კარტოფილის უხვმოსავლიანი ჯიშები, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია, სასუქის ნორმირებულად და სწორად გამოყენება

კარტოფილის უხვი  მოსავლის მისაღებად საჭიროა კომპლექსური აგროღონისძიებები, რაშიც დამატებით გამოკვებას, ორგანული და მინერალური სასუქის დროულ და სწორად გამოყენებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
მოდი განვიხილოთ, რომელი სასუქი იძლევა მაქსიმალურ შედეგს და როდის ან როგორ უნდა შევიტანოთ იგი კარტოფილის ნათესში.

 კარტოფილის სასუქის შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ  დათესილი კარტოფილის ჯიშის თავისებურებანი.

მაგალითად, საგვიანო ჯიშებს, რომელთაც ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდი აქვთ, ნიადაგში მიმდინარე ნარჩენების ლპობის პროცესით მიღებული მინერალებით შეუძლია იკვებოს. საადრეო ჯიშებს, რომელთაც მოკლე სავეგეტაციო პერიოდი აქვთ, სჭირდება იოლად ასათვისებელი  (სასურველია თხევადი) მინერალური  სასუქებით ინტენსიური გამოკვება

რით გამოვკვებოთ კარტოფილი მინერალური თუ ორგანული სასუქებით

ეკოლოგიური მიწათმოქმედების მომხრეები კარტოფილის გამოსაკვებად  ირჩევენ ორგანიკას. ამ შემთხვევაში საჭიროა გონივრული მიდგომა და გამოცდილება. მაგალითად ნაკელი ან სკორე ნაკვეთში უნდა შევიდეს მზრალად ხვნის დროს, შემოდგომა-ზამთარში, ხოლო ახალი ნამჯა კარტოფილის დათესვამდე სულ მცირე  ერთი წლით ადრე უნდა ჩაიხნას ნიადაგში. თუ ორგანიკა შეგვაქვს თესვის დროს, მაღალია ალბათობა „დაიწვას“ თოთო ფესურები ან პროვოცირება მოვახდინოთ სოკოვანი დაავადებების, რადგან სოკო აქტიურად სწორედ აზოტით მდიდარ ნიადაგში ვითარდება.

კარტოფილისთვის მინერალური სასუქები უფრო სწრაფ ეფექტს იძელვა. ამ დროს აუცილებელი არ არის სასუქის ნიადაგში წინასწარ ჩახვნა, საკმარისი იგი თესვის დროს მივცეთ. ხოლო სასუქის ხსნარის ფორმით ფოთლებზე შესხურება უზრუნველყოფს სრულყოფილ გამოკვებას და მკურნალობს დაავადებებს ვეგეტაციის ნებისმიერ პერიოდში.

რაც შეეხება ეკოლოგიურობას, მინერალური სასუქების კომპლექსი და ორგანიკა ერთნაირი ქიმიური ელემენტებისგან შედგება, მაგრამ ორგანიკის, განსაკუთრებით ბუნებრივი წარმოშობის, დოზირება საკმაოდ პრობლემურია.

კარტოფილის სასუქების სწორად გამოყენება

როგორც ყველა კულტურული მცენარე, კარტოფილსაც სამი მიკროელემენტი: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი  სჭირდება (N-P-K). კომპლექსური მინერალური სასუქები შეიძლება ამ ნივთიერებების სხვადასხვა დოზებს შეიცავდეს. ასევეა საკვები დანამატების, მიკროელემენტების, ბორის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის და სხვა შემცველობაც. ამა თუ იმ საკვები დანამატების არჩევით შესაძლებელია მოსავლიანობის კონტროლი:

♦ აზოტის და კალიუმის დოზის გაზრდა იწვევს ცალკეული ტუბერების გაზრდას, მაგრამ მათი რიცხვი კარტოფილი ბუჩქზე არ დაემატება;

♦ ფოსფორის მეტი კონცენტრაცია ზრდის ტუბერების რაოდენობას, მაგრამ ისინი მოცულობაში არ გაიზრდება, ეს მეთოდი კარგია სათესლე კარტოფილის მოსაწევად;

♦ ბორი და მაგნიუმი ხელს უშლის ფოთლოვან მასის ზრდას, აჩქარებს ტუბერების ფორმირებას, აუმჯობესებს ტუბერების  სასაქონლო ფორას;

♦ მანგანუმი და სპილენძი ეფექტიანად კვებავს კარტოფილს მთელი ვეგეტაციის პერიოდში, ხელს უწყობს წაყინვებს და გვალვებისგან  დაზიანებული ღეროების და ფოთლების სწრაფ აღდგენას.

მინერალური სასუქები კარტოფილისთვის გამოყენება იმ დოზითა და თანმიმდევრობით,  რომელიც მითითებულია მწარმოებლის ეტიკეტზე. არ შეიძლება სასუქი ერთდროულად ჩაკეთდეს ნიადაგში ფესვოვანი გამოკვებისთვის და შესხურდეს ფოთლებზე ფოთლოვანი გამოკვებისთვის.

ოპტიმალური ვარიანტია არჩევანი შევაჩეროთ ფოთლოვან გამოკვებაზე,  რადგან მცენარე ფოთლებიდან სასარგებლო ელემენტების 80-90% ითვისებს.

ფოთლოვანი გამოკვების ეფექტიანობის გასაზრდელად, ხსნარს დაამატეთ ადუვანტები _ მიმწებებლებიბიოწებო წარმოქმნის თხელ აპკს და ფოთლებსა და ღეროებზე სასარგებლო ნივთიერებებს აკავებს წვიმისა და ძლიერი ქარის დროს, ზრდის მის ეფექტიანობას.

აგრომაღაზიებში ფოთლოვანი გამოკვების თხევადი ორგანული და მინერალური სასუქების  დიდი არჩევანია.

ანა მედვედევა

PS. აქვე გაგაცნობთ რამდენიმე რამდენიმე უხვმოსავლიანი კარტოფილის ჯიშების „ჯელის“,  „პაპტივას“, „რედ ფანტაზის“ მოკლე აღწერასა და დახასიათებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშუალო საგვიანო;

უხვმოსავლიანი;

ტუბერი: საუკეთესო სასაქონლო ფირმის,  ზომით საშუალო და დიდი;

შიგთავსი ყვითელი;

ადვილად ადაპტირებადი სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ;

გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით.

„პაპტივა“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აშუალო საადრეო

საუკეთესო სასაქონლო სახის, მოგრძო,  გლუვი კანით;

ტუბერი დიდი ზომის;

უხვმოსავლიანი;

ღია ყავისფერი რბილობით.

„რედ ფანტაზი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გლუვი წითელი კანი, კარგი ფორმის ტუბერი;

საუკეთესო გემოვნური თვისებებით;

დაავადებებისადმი მდგრადი;

ადვილად ადაპტირებადი სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ.

ვიდეო ფილმი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1pF3Ep5Qe4QjMMXuOiTlKfZUIfbuxlYJ1/view

კარტოფილის ამ ჯიშების თესლის შიძენთ:

მოსკოვის გამზირი N6,

მაღაზია ”AGROSERVICE”,

ტელ: 579 79 74 17.