მანდარინის ბაზარი ევროკავშირში

 2017 წელს ევროპაში 4 მილიონამდე ტონა მანდარინი იწარმოა, საიდანაც თითქმის 100% მოდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, რომელთაგან  ესპანეთი და იტალია გამოირჩევა, მათ წილად 2016 წელს მოდიოდა ევროპაში წარმოებული მანდარინის 80%-ზე მეტი. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის მსოფლიოში მანდარინის მთლიანი იმპორტის რაოდენობის დაახლოებით 45% (2.1 მილიონი ტონა) და ღირებულების 50% (2.2 მილიარდი აშშ დოლარი). შესაბამისად, როგორც ცალკეულ ქვეყანათა კავშირი/გაერთიანება, ევროკავშირი გვევლინება მანდარინის ყველაზე მსხვილ ბაზრად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ბაზარზე, მანდარინის იმპორტის საშუალო ფასი დაახლოებით 10%-ით აღემატება მსოფლიოს საშუალო ფასს და შეადგენს  ტონაზე 1050 დოლარს.

ევროკავშირის ქვეყნებში მანდარინის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნების სია 2014- 2016 წლების საშუალო მონაცემების მიხედვით მოცემულია ცხრილში.

ევროკავშირში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები და მათი მახასიათებლები

ქვეყანა რაოდენობა (ტონა) ღირებულება (მილიონი აშშ დოლარი) 1 ტონის ფასი (აშშ დოლარი) ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები და მათი წილი*
გერმანია 397 571 437 1 101 ესპანეთი (90%)
საფრანგეთი 357 781 429 1 199 ესპანეთი (76%)

მაროკო (10%)

დიდი ბრიტანეთი 312 956 389 1 244 ესპანეთი (46%) სამხრეთ აფრიკა (18%) მაროკო (13%)

პერუ (8%)

ნიდერლანდები 206 004 238 1 156 ესპანეთი (39%)

მაროკო (15%)

სამხრეთ აფრიკა (14%) პერუ (8%)

პოლონეთი 139 320 110 789 ესპანეთი (68%) იტალია (12%)
ბელგია 73 930 104 1 404 ესპანეთი (65%) გერმანია (15%)
იტალია 85 301 89 1 054 ესპანეთი (82%)
რუმინეთი 62 448 33 525 საბერძნეთი (44%) თურქეთი (19%) იტალია (16%)
ჩეხეთი 57 248 43 747 ესპანეთი (70%)
შვედეთი 54 688 55 1 007 ესპანეთი (52%)

მაროკო (24%)ს

ლიტვა 41 582 33 779 ესპანეთი (33%) ნიდერლანდები (24%) იტალია (12%)

მაროკო (10%)

ლატვია 14 334 12 851 ესპანეთი (62%) იტალია (24%)
ესტონეთი 8 208 7 896 ესპანეთი (59%) იტალია (12%)

წყარო: ITC – Trade Map. *გაანგარიშებულია ექსპორტის მოცულობის მიხედვით.

როგორც ვხედავთ ევროკავშირში მანდარინის მომარაგება  თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან (ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი) ხდება, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაროკო, თურქეთი, პერუ და სამხრეთ აფრიკა.

ამას გარდა, ევროკავშირი მარაგდება კიდევ ბევრი სხვა მანდარინის მწარმოებელი ქვეყნიდან, თუმცა მათი წილი უმნიშვნელოა (ისრაელი, არგენტინა, ურუგვაი, ეგვიპტე, ჩილე, კვიპროსი, და სხვ.).

ევროკავშირში მანდარინის იმპორტიორი ქვეყნებიდან, მწარმოებლის საშუალო ფასებს თუ შევხედავთ, თურქეთი, ესპანეთი და მაროკო არიან ის ქვეყნები, რომლებსაც მანდარინის წარმოება ყველაზე იაფი უჯდება, საშუალოდ 245-330 აშშ დოლარი/ტონა. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკასა და ისრაელს, აქ გაცილებით ძვირია მწარმოებლის ფასი და დაახლოებით ჯდება 845 $/ტონა. საქართველოში ეს მაჩვენებლი 150$/ტ. არ სცდება.

წყარო: მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი
აჭარის რეგიონში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *