მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრის ექსპერტები რუსეთის სოფლის მეურნეობის 2018 წლის პროგნოზით განცვიფრებულნი არიან

ყველა ქვეყნის ექსპერტი, ასევე მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ალაპარაკდნენ ახალ პროგნოზზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წლის ხორბლის მოსავლის შესახებ გააკეთა.

შარშან რუსეთმა მსოფლიოს ხორბლის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი შეიძინა და ამ მხრივ აშშ-ს ლიდერობა წაართვა.

„რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს ექსპორტზე გატანას 45-47 მილონი ტონა მარცვლეულის ვარაუდობს. ეს მაჩვენებელი გასულ სეზონთან შედარებით (35,5ტ.) მნიშვნელოვნად მაღალია. წლეულს რუსეთი შარშანდელი მარცვლეულის მოსავლის მოცულობის 3%-ით გაუმჯობესებას გეგმავს. თუ პროგნოზი გამართლდა 2018 წლის მოსავალი რუსეთის ფედერაციის ისტორიაში სარეკორდო იქნება.

ბოლო პროგნოზების მიხედვით რუსეთში 2018 წელს 110 მილიონ ტონა მარცვალზე ნაკლებს არ აიღებენ. პროგნოზი რომ რეალურია, ამასა საშემოდგომო მარცვლეული კულტურების არსებული მდგომარეობაც ადასტურებს. პროგნოზში გათვალისწინებულია შესაძლო რისკები, კლიმატური პირობები, ფერმერთა მზადყოფნა თუ სხვა.

მარცვლეულის წარმოების ზრდა საშუალებას აძლევს რუსეთს ხორბლის ექსპორტი კიდევ უფრო, გაზარდოს   რეკორდულ მაჩვენებლამდე _ 50 მილიონ ტონამდე გაზარდოს.

ამჟამად რუსეთი ხორბალს აწვდის ალჟირს, იორდანიას, ეგვიპტეს, ლიბანს, თურქეთს და ირანს. მოსალოდნელია, რომ საექსპორტო ვექტორი ინდონეზიის, ტაილანდის, ლათინური ამერიკის, მექსიკის მიმართულებითაც გაფართოვდეს.

რუსეთს ევროპის ბაზარზეც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, თითქმის 12 %, დაახლოებით 2$ მილიარდის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იყიდება კონტინენტზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *