კომპანია „კოპერტი“ _ „ჯანმრთელი პლანეტა, საღი, უსაფრთხო პროდუქტები, მდგრადი სოფლის მეურნეობა“

საქართველოში მუშაობა დაიწყო ჰოლანდიური კომპანიის „კოპერტის“ (Koppert Biological Systems) ფილიალმა.
კომპანია „კოპერტი“ დაარსდა 1967 წელს და დღემდე მცენარეთა დაცვის ბიოსაშუალებებისა და ბუნებრივი დამამტვერიანებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა. მისი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობასა და პლანეტის კეთილდღეობაზე ზრუნვა. „კოპერტის“ დევიზია: „ჯანმრთელი პლანეტა, საღი და უსაფრთხო პროდუქტები, მდგრადი სოფლის მეურნეობა“.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ინიციატივით, „ელკანას“ ოფისში ჩატარდა სემინარი-დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ: კომპანია „კოპერტის“, ასოციაცია „ელკანას“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, შპს „ბიოაგროს“ ექსპერტები, ბიოფერმერები, ს/ს კოოპერატივების – „ტირიფონა 2014-ის“ და „ნერგების“ წევრები.

სემინარზე „კოპერტის“ მოწვეულმა და ადგილობრივმა სპეციალისტებმა ქართველ ექსპერტებსა და ფერმერებს გააცნეს კომპანიის მიერ დანერგილი მცენარეთა დაცვის თანამედროვე ბიოტექნოლოგიები და მიმართულებები, მუშაობის პრინციპები და მიდგომები.

სემინარზე გაიმართა დისკუსია – „კოპერტის“ ექსპერტებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს და მოისმინეს ადგილობრივი ექსპერტებისა და ფერმერების მოსაზრებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *