მარწყვის წარმოების ტექნოლოგიური რუკა

მარწყვი (ლათ. Fragaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვა ნი ბალახია. საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი (Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებ ზე. მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყო ფელს; მუშკის მარწყვი (Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.

მარწყვს  ამრავლებენ  ჩითილით, სელექციურ  მუშაობაში – თესლით. უმთავრესად  მოჰყავთ ბაღის მარწყვი (Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგა ვად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს იღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ

არსებული მდგომარეობა

მარწყვის წარმოების ეს ტექნოლოგიური რუკა შედგენილია სენაკის რაიონის სოფ. ნოსირის კოოპერატივ დეკა-ქოლგას სათბურებისთვის და ემყარება მიმდინარე წლის ივნის-ივლისში ჩატარებულ გამოკვლევის მასალებს და განსაზღვრულია ამ წლის მოსვენების პერიოდის დამთავრების შემდეგ დეკემბერ-იანვარი გამოსაყენებლად. მემცენარეობაში პლანტაციების მდგრადობის ერთერთ ძირითად პირობად ითვლება მისი სხვადასხვა ჯიშებით გაშენება. დასავლეთ საქართველოს სათბურებში კი მხოლოდ ერთი ჯიში სან ანდრეასია ძირითადად გავრცელებული, იგი კი, როგორც ჩანს ხასიათდება ფესვის სიდამპლის მიმართ არც თუ მაღალი გამძლეობით, რის გამოც ეს დაავადება გავრცელდა სათბურების უმეტესობაში, რასაც ხელს უწყობდა არც თუ მაღალი ხარისხის სუბსტრატი და სათბურებში არსებული ძალზე არათანაბარი განათების პირობები. ამასთან ერთად ვენტილაციის, ტემპერატურის კონტროლის და რწყვის რეჟიმების ხშირი დარღვევები, ყველაფერი ეს ერთად ჯამში გათბობის სისტემის არარეგულირებადობასთან ერთად ჰქმნის ცუდ ჰიგიენური პირობებს. ამასთანავე შეინიშნება არაბალანსირებული კვება (როგორც ნიადაგის ისე ფესვგარეშე) და პესტიციდების გადაჭარბებული გამოყენება. დეკა ქოლგას ახალგაშენებულ N1 სათბურში მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. მცენარეები დარგულია პლასტმასის ღარებზე, მორწყვის რეჟიმი თანაბარია და ზედმეტ დატენიანებას ადგილი არ აქვს. თუმცა აღინიშნება არასათანადო (არასაკმარისი) ვენტილაციის პირობები, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმების საკმაოდ ხშირი დარღვევა.

მეორე სათბურს დასრულებული სახე არ აქვს. მესამე სათბურში (ძველი) აღინიშნება ფესვის სიდამპლის საკმაოდ ინტენსიური გავრცელება 30-40%-ით; გარდა ამისა სახეზე გვაქვს ვირუსული, სოკოვანი და ფიზოლოგიური მდგომარეობით განპირობებული დაავადებები (ქლოროზი, მარწყვის ფოთლების სხვადასხვა ლაქიანობით გამოწვეული სიდამწვრეები). მცენარეები დარგულია პლასტმასის ქოთნებში რაც ერთი მხრივ დამაკმაყოფილებლ კვების არეს ქმნის, მაგრამ მეორეს მხრივ საკმაოდ მოუწესრიგებელი რწყვის და დრენაჟის პირობებით ხასიათდება, თუმცა ირწყვება წვეთოვანი სისტემით მაგრამ მისი არა სათანადო რეგულირება აპირობებს ნიადაგის არათანაბარი დატენიანებას. ამასთან ერთად სინათლის, ტენის, ტემპერატურის ოპტიმალური რეჟიმიდან გადახრები ქმნის დაავადებების გავრცელების წინაპირობას. მეოთხე სათბურში (ნოქალაქევი) მდგომარეობა მესამე (ძველ) სათბურისას წააგავს, თუმცა აქ ფესვის სიდამპლეების გავრცელება უფრო ინტენსიურია. მიუხედავად იმისა, რომ აქ მცენარეები დარგულია პლასტმასის ღარებში, რომლის გაბარიტები საკმაოდ ახლოა ოპტიმალურთან 15სმX12სმ-ზე, (ჩვენი აზრით უმჯობესი იქნებოდა 20X15 სმ-ზე ფესვთა სისტემის ოპტიმალური განაწილებისათვის). თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ცუდმა ვენტილაციამ განაპირობა ტენსა და ტემპერატურის მნიშვნელოვანი დარღვევა. რამაც ხელი შეუწყო ფესვის სიდამპლეების გამომწვევი საპროფიტული ბუნების სოკოს – ფუზარიუმის გავრცელებას. სწორედ ამ ნიადგობრივი პირობებისა და ფიზიკური ფაქტორების მოქმედების თანდათანობით დარეგულებით და ნიადაგის ფუნგიციდების ნაცვლად (რომლებიც ჩვენთან მარწყვში გამოსაყენებლად დაშვებული არ არის) ბიოლოგიური საშუალების ტრიქოდერმინის გამოყენებით შესაძლებელია მიღებული იქნას დამაკმაყოფილებელი შედეგები.

დაუყოვნებელი ქმედებები

დაზიანებული მცენარეების ნიდაგიანად ამოღება, ქოთნების შეცვლა ხარისხიანი ღარებით, ახალი ნიადაგის შეტანა (ნიადაგის ნაზავი კეთდება: ერთი წილი ტყის მდელოს ნიადაგი, გადამწვარი ნაკელი/ტორფი , ვერმიკულიტი ან ცეოლიტი ანდა მდინარის სილა. მდინარის სილის გამოეყენების შემთხვევაში ნაზავის ტენტევადობა მცირდება, რისგამოც აუცილებელია ხშირი და მცირე პორციებით რწყვა. აუცილებლია ღარებისა და სასურველია საკვები ნარევის დეზინფექციაც.

პერიოდი: აგვისტოს დასაწყისი

ვენტილაციის გააუმჯობესებისთვის საჭიროა მცირე სიმძლავრი მქონე ვენტილაციის სისტემის გაძლიერება რისთვისაც აუცილებელია მცირე სიმძლავრის გამწოვი ვენტილატორების ნაცვლად 110სმ-იანი ვენტილაციის პანელით შეცვლა.

პერიოდი: აგვისტოს დასაწყისი
ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი: ელექტრონული თერმომეტრებითა და ტენსიომეტრით, ანდა ავგუსტის ფსიქრომეტრით მაინც. მაღალი ტემპერატურების მოქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სათბურის დაჩრდილვა პოლიეთინის ფირზე საჩრდილობელი ხსნარის შესხურებით ან საჩრდოლობელი ბადეების გამოყენებით.

პერიოდი: აგვისტოს დასაწყისი
 სერიოზულ გაუმჯობესებას მოითხოვს მარწყვისთვის გამოყენებული სუბსტრატი სადაც სასურველია გამოყენებული იქნას ძირის ტორფი, ხოლო საბადოს ზედა ფენების ტორფი კი გამოყენებული იქნას ჩითილების საკვება არის შესაქმნელად.

ნერგის გამოყვანა

 საქმიანობის პერიოდი: ივლისი-აგვისტო

ივლისი-აგვსტოში ღია გრუნტში უნდა მომზადდეს ნაკვეთი ჩითილების გამოსაყვანად. სადაც წინა წლის პწკალები უნდა დაფესვიანდეს, დაფესვიანებული მცენარეებიდან უნდა შეირჩეს მეორე წლიანი მარწყვის პირველი რიგის პწკალის მცენარეები ჩითილად და გვაინ შემოდგომაზე შეტანილი იქნეს სათბურში. აუცილებელია, რომ სადედე მცენარეებს ჩაუტარდეს აპრობაცია რათა ისინი თავისუფალი იყვნენ ვირუსილი, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისგან.

ნიადაგის მომზადება

საქმიანობის პერიოდი: ივლისი-აგვისტო; ნოემბერი-დეკემბერი

ნიადაგის ნაზავი კეთდება: ერთი წილი ტყის მდელოს ნიადაგი, გადამწვარი ნაკელი/ტორფი ან ვერმიკულიტი ანდა ცეოლიტი ან მდინარის სილა. მდინარის სილის გამოეყენების შემთხვევაში ნაზავის ტენტევადობა მცირდება, რის გამოც აუცილებელია ხშირი და მცირე პორციებით რწყვა. იქ სადაც ნიადაგის მთლიანი შეცვლა ვერ მოხერხდება (მდელობის ნიადაგის აღებაზე ნებართვის არ ქონის გამო), აუცილებელია საკვები ნაზავის ორთქლით ანდა უკიდურეს შემთხვევაში ღია ვარისფერი კალიუმის პერმანგანატის ხსნარით დამუშავება. ფესვის სიდამპლეების გამოჩენისას მცენარეების გაშენების მეორე წლიდან კი სასურველია 2% -იანი ტრიხოდერმინის ჯგუფის ბიოლოგიური პრეპარატის მარწყვის ფესვებში შეტანა.

დარგვა სათბურში

საქმიანობის პერიოდი: ადრე გაზაფხული- შემოდგომა

დარგვა უნდა მოხდეს გრილ ამინდში (დილას ან საღამოს), მცენარეები დაცული უნდა იყვნენ მზის სხივების პირდაპირი მოქმედებით, უხვად მოირწყას (1,5-2 ლიტრა წყალი ძირზე).

ირიგაცია

საქმიანობის პერიოდი: საჭიროების მიხედვით კვირაში ორ სამჯერ

მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია სათბურის ტემპერატურაზე. ამისათვის აუცილებელია კვირაში 2-3-ჯერ გადამოწმდეს ნიადაგის ტენიანობა და თუ ნიადაგი მშრალია უნდა ჩატარდეს მორწყვა 1.5-2 ლიტრი წყალი ერთ ძირ მცენარეზე.

ვენტილაცია

საქმიანობის პერიოდი: ზაფხული-შემოდგომა

სათბურში უნდა შეიცვალოს სუსტი გამწოვი ვენტილატორები და აღიჭურვეოს 110 სმ-იანი პანელის ვენტილაციის სისტემით.

განათება

საქმიანობის პერიოდი: შემოდგომა-ზამთარი

სან ანდრეასის ჯიშის შემთხვავში ხელოვნური განათებით მოსავლიანობის ზრდა უმნიშვნელოა, მაგრამ იგი აჩქარებს მოსავლის მიღების დაწყებას. თუ ხელოვნური განათებით დღის ხანგძლივობა გავზრდით 13-14 საათამდე მოსავლიანობა დაიწყება 35-36 დღეში, ნაცვლად 48-50 დღემდე გაჭიანურებისა. რამოდენიმე იარუსიან სათბურში ისენი ისე უნდა იყვნენ განლაგებული (დახრილად ), რომ ქვედა იარუსში მყოფი მცენარეები არ იჩრდილებოდნენ.

სათბურში ტემპერატურის დონის განსაზღვრა

საქმიანობის პერიოდი: ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს

ტემპერატურა უნდა იყოს მუდმივი და არ ასცილდეს 24-26°C-ით. ტეპერატურის კონტროლი უნდა ხდებოდეს ელექტრონული თერმომეტრის მეშვეუბით რომელსაც ექნება მინმალური და მაქსიმალური, აგრეთვე სათბურის შიდა და გარე ტემპერატურების აღრიცხვის ფუნქცია. მაღალი ტემპერატურის პირობებში გადახურებისგან სათბური შეიძლება დავიცვათ პოლიეთილენის ფირზე საჩრდილობელი ხსნარის შესხურებით ან საჩრდოლობელი ბადეების გამოყენებით. თუ ეს უკანასკნელი საშუალებები ვერ დაარეგულირებენ ტემპერატურას და იგი გადასცდება 280-იან ზღვარს, მაშინ აუცილებელია წყლის გაფრქვევით სათბურში არსებული ბილიკების და სათბურის გვერდების დამუშავება. რისთვისაც შესაძლებელია გარედან სათბურის ჭერზე საწვეთურების ან სპინკლერების სისტემის მოწყობა, ანდა სულაც, მარტივად, ზურგსაკიდი აპარატით წყლის დასხურება. თბილი ზამთრის პირობებში სასურველი იქნება გარკვეულ დრომდე სათბურში ღამით ჩაირთოს დამატებითი გათბობა (ტემპერატურის 10-120-მდე გასაზრდელად). გათბობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას კონკრეტულ პერიოდში არსებული სიტუაციის ჯეროვანი შეფასების შემდეგ მისი ღირებულებიდან გამომდინარე. ტემპერატურის აღრიცხვა ტარდება ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს.

ტენიანობა

საქმიანობის პერიოდი: ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს

ჩითილების გადარგვის პროცესში და შემდგომი 2-3 დღე ჰაერის შეფარდებითი ტენი უნდა უდრიდეს 80-85 %. შედეგში ვენტილაციის სისტემამ უნდა შეძლოს ტენის დაწევა ჯერ 75%-მდე ხოლო ყვავილობისას კი 70%-მდე. ჰაერის ფარდობითი ტენის კონტროლი უნდა მოხდეს ტენსიომეტრის მეშვეობით.

კვება (სასუქები)

საქმიანობის პერიოდი: ნიადაგში შეტანით წელიწადში ორჯერ(გაზაფხლი და შემოდგომა), მცენარეთა ფოთლოვანი კვება კი საჭიროების შემთხვევაში

ნიადაგში შეტანით კვება: აუცილებელია მცენარეთა კვების რეჟიმის დაცვა და დაბალანსება, კვებაში მაკროელემენტების დოზა განისაზღვრება ნიადაგის ანალიზით (ვთქვათ N60-80 P80-100 K90-120). მაკროელემენტების რაოდენობა ყველა შემთხვევაში უმჯობებია განისაზღვროს საკვები არის ანალიზით. მცენარეებს კვება სჭირდებათ ზრდა-განვითარების ყველა ეტაპზე. ახალგადარგულ მცენარეებს სჭირდებათ დაბალი (50-70 ppm) კონცენტრაციით, მოზრდილებს მომატებული (150-200-250 ppm, 1 ppm ნიშნავს 1 გრ 1 ტონა წყალში). სასურველი იქნება სასუქის შემრევის სისტემის შეძენა. იგი შეუერთდება წვეთოვან სარწყავ სისტემას, რითაც გაუმჯობესდება მცენარეთა კვების რეჟიმი, წყლის, მიკრო და მაკრო ელემენტების მიწოდება.

დაავადებებთან ბრძოლა

საქმიანობის პერიოდი: საჭიროების შემთხვევაში

ფესვის სიდამპლისაგან ნარგაობის პრევენციისათვის სასურველია 2%-იანი ტრიხოდერმინის პრეპარატის (მაგ.ფიტოკატენას ან სხვა რომელიმის) ნიადაგში შეტანის გამოცდა. შემთხვევაში ტარდებოდეს ჩატარდეს ბრძოლის ღონისძიებები. ასე მაგ. ტკიპების საწინააღმდეგოს მცენარეები უნდა დამუშავდნენ აკარიციდებით (მასაი, ნისორანი ან ომაიტი) დამუშავება უნდა განმეორდეს მეშვიდე-მერვე დღეს. ნაცრისა და ნაყოფის სიდამპლეების წინააღმდეგ კი ყვავილობამდე (1-2 წამლობა) და მოსავლის აღების შემდეგ (1-2 წამლობა) შესაძლებელია გამოყენებული იქნებს პენკინაზოლის წარმომადგენლები 0,05 ნაზავი (აფეტი, ფულპოსი, პრეფექტო, ტოპაზი, სვიჩი, როვონე, როვრალი და ა.შ.*). დაყვავილობების შემდეგ კი 7-10 დღიანი ინტევალით სპილენძის ჰიდროქსილი და სველებადი გოგირდი ანდა მონიტორინგის შედეგების მიხედვით ზემოთ მოყვანილი მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ მითითებული ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება. საერთოდ კი, აუცილებელია სათბურში სისტემატურად ხორციელდებოდეს მავნებელ დაავადებების გავრცელებაზე კონტროლი და საჭიროებისას ტარდებოდეს ბრძოლის ღონისძიებები. რადგან ზემოთ აღნიშნული დაავადებებისა და მავნებლეის გარდა მოსალოდნელია სხვადასხვა ფოთლის ლაქიანობის (თეთრი, ყავისფერი, შავი), სეპტორიოზის, სათბურის ფრთათეთრის და ა.შ. გავრცელება რომელთა წინააღმდეგ შეიძლება აუცილებელი გახდეს ბრძოლა.

ნიადაგის კონტროლი

საქმიანობის პერიოდი: თვეში 2-4-ჯერ

ნიადაგის კონტროლი ქიმიური ანალიზებით: NPK და ზოგიერთი ძირითადი მიკროელემენტების დადგენას. ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო იქ სადაც ნიადაგის კომპონენტების აღების ადგილი იცვლება ეს შევლის შემთხვევაში უნდა სისტემატურად ჩატარდეს, რა თქმა უნდა ნიადაგის pH-კონტროლით. კვების რეჟიმის დარღვევების თავიდან აცილების მიზნით მცენარეების ფიზოლოგიური ცვლილებების აღმოსაჩენად მავნებელ დაავადებებზე კონტროლის დროს უნდა მოხდეს ფოთლებზე ვიზუალური დაკვირვებაც ფიზოლოგიური გადახრების გამოსავლინებლად, სულ მცირე თვეში ორჯერ მაინც.

მოსავლის აღება

საქმიანობის პერიოდი: თებერვალი – ნოემბერი

კრეფა უნდა მოხდეს ნაყოფების ტექნიკური სიმწიფისას სამ-ხუთ დღეში ერთხელ.

მონიტორინგი

საქმიანობის პერიოდი:

წლის განმავლობაში გეგმიური მონიტორინგი ტარდება მობილიზატორის მიერ კვირაში ერთხელ ვეგეტაციის, ხოლო მოსვენების პერიოდში კი თვეში ერთხელ. გარდა ამისა აუცილებლად ჩატარდეს დარგის სპევიალისტის (პროექტის ან მოწვეულის) მიერ თვეში ერთხელ მდგომარეობის გამოკვლევა ვეგეტაციის კრიტიკულ პეიოდებში კი ორ კვირაში ერთხელ.

კონსულტანტის მოწვევა

საქმიანობის პერიოდი:

კონსულტანტის მოწვევა ხორციელდება მობილიზატორისა და დარგის სპეციალისტის მიერ კოოპერატივის ლიდერთან შეთანხმებით და პროექტის დირექტორის თანხმობით.

ნ. კაცია,

ი. მჭედლიძე,

გ.გოდერძიშვილი

წყარო:http://www.care-caucasus.org.ge/uploads/Strawberry.pdf

* იხ. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *