კახეთში მკა დაიწყო

კახეთში  ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.

ფერმერების განცხადებით,  ქერის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონამდე მერყეობს.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ „ერისიმედის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთში შპს „მექანიზატორის“ 87 ერთეული კომბაინია მობილიზებული,  საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *