„ხიზა“ პირველი კოოპერატივია, რომელმაც სურსათის უვნებლობის საერთაშორისო  სტანდარტი დანერგა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში, რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  შესაძლებლობა ეძლევათ   სურსათის უვნებლობის საერთაშორისო  სტანდარტი დანერგონ.

კოოპერატივმა „ხიზამ“ USAID/REAP-ის  თანადაფინანსებით “ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის „ (HACCP)  შესაბამისობის სერთიფიკატი მიიღო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“ 2017 წელიდან   ჩართულია „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის ფარგლებში ახალციხეში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ფუნქციონირებს.

კოოპერატივში  გაერთიანებულია 64 მეპაიე,   რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა  ჯამში 500 ფურზე მეტს  შეადგენს. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს გადაეცა რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული

კოოპერატივმა  უზრუნველყო სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება,  სადაც განთავსდა პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა და მოეწყო რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1142 ჰა  სათიბ-საძოვარი  25 წლიანი იჯარით გადაეცა, კოოპერატივს საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით გადაეცემა   ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

“ხიზას“  რძის საწარმოში წარმოებული სულგუნი, იმერული და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომლის ბრენდინგი ასევე USAID/REAP-ის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა   იყიდება თბილისის სუპერმარკეტებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *