ნარინჯისფერი რთველი 2018 _ მანდარინის ექსპორტი იზრდება

წლევანდელი 3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა. წლეულს ციტრუსის განსაკუთრებულად უხვი და ხარისხიანი მოსავალია და ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება.

ძირითადი საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ასევე, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, უზბეკეთი და ლატვია რჩება.

მანდარინის საბითუმო ფასი ხარისხის მიხედვით 40-დან70 თეთრამდე მერყეობს.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501). 

25 ნოემბრიდან დაიწყო არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *