კენკროვანი კულტურების ბიოლოგიური მეთოდით მოვლა – მოყვანის ტექნოლოგიები  “მეკენკრეთა ასოციაციისთვის” 

კენკროვანი კულტურების ბიოლოგიური მეთოდით მოვლა – მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ სწავლებამ, რომელიც კომპანია „ბიოაგროში“ „მეკენკრეთა ასოციაციის” წევრებისთვის გაიმართა, მოიცვა ნიადაგის სტრუქტურის, მცენარის გამოკვების მნიშვნელობის, კენკროვნების _ ჟოლოს და მაყვლის დაავადებების და მავნებლების ბიოლოგიური მეთოდების გამოყენების თანამედროვე მიდგომები.

აღნიშნულ თემებზე ფერმერებს „ბიოაგროს” სპეციალისტები,  ნიადაგმცოდნე ბესიკ კალანდაძე; ფიტოპათოლოგი შაქრო ყანჩაველი და ენტომოლოგი კარლო კიკორია ესაუბრნენ.

შეხვედრაზე ფერმერებს ახალი პროდუქტებიც წარედგინათ – მყარი ორგანული სასუქი „ბიომიქსი” და ბიოლოგიური ინსექტიციდი„ნიმის ზეთი”.

სწავლების პროცესში ფერმერებმა, სპეციალისტებთან ერთად ჟოლოსა და მაყვლის ბიოლოგიური მეთოდით მოყვანის სქემა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც სეზონის დასაწყისიდანვე იხელმძღვანელებენ.

მარიამ ტაკაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *