, მეორე მახევარზე ქვების გამო ბალახიც კი არ ამოვიდა. შემოდგომაზე უკვე დამწიფება რომ დაიწყო და აღებას რომ ვაპირებდით (ამასაც სპეციალური ტექნიკა ჭირდება, ძროხებისგან გადაჭმული დაგვხვდა. ასე დამთავრდა ჩვენი ექსპერიმენტი 🙁

    Reply
    • 01/02/2018 at 09:27
      Permalink

      ქვისგან რატომ არ გაათავისუფლეთ მიწა. სამწუხაპა, რომ გიწვალიათ, მაგრამ შედეგი ისეთი ვერ მიიღეთ. დავინტერესდი და ვთქვათ, მოვიდა მოსავაი, ვინ შეისყიდის და არის თუ არა შემოსავლიანი ეს კულტურა.

      Reply
  • 30/01/2018 at 13:28
    Permalink

    ამ მცენარის სასარგებლო თვისებებზე გამუდმებით წერდა გაზეთი “ჩემი ბაღი” (მოგვიანებით “ჩემი მამული” დაერქვა), რომელიც გამოდიოდა 1991-93 წლებში.

    Reply
  • 30/01/2018 at 20:20
    Permalink

    ოთხი წელია მომყავს ამარანტი -მხალი გემრიელია და თესლი მიღწევა.მოვლაა ცოტა ძნელი

    Reply
  • 30/01/2018 at 20:22
    Permalink

    ეს მცენარე როგორც ფხალეული ყოველდღიურ რაციონში შედის საბერძნეთის სავასმყოფოებში, ივლიტა ჰქვია მგონი,ხარშავენ სეითუნს და ლიმონის წვენს მოასხამენ.

    Reply
    • 02/02/2018 at 00:02
      Permalink

      ვლიტას ეძახიან, როგორც კი ადუდება მაშინვე უნდა გადმოდგა, მწვანე უნდა დარჩეს, ლიმონი, ცოტა მარილი და ზეითუნის ზეთი უნდა მოასხა, უგემრიელესია .

      Reply
  • 30/01/2018 at 23:41
    Permalink

    ადრე მეც მინახავს ბოსტნებში და მისი მხალიც დამიგემოვნებია,მაგრამ წლებია უკვე გადაშენდა.მისასალმებელია თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურად მოხდება მისი წარმოება.ისიც მახსოვს ბებიაჩემი ინდაურებს კვებავდა. ბარში აღარ შევხვედლირვარ,მთაში ალბათ იქნება,არა და ჩემს ბავშვობაში ეზოებში იყო მოდებული.

    Reply
  • 31/01/2018 at 07:52
    Permalink

    გადაშენებული არ არის, ჩვენტან ყველგანაა 🙂

    Reply
  • 31/01/2018 at 07:53
    Permalink

    გადაშენებული არ არის, ჩვენტან ყველგანაა 🙂

    Reply
  • 31/01/2018 at 08:38
    Permalink

    Sascauli mcenarea mteli bavshvoba mivirtmevdi da sxvatashoris xasiatzec moqmedebs !arachveulebrivia

    Reply
  • 31/01/2018 at 08:51
    Permalink

    კახეთის ზოგი თათრულ მხალსაც უწოგებს. მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს და ყოველთვის ვიყენებ საკვებად. ძალიან დემრიელია და თურმე ძალიან სასარგებლოც ყოფილა.

    Reply
  • 31/01/2018 at 10:14
    Permalink

    რაა გადაშენებაზეა საუბარიი გურიაში. ლანჩხუთში სავსეა ეს მცენარე … მე მახსოვს რომ ღორებს ვაჭმევდით ძაან უყვარდა უკვე 10 წელზე მეტია ღორები მასიურად არარ არის და მცენარემაც დანიშნულება დაკარგა. ვთიბავ ხოლმეე

    Reply
  • 31/01/2018 at 11:42
    Permalink

    მადლობთ კარგი სტატიის განთავსებისტვის, ასეთი ტიპის მასალა იბეჭდებოდეს და არა ყვიტელი პრესის მონაჩმახი აჯობებს

    Reply
  • 31/01/2018 at 11:49
    Permalink

    კომუნისტების ბოლო პერიოდში, (პერესტროიკის დროს) 90-იანების დასაწყისში გურიაში შემოვიდა ამარანტის აი ეს სახეობა. (იხ. ლინკი). ბებიაჩემსაც ქონდა დათესილი ეზოში და ძალიან გემრიელი ფხალიც მზადდებოდა. მარტივად მრავლდებოდა და დასავლეთის კლიმატსაც კარგად შეეგუა. მერე რატომღაც გაქრა ეს კულტურა.

    Reply
  • 31/01/2018 at 12:29
    Permalink

    ჯიჯილაყა და ქათანაცერა ჩემი უსაყვარლესი ფხალია მოკეპილი,მჭადთან ერთად,უფრო იმერეთში ყანებში მხვდება,

    Reply
  • 31/01/2018 at 14:02
    Permalink

    მე აჭარიდან ვარ და ბებია აკეთებდა ჯიჯლაყას.ქათანაცარას და კიდევ რომელიღაც ფხალს ერთად ნიგვზით.ჩემი მეგობრები დღესაც იხსენებენ მის გემოს,არადა,ერთხელ გასინჯეს.

    Reply
  • 31/01/2018 at 14:30
    Permalink

    დაახლოებით 2002 წელი იქნებოდა ( სტუდენტობის დროს, აგრარულ უნივერსიტეტში) საკურსო უნდა დამეწერა და შემხვდა “ჯიჯლაყა”. აგრარულის ბიბლიოთეკაში ძლივს ვნახე ორადორი წიგნი ამ მცენარის შესახებ ( ისიც რამოდენიმე ფურცელი) და იქამდე დაწერილი თემა ამ მცენარის შესახებ იქ არიყო ( როგორც მითხრეს არქივში ) და არამგონია იმის მერე ვინმეს დაეწერა.

    Reply
  • 31/01/2018 at 14:46
    Permalink

    პური “ამარანტი” ვინც არ იცის, მაგას ურევენ.

    Reply
  • 31/01/2018 at 21:34
    Permalink

    ჯიჯილაყა არ გადაშენებულა. მოვკრიფოთ და გამოვიყენოთ.
    იგი ყველგან (და არა მარტო გურია–სამეგრელო–იმერეთში) მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით კი ბოსტანი უყვარს. მოხარშული და დაკეპილი ძალიან უყვართ ინდაურებს. მინახავს, როგორ კვებავდნენ ჭუკებს.

    Reply
  • 01/02/2018 at 00:41
    Permalink

    rogor mzaddeba tu dawert kargi iqneba

    Reply
  • 01/02/2018 at 03:00
    Permalink

    საბერძნეთში,ყველა ოჯახის აუცილებელ მენიუში შედის ამარანტი.ივლიტა ქვია,მოხარშავ,გაწურავ,ზეთი,ლიმონი და როგორც სალათს ისე მიირთმევ.უგემრიელესია.

    Reply
  • 01/02/2018 at 08:36
    Permalink

    kaxetshi tatrula mxals ezaxian..ugemrielesia…mxolod mwvaned Rom yvavilobs im jishs gamoviyenebdit sakvebad…
    …dekoratiuli,witlad moyvavile albad 20 wlis win shemovida…mas ar vchamdit..dges Ra dgomareobaa ar vici..

    Reply
  • 01/02/2018 at 09:36
    Permalink

    კახეთში ნაცაქათამას ეძახიან. სარეველაა. მხალს ვამზადებთ მისგან. არ ვიცოდი ასეთი სასარგებლო თუ იყო. ჭუკებს ეკალას, ჭინჭარს, ჟუნჟრუკოს ვაჭმევთ, იქნებ ეს მცენარეებიც ასე სასარგებლოა. ნაცარქათამა ეხლაცაა ჩვენთან. კი მოიყვანდა კაცი ამას კომერც. თვალსაზრისით, მაგრამ ვინ შეისყიდის, არის კი ბაზარი ამ მცენარისთვის აქ, ჩვენში?

    Reply
    • 01/02/2018 at 22:35
      Permalink

      მიუხედავად იმისა რომ სარეველაა, მოდის მხოლოდ დამუშავებულ ადგილებში. მთაში რატომ? ყოველწლიურად ვკრიფავ თბილისის მთელს ტერიტორიაზე, გაზონებზე ეზოებში და ასე შემდეგ.ძალიან ბევრი ამოვიდა შარშან რუსთავი თბილისის გზის გასწვრივ ახალნაყარ მიწაზე.
      მიყვარს მისი მხალი, უგემრიელესია.

      Reply
  • 01/02/2018 at 12:13
    Permalink

    ჩემი ვენახი სავსეა ხოლმე ამ მხალით, ძალიან გემრიელია , მკვეთრად თავისებური გემოთი და ოდნავ სიმწკლარტით ( მხალად მიირთმევენ ქორფობაში) მერე კი ღორებს, ქათმებს და ინდაურებს კვებავენ, კახეთში თათრულა მხალს ეძახიან.

    Reply
  • 01/02/2018 at 13:55
    Permalink

    მახსოვს გურიაში ბებიაჩემი ჯიჯილაყას ურევდა სხვადასხვა ბოსტანში ამოსულ მცენარეებს და ,,მინდვრის ფხალს” აკეთებდა ნიგვზით. ბავშვებს ძალით გვაჭმევდა და გვეუბნებოდა სასარგებლოა ბებიებოვო. ჩვენ კი ვხუმრობდით არ გვინდა ინდაურის ჭუკების საჭმელითქო. თურმე რაოდენ სასარგებლო ყოფილა და ბებოს რჩევებს არ ვისმენდით სამწუხაროდ. ეს მცენარე ბლომადაა გურიაშიც და აჭარაშიც. გამოვიყენოდ აუცილებლად…

    Reply
  • 01/02/2018 at 22:33
    Permalink

    კომენტებში მარტო ფხალზე ღორზე და ინდაურზე წერთ, დაგუგლეთ და უამრავ რეცეპტს ნახავთ ფაფებზე,პურზე,ზეთზე, ოლადიებზე,ბლინებზე და ა.შ.

    Reply
  • 02/02/2018 at 21:23
    Permalink

    Ezoshi uamravi amodis da fxals vakete. Dzalian gemrielia. Tu aseti sasargeblo iyo namdvilad ar vicodi.

    Reply
  • 06/02/2018 at 08:36
    Permalink

    თქვენ გაიხარეთ!!!!საქართველო არ გადაშენდება!!!! უგემრიელესი ფხალია ჭადთან და ტყემალთან ერთად.

    Reply
  • 08/02/2018 at 19:02
    Permalink

    როგორ ადგილას მოდის? ნოტიო ადგილები უყვარს თუ მშრალი?

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *