კარტოფილის შენახვის ინოვაციური ტექნოლოგია

კანადაში კარტოფილის შენახვის ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს, რომელიც  კარტოფილს ყველა პათოგენისგან დაიცავს.
 1985 წელს ჰარი ისააკსმა დააპატენტა გამოგონება «humigator», რომელიც კომბინირებულად ფუმიგატორიც არის და დამტენიანებელიც. დღეს ამ ტექნოლოგიას კანადელი მეკარტოფილეები ცდიან.

მოწყობილობა, რომელიც გამომგონებელმა ფერმერებს წარუდგინა აღჭურვილია ხელსაწყოთი, რომელიც კარტოფილის საცავის, სათავსოს ჰაერს ჰაერის ფილტრების და ქიმიური ნივთიერებების გარეშე, მუდმივ რეჟიმში მთლიანად ასუფთავებს ობის სპორების და სხვა ბაქტერიებისგან.

დამატენიანებელი სპეციალურ კამერაში ისრუტავს საცავის ჰაერს, სადაც სადაც მას ურევს წყალში, სადაც წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის წვეთები, რომელიც დიდი ძალით ეჯახებიან ერთმანეთს და შეჯახების მომენტში ჰაერში შერეული უფრო მოზრდილი წვეთები იწვევენ პათოგებების  ინკაფსულირებას (კაფსულაში მოქცევა). შემდეგ მსხვილი წვეთები, რომლებმაც პათოგენები „დაიჭირეს“, სიმძიმის ძალით კამერიდან გამოიდევნება, ხოლო წვრილი წვეთები ტენით გაჯერებულ, გაწმენდილ ჰაერთან ერთად უკან, საცავშივე გაიტყორცნება. იმის გარდა რომ ჰაერი იწმინდება მავნე ბაქტერიებისგან და სხვა პათოგენებისგან, რაც იწვევს საცავში კარტოფილის გაფუჭებას, საცავში იქმნება კარტოფილის შესანახად აუცილებელი ტენიანობის დონე. 

მოწყობილობის ტესტირება პირველად ლაბორატორიაში ჩატარდა, სადაც ის ყოველ 11 წუთში ასუფთავებდა საგანგებოდ პათოგენებით გაჯერებულ ჰაერს. ცდების შედეგმა აჩვენა რომ მოწყობილობა იდეალურად წმენდს ჰაერს. გამოგონების ეფექტიანობის დადასტურების შემდეგ მოწყობილობა შესთავაზეს ფერმერებს, რათა ის რეალურ სამუშაო პირობებში გამოეცადათ.

როგორც გამომგონებელი ირწმუნება, მისი პირმშო მეკარტოფილე ფერმერებს მთელი სეზონის განმავლობაში დაეხმარება საღად და უდანაკარგოდ შეინახონ კარტოფილი, დაზოგონ დრო, შრომა და სოლიდური ფინანსები რაც კარტოფილის ხარისხიანად შენახვას სჭირდება. ეს კი საბოლოო ჯამში დადებითა აისახება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

წყარო:www.freshplaza.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *