კომპანია „ჩირინას“ წინააღმდეგ „შავი პიარია“ დაწყებული

პროცესები მას შემდეგ დაიძრა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბალხარისხიანი იმპორტირებული პროდუქცია შემოდის, რის წინააღმდეგაც სახელმწიფომ რადიკალური ზომები უნდა გაატაროს.

„როდესაც ქართულ ბაზარზე შემოდის ხორცი, სადაც 30% წყალია და ის, რა თქმა უნდა, უხარისხოა და დაბალი ფასიც აქვს. საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ამაში ვერ ერკვევა და მსგავს პროდუქტს ყიდულობს. ასეთი ქათმის ხორცი ძირითადად უკრაინიდან შემოდის და დიდი რაოდენობითაა. მაგალითად, დღეს ასეთი პროდუქტი სავაჭრო ქსელ კარფურში ვნახე,“ – აცხადებდა „კომერსანტთან“ საუბარში „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.

რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, რომ თითქოს კომპანია „ჩირინას“ მიერ წარმოებულ ქათმის ხორცი ბაქტერია სალმონელათი იყო დაბინძურებული.

„ეს არის იმპორტიორების მხრიდან კომპანია „ჩირინას“ წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი“ — ასე შეაფასა „ბიუ ბიუს“ მწარმოებელმა კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.

აქედან გამომდინარე, ვაშაკიძე განმარტავს, რომ ივნისის თვეში ბიუ-ბიუ– ჯიხურები არ იმუშავებენ.

„ივნისის ბოლოდან კი ჩვენ კვლავ ძველებურად დაგიბრუნდებით და ყოველდღიურად მოგაწვდით ახალ, ნედლ ქათმის ხორცს. ამ პერიოდში კი შეგიძლიათ „ბიუ-ბიუს“ გაყინული პროდუქცია შეიძინოთ უახლოეს სუპერმარკეტებში, “— აცხადებს ვაშაკიძე.

კომპანია „ჩირინა“ წელიწადში 12 მილიონ ფრთა ქათამს აწარმოებს.

ავტორი: სოფო ქსოვრელი,

წყარო: commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *