ლაბორატორიაში დამზადებული ბურგერის ხორცი 2020 წლისთვის გაიყიდება

ჰოლანდიელი მეცნიერები, რომლებმაც მსოფლიოში პირველი ლაბორატორიული წესით მიღებულ ხორცის ბურგერი შექმნეს, იმედს გამოთქვამენ, რომ მათი პროდუქტი ბაზარზე ხუთ წელში გამოვა.

უფრო გემრიელი და იაფი ბურგერის დამზადების მიზნით მკვლევარებმა კომპანია დაარსეს.  

ორი წლის წინ ჰოლანდიის სამეცნიერო ლაბორატორიებში მკვლევარებმა ძროხის ორგანიზმიდან აღებული უჯრედებით საკვებ პროდუქტად ვარგისი ხორცი შექმნეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ხორცის პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.

ახალი ფირმის ხელმძღვანელი მომავალ გეგმებზე BBC News -ს ესაუბრა.

„ძალიან მახარებს ამ პროდუქტის გაყიდვის პერსპექტიულობა. დარწმუნებული ვარ, როცა მომხმარებელს მას შეთავაზებენ, როგორც ხორცის ალტერნატივას, ეთიკური მიზეზების გამო, სულ უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს მის შეძენას” – აცხადებს პიტერ ვერსთრეითი.

ლაბორატორიული წესით მიღებულ ხორცის ბურგერი პროფესორ მარკ პოსტმა ჰოლანდიაში,  მაასტრიხტის უნივერსიტეტში შექმნა.

მარკ პოსტის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ პროდუქტი ბაზარზე ხუთ წელიწადში გამოჩნდება და პირველ ეტაპზე იმ მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც მას შეუკვეთავს, ხოლო შემდეგ როცა მოთხოვნა გაიზრდება და ფასიც დაიწევს, სუპერმარკეტების თაროებზეც გამოჩნდება.

ბურგერი ღეროვანი უჯრედებისგან მზადდება. კვლევის მიზანია ხორცზე მზადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გზების გამოძებნა.

პროცესი იწყება ძროხის კუნთების ქსოვილისგან ღეროვანი უჯრედების აღებით. შემდეგ მათ ლაბორატორიაში ნუტრიენტებითა და ზრდის ხელშეწყობა სპეციალური პრეპარატებით, რათა იგი განვითარდეს და გამრავლდეს.  სამი კვირის შემდეგ ჩნდება მილიონზე მეტი ღეროვანი უჯრედი, რომლებსაც პატარა ლამბაქებში ათავსებენ, სადაც ისინი ერთიანდებიან კუნთების პატარა ზოლებად, რომლებიც დაახლოებით ერთი სანტიმეტრის სიგრძისა და რამდენიმე მილიმეტრი სისქისაა.

ამ ზოლებს შემდეგ ფენებად აწყობენ, ღებავენ და ცხიმს უმატებენ, ურევენ.

ლაბორატორიული წესით მიღებულ ხორცის ბურგერი ორი წლის წინ ლოდონში სპეციალურ კონფერენციაზე დაამზადეს და დააგემოვნეს.

აკვების ერთ-ერთმა ექსპერტმა მაშინ განაცხადა, რომ ბურგერი ძალიან „ახლოს არის ხორცთან, მაგრამ არაა ისეთი წვნიანი,“ ხოლო მეორემ განაცხადა, რომ მას ზუსტად ის გემო ქონდა, რაც რეალურ ბურგერს.  

კომპანია, რომელიც პიტერ ვერსთრეითმა პროფესორმა პოსტთან და მაასტრიხტის უნივერსიტეტთან ერთადჩამოაყალიბა – Mosa Meat, მიზნად ისახავს დაამზადოს ისეთი ლაბორატორიული ბურგერი, რომელსაც რეალური ბურგერის გემო და ფასი ექნება.

პროფესორმა პოსტმა და მისმა გუნდა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს – მაგრამ პროდუქტის კომერციული განვითარების თვალსაზრისით მან გადაწყვიტა, რომ გაეღრმავებინა დაწყებული კვლევა.

Mosa Meat  დაახლოებით 25 მეცნიერს, ლაბორატორიის ტექნიკოსებსა და მენეჯერებს დაასაქმებს. მისი ძირითადი მიზანი ხორცის მასობრივი წარმოების გზების პოვნა იქნება.   

მკვლევარები ასევე შეეცდებიან, გამოძებნონ გზები 3-D ბეჭდვის ტექნოლოგიებს გამოყენებით ჩოპებისა და სტეიკების დასამზადებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *