ლევან დავითაშვილი ქართული თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

 „ქვეყნის მთავრობისთვის ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. ქართული თაფლი ე.წ. პრივილეგირებულ პროდუქტთა შემადგენლობაშია. მისი წარმოების ხელშეწყობისა და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ.

სწორედ ქართული თაფლი გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა. რაც შეეხება კონსოლიდირებული ტენდერით ნატურალური თაფლის შესყიდვის საკითხს და შექმნილ აჟიოტაჟს, ვფიქრობ, ნაჩქარევი იყო აღელვება. ზოგადად საზოგადოების და დაინტერესებული პირების მხრიდან არასწორად იქნა გაგებული მიმდინარე პროცესები.

კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია, ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.