კანაფის ზეთი – Hemp oil – Конопляное Масло

კანაფის ზეთი  უნიკალური საკვები პროდუქტია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს, მათ შორის ომეგა 3 და ომეგა 6, ცხიმოვან მჟავებს ოპტიმალური თანაფარდობით ასევე C, E, B6 ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს და მანგანუმს, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის.

მისი რეგულარული ჩართვა კვების რაციონში რეკომენდებულია კიბოთი დაავადებულებისთვის, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, აგრეთვე ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, თრომბოფლებიტით, მაღალი ქოლესტერინით და ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებში. 

იგი გამოიყენება როგორც ეფექტიანი, აქტიური საშუალება ინსულტის და ინფარქტების სამკურნალოდ. 

კანაფის ზეთი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირებას, მოქმედებს როგორც კუჭის შეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას.

სპეციალისტები, რომლებიც იკვლევენ კანაფის ზეთს, ერთ აზრზე ჩერდებიან, რომ რეგულარული მიღება საკვებთან ერთად ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უდიდესი ნაწილის ნორმალიზებას.

ონკოლოგიური დაავადებები 

1991 წელს ჩატარდა წამყვანი ონკოლოგების გამოკითხვა. გამოკითხულთა 60% კანაფის ზეთს იყენებდა კომპლექსურ თერაპიაში კიბოთი დაავადებულებისთვის, ქიმიო თერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად. ქლოროფილლი – ნივთიერება, რომელსაც აქვს ანტისიმსივნური ქმედება, აძლევს ზეთს მწვანე ფერს.
როგორც ცნობილია ნებისმიერი სახეობის კიბო იწვევს მადის დაქვეითებას, საჭმელის მიუღებლობას და დროთა განმავლობაში ორგანიზმის გამოფიტვას. კანაფის ზეთი შეიცავს მკვებავ ნივთიერებათა იმ მრავალფეროვნებას და რაოდენობას, რომ მისი ერთი სუფრის კოვზის მიღებასც კი აკმაყოფილებს ადამიანის კვების მოთხოვნილების დღიურ დოზას და რაც მთავარია, კანაფის ზეთს  სიმსივნური უჯრედები საკვებად ვერ მოიხმარს.

იმუნიტეტი

რეგულარული მიღება კანაფის ზეთის საკვებში ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებას. კანაფის ზეთი ახდენს ოპტიმიზირებულ ზემოქმედებას ადამიანის იმუნურ სისტემაზე, რომელიც მიმართულია დაავადებების მკურნალობაზე და არიდებაზე.

მამაკაცებისათვის

კანაფის ზეთის საკვებში რეგულარული მიღება სასიკეთოდ აისახება სასქესო–საშარდე სისტემაზე. ეს პროდუქტი გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება პროსტატის ადენომის მკურნალობის დროს. იმპოტენციისწინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) სიმსივნის მკურნალობის დროს.

ქალებისთვის

კანაფის ზეთის რეგულარული მოხმარება საკვებში იწვევს წინამენსტრუალური სინდრომის ნეგატიური გამოვლინების შემცირებას, გონების გაუმჯობესებას მენოპაუზის პერიოდში. არსებობს პრაქტიკა ამ პროდუქტის გამოყენებისა კომპლექსურ თერაპიაში მენსტრუალური აშლილობის დროს, საკვერცხეების კისტის და მასტოპათიის დროს.

რეკომენდირებულია რეგულარული გამოყენება კანაფის ზეთის საკვებში ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის. ვიტამინ E და უჯერი ცხიმოვანი მჟავები ძალზე აუცილებელია ნაყოფის სრულყოფილი განვითარებისათვის დედის მუცელში, გარდა ამისა, კანაფის ზეთი აფერხებს სითხის შეკავებას, რაც ხშირად ხდება ორსულობის მეორე ნახევარში. მშობიარობის შემდგომ ამ პროდუქტის გამოყენება საკვებში ხელს უწყობს დედის ჯანმრთელობის აღდგენას, ააქტიურებს დედის იმუნურ სისტემას, იცავს როგორც დედას, ასევე პატარას სხვადასხვა ინფექციებისაგან, აუმჯობესებს ლაქტაციას და დედის რძის ხარისხს.

ნერვული სისტემა 

 კანაფის ზეთს დადებითი ზეგავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე. მაგალითად ვისაც აქვს: უძილობანევროზიაუტიზმი, ქცევის სხვადასხვა დარღვევები, ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, დაგვიანებული რეაქციები ამ შემთხვევაში ექიმები ურჩევენ თავის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ ზეთი. არსებობს კვლევები, რომ კანაფის თესლი დადებით ზეგავლენას ახდენს და მკურნალობს ისეთ სერიოზულ დაავადებას როგორიც გაფანტულ სკლეროზია.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა
ეს ზეთი შეიცავს ომეგა 3, 6 და 9 – ს. თანაც ყველაზე სასარგებლო თანაფარდობით. ასევე შეიცავს ფიტოსტეროლებს. ეს პროდუქტი შესანიშნავი ქოლესტერინის დამწევი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ასუფთავებს სისხლძარღვების კედლებს. ასევე კანაფის ზეთი შეიცავს ვიტამინებს E, C, B6, კალციუმს, მანგანუმს და ფოსფორს, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენენ სისხლძარღვების მდგომარეობაზე და გულის კუნთზე. რეკომენდირებულია რეგულარულად მიიღონ კანაფის თესლის ზეთი იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, თრომბოფლებიტი, ვარიკოზული ვენები. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ეფექტური პრევენციული ღონისძიება არ მხოლოდ ამ დაავადებების, არამედ ინსულტის და გულის შეტევის.
სისხლმბადი სისტემა
კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს, თუთიას და რკინას. ეს ნივთიერებები მონაწილეობას იღებენ სისხლის უჯრედის სინთეზში. ეს პროდუქტი რეკომენდებული ანემიით დაავადებული ადამიანებისთვის.
სასუნთქი სისტემა
ეს ზეთი ეფექტურია ასთმისა და სასუნთქი გზების ინფექციების კომპლექსური თერაპიის დროს. ის, რომ ზეთი ეფექტურად მოქმედებს სასუნთქ გზებზე ეს, ჯერკიდე დადასტურებული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში. ზეთის სისტემატიური გამოყენება რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის რომლებიც დაავადებულნი არიან ბრონქიტით, ზედა სასუნთქი გზების კატარით, ასთმით, პნევმონიით და ტუბერკულოზით.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ზეთის სისტემატიური გამოყენება დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მთლიანობაში. ის გამოიჩევა დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეხორცების საოცარი უნარით. ასევე მას კარგი ჩვენება აქვს კოლიტის, ენტერიტის, გასტრიტის, სხვადასხვა ეტიოლოგიის წყლულის, ბუასილის და ქოლეცისტიტის დროს. გარდა ამისა, კანაფის ზეთს აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება, ამიტომ ვინც მიდრეკილია ყაბზობისკენ კარგი იქნება ჩართონ თავის ყოველდღიურ რაციონში.
კანი, ფრჩხილები და თმა
კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ზეთის გამოყენებიდან 2–3 კვირაში გაგიძლიერდებათ ფრჩხილები, თქვენი კანი გახდება უფრო ჯანმრთელი და ხავერდოვანი. ასევე თქვენი თმა უფრო სრაფი ზრდით გაგახარებთ.
საყრდენ მამოძრავებელი აპარატი
ზეთს აქვს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, ოდნავ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, რომელიც აძლიერებს ძვლებს. ასევე გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ოსტეოქონდროზის, ართროზის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოპოროზის, დაჭიმულობის და მოტეხილობის სამკურნალოდ.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა კანაფის ზეთს (Hemp oil) და მარიხუანას ზეთს (Hash oil) შორის?
კანაფის ზეთს არ ახასიათებს ფსიქოაქტიური ეფექტი და მისი გამოყენება არის სრულიად ლეგალური. ზეთის მიღება ხდება კანაფის თესლისგან რომელიც უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს ან თუ შეიცავს არა უმეტეს 0.001% იმდენად მიზერულ რაოდენობას, რომ ფსიქოაქტიური ეფექტის მისაღებად საჭიროა ერთდროულად 6-დან 9 ლიტრამდე ზეთის მიღება რაც ფიზიკურად შეუძლებელია.

შესაძლებელია თუ არა კანაფის ზეთის გამოყენება სხვადასხვა საკვების მოსამზადებლად?

რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა სასურველია ისეთ კერძებში გამოყენება რომლებიც არ საჭიროებენ ცეცხლზე დამუშავებას (მაგ. სალათები) რომ გაცხელების შედეგად არ დაქვეითდეს ზეთის სასარგებლო თვისებები.

რატომ აქვს კანაფის ზეთს მწვანე ფერი?

კანაფის ზეთი შეიცავს ქლოროფილს რომელიც აძლევს მას მწვანე შეფერილობას. ქლოროფილს ასევე გააჩნია ანტისიმსივნური მოქმედება.

როგორ მივიღოთ?

კანაფის ზეთის მიღებას არ გააჩნია განსაკუთრებული მითითებები. მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად, თუმცა სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად სასურველია ჭამამდე 20 წუთით ადრე მიღება წყლის დაყოლების გარეშე დღეში 1-2 ჯერ თითო სუფრის კოვზი.
კანადური კანაფის ზეთი სერთიფიცირებულია, რას ნიშნავს ეს?
კანადური კომპანია “Manitoba Harvest “ გამორჩეულია იმით, რომ თავის პროდუქტს ამზადებს სპეციალურ მიწებზე, რომელსაც მიღებული აქვს სისუფთავის სერტიფიკატი, ეს ნიშნავს იმას რომ ნიადაგი თავისუფალია ყოველგვარი ტოქსინებისა და საწარმოო ნარჩენებისგან. მოასავლის მოყვანაში გამოყენებული მხოლოდ ორგანული სასუქი. ნიადაგი დაცულია რადიაციული ფონისგან.

არის თუ არა კანადური კანაფის ზეთი უსაფრთხო ბავშვებისთვის?

დიახ კანადური კანაფის ზეთი უსაფრთხოა ბავშვებისთვის, ერთადერთი გასათვალისწინებელი ამ დროას არის ბავშვის წონა. ბავშვის ორგანიზმის სრულყოფილი განვითარებისათვის აუცილებელია უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები, მიკროელემენტები. კანაფის ზეთი ცხიმოვანი მჟავების ომეგა–3 და ომეგა–6–ის ძირითადი წყაროა და აგრეთვე ვიტამინების და მიკრო ელემენტების დამატებითი წყარო. უნდა აღინიშნოს,რომ პროდუქტი სრულიად ნატურალურია და ადამიანის ორგანიზმი პრაქტიკულად სრულად ითვისებს მას.

შეიცავს თუ არა კანადის კანაფის ზეთი ალერგენებს?

კანაფის თესლები არ შეიცავს ალერგენებს. კომპანია “Manitoba Harvest პროდუქტების არ შეიცავს რძის, სოიოს, გლუტეინის პროდუქტებს.
როგორ მოქმედებს კანაფის ზეთი ნერვულ სისტემაზე კანაფის ზეთი ახდენს სასურველ ზემოქმედებას ნერვულ სისტემაზე. რეკომენდირებულია ამ პროდუქტის მიღება საკვებთან ერთად ნერვოზების, უძილობის, ბავშვის აუტიზმის, ყოფაქცევის სხვადასხვა აშლილობის, გიპერაქტიურობის, ყურადღების დეფიციტის სინდრომის, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითების დროს.

პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია კანაფის ზეთის მიღება ყოველდღიურად. უზმოზე (ჭამამდე 30-40 წუთით ადრე) უნდა მივიღოთ 1 სუფრის კოვზი.  კანაფის ზეთი ან  1 ჩაის კოვზი  2–3 ჯერ დღეში, ჭამის წინ.
სამკურნალო მიზნით – 1 ს.კ  კანაფის ზეთი 1-–2  ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა არანაკლებ  1 თვეა.  მიღება შეიძლება როგორც სუფთა, ასევე ნარევებში, მცენარეულ და ცხოველურ ზეთებთან, სალათებში, მაიონეზში. შერევა შეიძლება ცილოვან პროდუქტებშიც (ყველში, კეფირში, იოგურტში), ასევე თაფლთან, ხილთან.
გარეგან სახმარად კანაფის ზეთის გამოყენება შეიძლება კანის დასაზელად და სველი საფენების სახით.

გვერდითი მოვლენები – იშვიათ შემთხვევებში სუსტი საჭმლის მომნელებელის ტრაქტის მქონე პირებში კანაფის ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ ნაწლავის სპაზმი და და ფაღარათი. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება.

გაფრთხილება: – გამოყენებამდეაუცილებლად გაიარეთ კოსულტაცია ექიმთან. ორსულობისა და ლაქტაციის დროს არსებობს კანაფის ზეთის გამოყენების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ამიტომ ჯობს ამ დროს არ მოხდეს კანაფის ზეთის გამოყენება. არ გადაამეტოთ ზემოთ მითითებულ დოზებს. თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

წყარო: http://www.medicus.ge/პრეპარატები/ბიოლოგიურად-აქტიური-დანამატები/150-კანაფის-ზეთი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *