მამალი ფუტკარი _ „მამა“ ფუტკრის როლი

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ მამალი ფუტკრის შესახებ? ჩვენ ძალიან ბევრი გვესმის დედოფლისა და მუშა ფუტკრების შესახებ, თუმცა რა არის მნიშვნელოვანი მათი მამრობითი კოლეგის შესახებ? მამალი ფუტკარი ძალაინ საინტერესო ფუტკარია თავისი ცხოვრების სტილით, მისი დაბადებიდან დედოფალთან შეწყვილებამდე.

მამლები სკაში მოძრავი შედარებით მოდიდო ფუტკრები არიან. ისინი აქ გაზაფხულსა და ზაფხულზე ცხოვრობენ, თუმცა ხშირად ტოვებენ სკას მამალი ფუტკრების შეკრების ადგილის სანახავად, იმის იმედით, რომ დედოფალთან შეწყვილებისათვის ფრენის ღირსნი გახდებიან. 

მამალი ფუტკრის ძირითადი მიზანი დედა ფუტკრის განაყოფიერებაა. ის მიწიდან მაღლა, მამლების შეკრების ადგილას იცდის. დედა ფუტკარი მამლებისთვის შეუმჩნეველი დარჩება, ამ შეკრების ადგილის რადარიდან ძალიან მცირე მოშორებითაც რომ ჩაიფრინოს. თუმცა, თუ დედოფალი ამ რადარში მოხვდა და მამალმა ფუტკარმა შეამჩნია, შეწყვილების შანსი არსებობს. 

შეწყვილების დროს, ასობით და ზოგჯერ ათასობით მამალი ფუტკარი ეჯიბრება ერთმანეთს. ისინი არ იბრძვიან – უბრალოდ, უყურებენ ვის შეუძლია ყველაზე ახლოს მიფრინდეს დედოფალთან მისი განაყოფიერებისთვის.

რამდენი მამალი ფუტკარი შეწყვილდება დედოფალთან?
ჰმმ, ფრენისას დედოფალთან 10-20 მამალი ფუტკარი შეწყვილდება. 

მამალი ფუტკრის შესახებ არ უნდა დაივიწყოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იგია პასუხისმგებელი გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე. 

ეს აუცილებელი და ფუნდამენტური მოთხოვნაა ნებისმიერი წარმატებული კოლონიისთვის. 

დედა ფუტკრის განაყოფიერება მხოლოდ ერთხელ – მის ადრეულ ასაკში ხდება. იგი სხვადასვა კოლონიებიდან წამოსულ მამალ ფუტკრებთან შეწყვილდება, რაც მისი შთამომავლობის გენეტიკურ სივრცეს გააფართოებს. ამას კი ოჯახისთვის, ზოგადად, დადებითი სარგებელი აქვს, როგორიცაა დაავადებასთან წინააღმდეგობის გაწევის უკეთესი უნარი.

რაც უფრო მეტ გენეტიკურად მრავალფეროვან სპერმას შეაგროვეს დედა ფუკარი მით უფრო მეტია შანსი, კოლონია გადარჩეს.

ხშირად, როცა საქმე სკაში სამუშაოებს ეხება, მამალი ფუტკარი “ნაცარქექიად” მოიხსენიება. მუშა ფუტკრებთან შედარებით, რომლებიც უზარმაზარ ინდუსტრიას აწამორებენ, მამლები, უდაოდ, დარბაისლები არიან. თუმცა, როცა სკაში ტემპერატურა იმატებს, ყველა ფუტკარი, მათ შორის მამალი ფუტკარიც, შესაძლოა დაეხმაროს სკას გაგრილებაში თავისი ფრთების დახმარებით. 

მამალი ფუტკრები მეფუტკრეებსაც ემსახურებიან. ადრე გაზაფხულზე მამლის გამოჩენა მეფუტკრეს აუწყებს, რომ ნაყრობის პერიოდი უკვე დაიწყო. დედა ფუტკარი მანამდე არ გამოდის სკიდან, სანამ, იცის, რომ მისი მემკვიდრე დედოფალი ვერავისთან შეწყვილდება. თუ მამალ ფუტკარს დაინახავ, უნდა იცოდე, რომ მომავალ დედოფალს უკვე აქვს შანსი, ვინმესთნ შეწყვილდეს და ძველმა დედამ დაიწყოს ახალი სახლის ძიება.

მამალი ფუტკრის ანატომია

როგორ ვცნობთ მამალ ფუტკარს? 

მამალი ფუტკარი, თავისი გარეგნობიდან გამომდინარე, ძალიან მარტივი შესამჩნევია. იგი, დაახლოებით, იმდენს იწონის, რამდენსაც დედა ფუტკარი, თუმცა გარეგნულად საკმაოდ განსხვავდება.

იგი უფრო “ჯმუხია” (მსხვილი) ვიდრე დედოფალი. მას სქელი მუცელი და გრძელი ფეხები აქვს (ეს მარტივი შესამჩნევი არაა, რადგან მისი მუცელი ფარავს ფეხებს).

მამალი ფუტკრის მუცელი ყუთის ფორმისაა, ხოლო თავი – საკმაოდ მრგავალი. თავის ასეთი სიმრგვალის გამო, მისი თვალები უფრო ახლოს გვეჩვენება.

მამლებს უფრო დიდი თვალები აქვს, რათ მათი ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანია. მამალი ფუტკრის ფრთებიც ასევე საკმაოდ დიდია და მთლიანად ფარავს მის მუცელს.

როგორც აღვნიშნეთ, მისი მიზანია დედა ფუტკრის განაყოფიერება. სწორედ ამისთვის, მას აქვს აპენდატი, რომელიც დედოფალთან შერწყმისას გამოეყოფა მის სხეულს.

როგორ ვითარდებიან მამალი ფუტკრები კვერცხიდან დაბადებამდე

დედა ფუტკარი განაყოფიერებულ თუ გაუნაყოფიერებელ კვერხს მუშა ფუტკრების მიერ აშენებული უჯრედების ზომის მიხედვით დებს. უჯრედების ზომა, თავის მხრივ, კოლონიაში თითოეული კასტის არსებობის აუცილებლობით განისაზღვრება. მაგალითად, მამალი ფუტკრის უჯრედი უფრო დიდია, ვიდრე მუშა ფუტკრის, ამიტომ დედოფალმა იცის, რომ აქ გაუნაყოფიერებელი კვერცხი უნდა დადოს.

ვის შეუძლია მამალი ფუტკრის გამოსაჩეკი კვერცხის დადება?
მამალი ფუტკარის გამოსაჩეკი კვერცხი ერთადერთია, რომლის დება როგორც დედოფალს, ისე მუშა ფუტკარს შეუძლია. ეს იმიტომ, რომ მამალი ფუტკრის კვერცხი გაუნაყოფიერებელია. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მამალ ფუტკრებს ბაბუა ჰყავთ, ხოლო მამა – არა. იმის გამო, რომ მამლები გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან ჩნდებიან, გენეტიკურ კომპონენტებს მხოლოდ დედისგან იღებენ. ამ დროს, თავად დედოფალი განაყოფიერებული კვერცხისგან გაჩნდა, რადგან მდედრობითია სქესისაა და მას მამა ჰყავს, რომელიც მამალი ფუტკრისთვის ბაბუაა.

კვერცხის დადების შემდეგ, მათ ფუტკრის რძით კვებავენ. მამალი და მუშა ფუტკრები ფუტკრის რძით მხოლოდ პირველი 2-3 დღე იკვებებიან. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მათ საჭირო ცილები მიიღონ სრული ზრდა-განვითარებისთვის მიძგის მისაცემად. მესამე დღის შემდეგ, მათ ფუტკრის პურით (ჭეოთი) კვებავენ, რომელიც თაფლისა და ყვავილის მტვერის ნაზავია. ლარვასა და ჭუპრის განვითარების ეტაპების დასურების შემდეგ, 24 საათში მამალი ფუტკარი გამოიჩეკება.

ვის შეუძლია მამალი ფუტკრის კვერცხის დადება?

მამალი ფუტკარი ერთადერთია, რომლის კვერცხის დება როგორც დედოფალს, ისე მუშა ფუტკარს შეუძლია. ეს იმიტომ, რომ მამალი ფუტკრის კვერცხი გაუნაყოფიერებელია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მამალ ფუტკრებს ბაბუა ჰყავთ, ხოლო მამა – არა. იმის გამო, რომ მამლები გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან ჩნდებიან, გენეტიკურ კომპონენტებს მხოლოდ დედისგან იღებენ. ამ დროს, თავად დედოფალი განაყოფიერებული კვერცხისგან გაჩნდა, რადგან მდედრობითია სქესისაა და მას მამა ჰყავს, რომელიც მამალი ფუტკრისთვის ბაბუაა.

კვერცხის დადების შემდეგ, მათ ფუტკრის რძით კვებავენ. მამალი და მუშა ფუტკრები ფუტკრის რძით მხოლოდ პირველი 2-3 დღე იკვებებიან. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მათ საჭირო ცილები მიიღონ სრული ზრდა-განვითარებისთვის მიძგის მისაცემად. მესამე დღის შემდეგ, მათ ფუტკრის პურით (ჭეოთი) კვებავენ, რომელიც თაფლისა და ყვავილის მტვერის ნაზავია. ლარვასა და ჭუპრის განვითარების ეტაპების დასურების შემდეგ, 24 საათში მამალი ფუტკარი გამოიჩეკება.

მამალი ფუტკრის უჯრედები

როგორ ვიცნო მამლის უჯრედები? ეს ძალიან მარტივია.

მამალი ფუტკრის უჯრედები, ძირითადად, ერთმანეთთან ახლოს, განსაკუთრებით, ჩარჩოს ქვემოთა ნაწილშია განთავსებული. ეს უჯრედები, მუშა ფუტკრის უჯრედებთან შედარებით, დიამეტრში უფრო დიდია, მისი ხუფი კი – მაღალი და თავზე მომრგვალებული.

მეფუტკრემ, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მამალი ფუტკრების უჯრედების ბუდეს. ტკიპები მამალ ფუტკრებზე ამჯობინებენ კვებას, რადგან გამოჩეკამდე მათ დიდი დრო სჭირდებათ, ეს კი ტკიპებისთვის მშვენიერი კომფორტია – მარტივი საკვები რესურსი გადაბეჭდილ უჯრედში. სინამდვილეში, მამალი ფუტკრები უფრო დიდხანს არიან გადაბეჭდილ მდგომარეობაში (ჭუპრობის სტადიაში), რაც ტკიპებს უფრო დიდ დროს აძლევს რეპროდუქციისთვის.

მათი უჯრედები ტყვიის ფორმას იღებენ. ქვემოთ მოცემული სურათი ამას ასახავს – დააკვირდით ახლად დაბადებული მამლის ირგვლივ უჯრებს, ასევე მისი თვალების ზომას:

მამალი ფუტკრის უჯრედები და მათი  დაბადება     
რეპროდუქციული როლი და გენეტიკური მრავალფეროვნება

მამალი ფუტკარი დედოფალთან წარმატებული შეწყვილებისთვის ცხოვრობს, თუმცა ამას იმაზე მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე ერთი დედის განაყოფიერება. დედოფალთან შეწყვილების პროცესით, იგი პასუხისმგებელია გენეტიკური მრავალფეროვნებისა, რომელსაც ბევრი აუცილებელი სარგებელი მოაქვს.

მდედრობით ფუტკარს სულ 32 ქრომოსომა აქვს, რომლის ნახევარი დედოფლისგან მოდის, მეორე ნახევარი კი – მამრისგან. შედარებისთვის, მამალ ფუტკარს სულ 16 ქრომოსომა აქვს, ამიტომ დედოფალთან შეწყვილებისას, სპერმით იგი მომავალ მდედრ ფუტკრებს მთელ თავის გენეტიკას გადასცემს. 

იმისთვის რომ, კოლონიას უფრო დიდი შანსი ჰქონდეს გადარჩენის, რომ იგი ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი იყოს, დედა ფუტკარი მეტი სპერმის სელექციისთვის სხვადასხვა მამრთან ჯვარდება. იმ 10-20 მამალი ფუტკარი, დედოფალთან შეწყვილებისთვის წარმატების მისაღწევად, სხვა ასობით ან ზოგჯერ, ათასობით მამრს უნდა გაეჯიბროს.

მამალი ფუტკრების სიცოცხლის დასასრული სიკვდილი შეწყვილებისას

როდესაც მამლი ფუტკარი დედოფალთან წყვილდება და თავის სპერმას ავრცელებს, ეს ისეთი ძალით ხდება, რომ მამრის ენდოფონი (სასქესო ორგანო) სხეულს სცილდება. ამის შემდეგ, როცა მისი მუცელი უკვე დარღვეულია, იგი მალევე კვდება.

გამოდის რომ, მამალ ფუტკარს დედოფალთან შეწყვილება სიკვდილის ფასად უჯდება!

სკიდან გამოძევება

ალბათ, ფიქრობთ, რომ მამალი ფუტკრების უმეტესი ნაწილი სექსის გამო კვდება, მაგრამ ეს ასე როდია. შემოდგომაზე, როცა ბუნებაში საკვები რესურსები ილევა, მამრები კოლონიისთვის ზედმეტი ხარჯი და ამავე დროს, უსარგებლო ხდება, ისინი იკვებებიან და ვერაფრით ეხმარებიან ოჯახს. ამიტომ, მუშა ფუტკრები მამალ ფუტკებს სკიდან აძევებენ, რაც მათი სიკვდილით მთავრდება.

მუშა ფუტკრები მამრებს ჯერ აშიმშილებენ, რომ დაასუსტონ, შემდეგ სკის შესასვლელთან გამოჰყავთ და იქედან ყრიან. ისინი კი ჰიპოთერმიით ან შიმშილით კვდებიან.

წყარო: http://beekeeper.ge/მამალი-ფუტკარი/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *