კახა კახიშვილი – მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას, რომ მოსახლეობამ ძალიან მოკლე დროში იგრძნოს ყველა სიკეთე

მისი თქმით, ძირეული რეფორმები უწყებების ნაწილში დაწყებულია, ნაწილში კი, იწყება.

„უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში, დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომაც ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან პრემიერ-მინისტრთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად,  მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“, – განაცხადა კახიშვილმა.

კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა. კახიშვილი მანამდე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.

წყარო: 1tv.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *