დარგებიმეფუტკრეობა

  მეფუტკრეობის ტექნოლოგიური განვითარება

 კაცობრიობის  ინტერესმა ფუტკრის სამყაროს შესაწავილს მიმართ განაპირობა  ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების, პრაქტიკოსი მეფუტკრეებისა და დაინტერესებული ადამიანებს  შორის ურთიერთობების დამყარებისა და მუდმივი  კომუნიკაციის აუცილებლობა. ასეთი ურთიერთობების დამყარება შესაძლებელი გახდა   ეროვნული კომიტეტებისა და გაერთიანებების ჩამოყალიბების შედეგად. ეროვნული ორგანიზაციების განვითარებამ კი გამოიწვია  საერთოშორისო კონტაქტებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების, მეფუტკრეობაში ჩართულ ადამიანებს შორის საერთაშორისო კონტაქტების  საჭიროება.  1893 წელს  შეიქმნა მეფუტკრეთა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია – სახელწოდებით “მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესების კომიტეტი “. 1897 წელს, ბრიუსელში გაიმართა მეფუტკრეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი. შემდგომში კონგრესები პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა ქვეყნებში.

 1949 წელს ამსტერდამში ჩატარდა მეფუტკრეობის XIII საერთაშორისო კონგრესი, ამ კონგესზე დაფუძნდა მეფუტკრეთა საერთაშორისო ფედერაცია სახელწოდებით  Apimondia . 

 ფედერაციის სახელწოდება შედგაბა ორი სიტყისგან “Apis” – ფუტკრი და “mond” – მსოფლიო. 1965 წლის ბუქარესტის გენერალური ასამბლეის გადაწყეტილებით იყო არჩეული ფედერაციის აღმასრულებელი საბჭო, რომელის ხელმძვანელობს ამ სართაშორისო ორგანიზაციას კონგესებს  შორის პერიოდში. 1966წლს „ Apimondia“-მ  ბუქარესტში გაისნა გამომცემლობა, რომელმაც დაიწყო სპეციალიზებული ჟურნალის “Apiacta”- ს გამოცემა ხვადასხვა ენაზე.დღეისათვის, Apimondia -ში გაერთიანებული არიან 115 ქვეყანის მეფუტკრეები. 

1970 წელს ბუქარესტში გაიხსნა მეფუტკრეობის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის  საერთაშორისო ინსტიტუტი , რომელიც 2002 წელს გარდაიქმნა Apimondia -ს  ფონდად.  ფონდს ხელმძღვანელოს საერთაშორისო კომიტეტი.

 Apimondia მიიჩნევს, რომ მისი მიზნებია: ხელი შეუწყოს მსოფლიოში მეფუტკრეობის განვითარებას;  მეფუტკრეობის ეროვნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დაეხმაროს ინფორმაციის გაცვლა და  მეფუტკრეობის პრობლემების გადაწყეტის ხელშეწყობა;  საერთაშორისო კონგრესების ორგანიზება და სხ.  Apimondia-ში ფუნქციონირებს შემდეგი სამეცნიერო კომისიები:

  1. სამეცნიერო კომისია აპითერაპია;
  2. სამეცნიერო კომისია ფუტკრის ბიოლოგია;
  3. სამეცნიერო კომისია მეფუტკრეობის ეკონომიკა;
  4. სამეცნიერო კომისია მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის რეგიონების განვითარებაში;
  5. სამეცნიერო კომისიატექნოლოგია და ხარისხი მეფუტკრეობისათვის;
  6. სამეცნიერო კომისია ფუტკრის ჯანმრთელობა;
  7. სამეცნიერო კომისია დამტვერვა და ფუტკრის ფლორა (ანუ თაფლოვანი მცენარეები).

მსოფლიოს მასშტაბით მეფუტკრეობაში ფორმირებულ და მიმდინარე მოვლენებს, ტენდენციებს, მეფუტკრეობის პრობლემებს, გამოწვევებსა და საიხლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ:  Apimondia -ს ოფიციალურ პორტალზე (www.apimondia.org/),  ტექნოლოგიურ სიახლეებს – Apimondia -ს  ფონდის პუბლიკაციებში (www.apimondiafoundation.org), აგრეთვე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ს ხვა მსოფლიო – რეგიონალური ასოციაციების მასალებში:

 – APISLAVIA ( FEDERATION OF BEEKEEPING ORGANIZATIONS – მეფუტკრეობის ორგანიზაციების ფედერაცია); 

 – Asian Apicultural Association  (მეფუტკრეობის აზიური ასოციაცია);

 – Balkan Beekeeping Federation (ბალკანეთის მეფუტკრეობის ფედერაცია);

  – FILAPI (იბერიულ-ლათინურ-ამერიკული ასოციაცია);

 – Nordic Beekeeper Association (სკანდინავიის ქვეყნების  მეფუტკრეთა ასოციაცია);

 – EBPA (European Professional Beekeepers Association -ევროპის პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია);

 – ACBO (Association of Caribbean Beekeepers Organisations –  კარიბის ქვეყნების მეფუტკრეთა ორგანიზაციების ასოციაცია);

– Arab Beekeepers’ Union (არაბმეფუტკრეთა კავშირი);

 – ApiTrade (აფრიკული კავშირი),

 ან   მეფუტკრეობასთან უშუალოდ დაკავშირებული ასოციაციებისა თუ გაერთიანებების პუბლიკაციებში :  Coloss20 (Colony Losses Scientific Network  -ფუტკრის კოლონიების დაღუპვის სამეცნიერო ქსელი:

 – IBRA (International Bee Research Association-  ფუტკარების შესწავლის საერთაშორისო; ასოციაცია – IHC ((International Honey Commission – კომისიის თაფლის საერთაშორისო კომისია);

– HIPA (Association of Honey Importers – თაფლის იმპორტიორთა ასოციაცია).

– FEEDM (European Federation of Honey Packers and Distributors – თაფლის ჩამომსხმელთა და დისტრიბიუტორთა ევროპული ფედერაცია) მიუხედავად იმისა, რომ აგრარულ მიმართულებათა შორის მეფუტკრეობა, მისი სპეციურობიდან გამომდინარე (ფუტკრის ბიოლოგია და ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიური ციკლი და ა.შ.) სპეციალისტთა ნაცილში მიჩნეულია შედარებით კონსერვატიულ დარგად, მეფუტრეობაში ბოლო ათწლეულებში აქტიურად მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების ძიება და დანერგავა. ამ მცდელობების ანალიზი გვიჩვენებს, რომ  ახალი ტექნოლოგები ძირითადად მიმართულია:

– საფუტკრე მეურნეობის ორგანიზებასა და ფუტკრის მოვლა – პატრონობაში თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების შემოღებაზე, კერძოდ:

– ბუნებრივი საკვები ბაზის შექმნა და ალტერნატიული სახის – ინტენსიური ტიპის სტაციონალური საფუტკრის ორგანიზება;

ალტერნატიული ტექნოლოგიის გამოყენებით მობილური ტიპის მომთაბარე საფუტკრე;

– პრიორიტეტული პროდუქტის წარმოებაზე სპეციალიზებული საფუტკრე მეურნეობის ფუნქციონირება;

 – ფუტკრის ოჯახების, დედა ფუტკრის  ხელოვნური, განაყოფიერების, გამრავლების ტექნოლოგიების მაგალითები;

– ძლიერი ოჯახების ფორმირების  მეთოდები;

– ფუტკრის  საკვების მომზადება-მიწოდების თანამედროვე ტექნოლოგიები.  

მეფუტკრეობის პროდუქტების მიღების, პირველადი დამუშავებისა და შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავებაზე:

 – თაფლის ამოწურვის, პირველადი დამუშავებისა და შენახვის ტექნოლოგიები;

– ცვილის დამუშავებისა და ფიჭის წარმოების ტექნოლოგიები;

– დინდგელის მიღების, პირველადი დამუშავების, შენახვის და გამოყენების ტექნოლოგიები;

– ფუტკრის სადედე რძის მიღების, კონსერვაციისა და შენახვის ტექნოლოგიები;

– ფუტკრის შხამის მიღების, კონსერვაციისა და შენახვის ტექნოლოგიები.

საფუტკრის ვეტერინარური და სანიტარულჰიგიენური დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საშუალებების გამოგონებაზე:

 – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუტკრის მასიური დაღუპვის ძირითადი მიზეზების საწინააღმდეგოდ;

 – ფუტკრის დაცვის მსოფლიო პრაქტიკაში არსებული მიდგომების სრულყოფისათვის;

 – ფუტკრის დაავადებათა მკურნალობაში უახლესი, აღიარებული პრეპარატების დანერგვისათვის;

– ფუტკრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საშუალებების გამოყენებისათვის. 

საფუტკრე მეურნეობაში თანამედროვე ინვენტარის, მოწყობილობების, საშუალებებისა და სრულყოფილი ხელსაწყოების შემოღების მიზნით:

– განსხვავებული სახეობის, ალტერნატიული მასალების და კონსტრუქციის თანამედროვე სკების შეთავაზება;

– თანამედროვე ტიპისა და მიზნობრივი ფუნქციონალური დანიშნულების მოწყობილობების და დანადგარების წარმოება; – თანამედროვე, სრულყოფილი სამუშაო ხელსაწყოებისა და დამხმარე ინსტრუმენტების დამზადება; – პერსონალური დაცვის თანამედროვე საშუალებების წარმოება და გამოყენება.

მეფუტკრეობის თექნოლოგიური სრულყოფისა და გადაიარაღების საქმეში სიახლეების გაცნობის შედეგად, საკუთარი და მოზიდული სახსრების მოცულობის გათვალისწინებით, თითოეულმა მეფუტკრემ უნდა განსაზღვროს პერსპექტივები და მიიღოს გადწყვეტილება – რომელი მიდგომებით უნდა იხალმძღვანელოს:

 – გააგრძელოს  საკუთარი საფუტკრე  მეურნეობის მხოლოდ ექსტენსიური გზით განვითარება,  მეუნეობის  რენტაბელურობის გაზრდისათვის აირჩიოს ბუნებრივი საკვები ბაზის შექმნა და ალტერნატიული სახის – ინტენსიური ტიპის   სტაციონალური საფუტკრის ორგანიზება, თუ ამჯობინოს კომბინირებული მიდგომები, ან მოაწყოს პრიორიტეტული პროდუქტის წარმოებაზე სპეციალიზებული საფუტკრე;  

– დანერგოს ფუტკის მოვლა-პატრონობის, დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის თანამედროვე ხერხები და პრეპარატები, თუ იხელმძღვანელოს მხოლოდ დამკვიდრებული, გამოცდილი მიდგომებითა და საშუალებებით; 

– დააკომპლექტოს საფუტკრე  ტრადიციული – ხის, თუ ალტერნატიული, ახალი მასალისგან დამზადებული სკებით; 

 – გაიზიაროს მეფუტკრის შრომის ნაყოფიერების გაზრდაზე და ფიზიკური დათვირთვის შემცირებაზე ორიენტირებული თანამედროვე, მიზნობრივი, ფუნქციონალური დანიშნულების მოწყობილობებისა და დანადგარების, ინვენტარის,  სრულყოფილი ხელსაწყოებისა და ინსტუმენტების გამოყენების აუცილებლობა, თუ შეიზღუდოს მხოლოდ მის ხელთ არსებული საშუალებებით.

ამ სახის გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს ნებისმიერ მეურნეს, რომელიც დააპირებს საკუთარი საფუტკრე მეურნეობის მოწყობას.

 გვახსოვდეთ!

– ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე შეუძლებელია ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა და  საფუტკრე მეურნეობის მაღალი რენტაბელობის მიღწევა.

„მეფუტკრეობის საფუძვლები“