,,ლომთაგორა” _ ქართული უხვმოსავლიანი სიმინდის თესლი

ქართული სიმინდის თესლი ლომთაგორა“  (ყვითელი  და თეთრი მარცვალი) _  ენერგეტიკული კულტურა, შეიცავს პროვიტამინ  A-ს,  რომელიც  აუცილებელია მოზარდი ცხოველისა და ფრინველის ზრდა-განვითარებისთვისკვერცხდებისათვის და ა.შ. ასევე შეიცავს:  ცილებსცხიმებსნახშირწყლებსფრუქტოზასგლუკოზასსახამებელსნაცრისელემენტსუჯრედანას.

სიმინდით  კვებისას  ცხოველის და ფრინველის ცილების მოცულობა იზრდება    9-10%-ით;   სახალმებლის  _ 65-72%, ცხიმების _ 4%-ითმატულობს  ნახშირწყლების დონე:

  • ლომთაგორა 1 (ფაო 627)
    • სამხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე,
    • სიმაღლე _ 230-240 სმ.
    • სიხშირე _ 60-65 ათასი ძირი ჰექტარზე (მოსავლის აღების დროს).
    • ვეგეტაცია _ საშუალო-საგვიანო _ 124-126 დღე;
    • მაღალპროდუქტიული _ ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 8-10 ტონა მარცვალს ჰა-ზე.
    • რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისა და დასავლეთ საქართველოს რაიონებისთვის ზღვის დონიდან 700-750 მეტრამდე.


     

    ლომთაგორა 2 (ფაო 757)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე-სასილოსე;
    • მარცვალი _ სასურსათე, მოწითალო-ყვითელი შეფერილობის;
    • სიმაღლე _ 265-280 სმ.
    • სიხშირე 45-50 ათასი ძირი/ჰა, (აღების დროს)
    • სავეგეტაცო პერიოდი _ 124-126 დღე;
    • მაღალ პროდუქტიული, ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში ჰექტარზე იძლევა 6-7 ტონა მარცვალს, ან 60-70 ტონა _ სასილოსე მასას.
    • კარგად არის შეგუებული სუბტროპიკულ და ტენიან პირობებს, გამძლეა სოკოვანი დაავადებების _ ჰელმინთოსპორიუმ ტურსიკუმის, ფუზარიოზის და ბუშტოვანი გუდაფშუტის მიმართ.


     

    ლომთაგორა 3 (ფაო 727)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე,
    • სიმაღლე _ 265-272 სმ.
    • სიხშირე _ 55-60 ათასი ძირი/ჰა;
    • ვეგეტაცია _ 130-132 დღე;
    • მაღალ პროდუქტიული _ ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 5-7 ტონა მარცვალს ჰა.
    • გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების (ფუზარიოზი, ფარვანა) მიმართ.
    • რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისთვის.

    ლომთაგორა 4 (თეთრი, სასურსათე)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, თეთრი;
    • სასურსათე, შესაძლებელია სასილოსედ და საფურაჟედ გამოყენებაც;
    • მცენარის სიმაღლე 368 სმ.
    • მოსავლიანობა: 8-12 ტ/ჰა მარცვალი
    • მარცვლის მოსავლიანობით 35-45%-ით აჭარბებს „აჯამეთის თეთრს”.
    • სიხშირე 50-55 ათასი ძირი ჰექტარზე მოსავლის აღების პერიოდში;
    • ვარგისია მექნიზებული წესით მოვლა-მოყვანისა და აღებისთვის;
    • სავეგეტაციო პერიოდი _ 130-135 დღე;
    • ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა ჩაწოლისადმი.
    • მცენარე არ ავადდება ფუზარიოზით.
    • რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რეგიონებისთვის სადაც ჰაერის ტემპერატურათა ჯამი არის 3900-4500.


    ლომთაგორა 5 (სამხაზოვანი ჰიბრიდი, თეთრი)

    • შესაძლებელია სასურსათედ გამოყენება;
    • მცენარის სიმაღლე 303 სმ.;
    • მარცვლის მოსავლიანობით 36-38% აჭარბებს „აჯამეთის თეთრს”;
    • სიხშირე 45-50 ათასი ძირი ჰექტარზე;
    • ვარგისია მექნიზებული წესით მოვლამოყვანისა და აღებისთვის;
    • სავეგეტაციო პერიოდი _ 137 დღე;
    • ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა ჩაწოლისადმი;
    • მცენარე არ ავადდება ჰელმითოსპორიუმ ტურსიკუმით;
    • ტარო და მარცვალი არ ავადდება ფუზარიუმით.
    • რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რეგიონებისთვის სადაც ჰაერის ტემპერატურათა ჯამი არის 3900-4500.                   

 დაგვიკავშირდით: 596 585 585

www. lomtagora,com