მარტივი ინკუბატორის გაკეთება ყველას შეუძლია

სცადეთ თქვენც!
დიდი ხანია ვოცნებობდი სოფელში საკუთარ მეურნეობაში ქათმები მომეშენებინა. მეზობლებისგან საჯიშე ქათმის კვერცხები შევიძინე. რადგან კრუხი არ მყავდა, გადავწყვიტე თვითონვე დამემზადებინა მარტივი ინკუბატორი.
ასეთი ინკუბატორის გაკეთება იოლია და თუ მოინდომებთ თქვენც შეძლებთ.

უნდა იშოვოთ (460x460x300 მმ) ზომის მუყაოს ყუთი. ასეთი ყუთები ყველგანაა და მისი შოვნა არ არის ძნელი. ყუთი უნდა იყოს დაუზიანებელი. ძირიდან 3-3,5 სანტიმეტრით მაღლა გამოვჭერი 2×2 სანტიმეტრის 20 საჰაერო ხვრელი; გვერდითა კედლებზე ძირიდან 6 სანტიმეტრის დაცილებით დავამაგრე ხის ძელაკები. პოლიეთილენის ფირის ნაჭრისგან ყუთის ძირზე გავაკეთე 2-2,5 სანტიმეტრის სიმაღლის ქვეშსადები, რაზეც დავდე კონსერვის თუნუქის ქილა, ჩავასხი წყალი, გადავაფარე ბამბის ქსოვილის მოზრდილი ნაჭერი, ისე, რომ არ გადმოცურებულიყო. ქილაზე ქსოვილის ნაჭერი კვირაში ერთხელ უნდა შეიცვალოს სუფთა გადასაფარებლით

ყუთის კედელზე მიმაგრებულ ხის ძელაკებზე დავწყვეე კვერცხების მუყაოს ჩასადები. თუნუქის ქილაზე ცენტრში ამოვჭერი 2-3 სანტიმეტრით მეტი ზომის ხვრელი. ყუთს გავუკეთე ასევე მუყაოს სახურავი. მას გავუკეთე ორი ხვრელი _ ცენტრში დიდი, რომელიც დაიფარება ნათურიანი სოფიტით, მეორე გვერდით ჩვეულებრივი თერმომეტრისთვის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ასეთ ინკუბატორს თხელი კედლები აქვს და მისი გამოყენება მხოლოდ ოთახში (სახლში) შეიძლება, ხოლო ელექტრო ნათურის სიმძლავრე, ჩემი დაკვირვებით, უნდა იყოს 25 დან 100 ვატამდე.

ინკუბატორში ტემპერატურა რეგულირდება სახურავის ახდით (საფიტსა და ნათურას გვერდზე ვწევ.) კვერცხები უნდა გადაალაგოთ ორ დღეში ერთხელ მაინც, ჰორიზონტალურად შუიდან კიდეებისკენ. კვერცხების გადაწყობა (კვერცხების ბრუნვის გასაკონტროლებლად) უნდა ჩაინიშნოთ. ასევე უნდა უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაც ადრე (დადებიდან) ჩაალაგებთ კვერცხებს ინკუბატორში, მით უფრო სიცოცხლისუნარიანი წიწილები გამოგეჩეკებათ.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გააკონტროლოთ კვერცხში ჩანასახის განვითარების პროცესი. კვერცხები უნდა გააშუქოთ ნათურაზე (ოვოსკოპზე).

ოვოსკოპი არის მოწყობილობა, რომლის მეშვეობით კონტროლდება კვერცხების ხარისხს მათი გაშუქების გზით. გასაშუქებელად გამოიყენება ნათურა, რომელიც კვერცხის ფორმის ოვალურ ჭრილში კორპუსის შიგნითაა განთავსებულ. პირველად უნდა გაისინჯოს ინკუბაციიდან ექვსი დღის შემდეგ. განვითარებულ ჩანასახს უკვე უჩანს სისხლძარღვთა სისტემა და მუქი ლაქა. განუვითარებელ ჩანასახს ეტყობა სისხლიანი რკალი ან სისხლჩაქცევა. გაუნაყოფიერებელი მთლიანად ნათელია. ასეთი კვერცხები უვარგისია და ინკუბატორიდან უნდა ამოიღოთ.

კვერცხები მეორეჯერ მეთერთმეტე დღეს უნდა შემოწმდეს. ამ დროს განუვითარებელი კვერცხი მთლიანად ჩამუქებულია, კვერცხის შიგთავსი ერთმანეთშია არეული, ასეთი კვერცხები წუნდებულია. ბოლოჯერ უნდა გაშუქდეს ინკუბაციის მეცხრამეტე დღეს. ამ დროს უკვე ისმის ნაყოფი როგორ აკაკუნებს ნისკარტით ნაჭუჭს. წიწილის ნაჭუჭისან გამოსვლაში დახმარება სასურველი არ არის, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა ნაჭუჭიდან გამოსვლა გვიანდება და წიწილა შეწუხებული წრიპინებს, მე მას ვეხმარები, ძალიან ფრთხილად ფრთხილად ვაცლი ნაჭუჭის პატარა ნაწილებს. სისხლის გამოჩენისთანავე ვწყვეტ პროცედურას. წიწილებს ინკუბატორიდან ვიყვან ხუთი-ექვსი საათის შემდეგ (ვაცლი გაშრობას). ინკუბატორში დიდხანს დაყოვნებაც არ შეიძლება. ეს აფერხებს წიწილას სიცოცხლისუნარიანობას.

ამგვარად გამოყვანილი წიწილები კარგად ვითარდებიან, აქტიურები არიან და მყარად დგანან ფეხზე. მათ შესანიშნავი, მბრწყინავი ბუმბული აქვთ. სუსტები, ნაკლებადმოძრავი და ცუდად შებუმბლულები არიან. ასეთები სასურველია გამოირჩეს, როგორც წუნიანი, მათგან ძნელად რომელიმე გადარჩეს.

როგორც კი დათბება, ფრინველები სუფთა ჰაერზე უნდა გმოიყვანოთ.

გისურვებთ წარმატებას