ხახვის დახარისხება კლავიშზე ერთი დაჭერით

ევროპულმა სუპერმარკეტებმა ხახვის ოპტიკური სისტემით დახარისხების მოთხოვნა წაუყენეს.

ახალი ევროპული ტრენდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ოპტიკური დახარისხება სიჩქარეს კრეფს. სკანდინავიაში ოპტიკური დახარისხება ძირითადად მუშახელს შრომის ეკონომიისთვის გამოიყენება. გერმანიაში, ნიდერლანდებში და დიდ ბრიტანეთში იგი გამოიყენება პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ახლა უკვე მთელი რიგი სავაჭრო ქსელები ითხოვენ, რათა, მაგალითად ხახვი, ვაშლი გამოკვლეული იქნას კომპიუტერული ტექნოლოგიით და ამ მეთოდით გარანტირებულად დახარისხებული მიეწოდოს მომხმარებელს. ამის მიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიით არის შესაძლებელი.

ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელს ხდის მუშების შემცირებას, 16 მუშიდან,  რომლებსაც საათში ჩვეულებრივ ხაზზე 25-30 ტონა ხახვის დახარისხება შეუძლიათ, 5 მუშამდე, რომლებიც ავტომატიზებულად იგივე რაოდენობის პროდუქტს დაახარისხებენ.

ოპტიკური დახარისხება სასურველი პარამეტრების მიხედვით ხორციელდება. ამ ოპერაციის შესასრულებლად ორიოდე კლავიშის დაჭერა საჭირო, მაგრამ ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატორის მომზადებას, რომელიც ეკრანზე აკვირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პროდუქტის ხარისხის შესახებ.

ეკრანზე  ფერადი და ინფრაწითელი ფორმატით გამოისახება პროდუქტი, სადაც  სიდამპლე თუ სხვა ხარვეზები ნათლად ჩანს.

წყარო: www.freshplaza.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *