მესაქონლეობის ფერმის (ბინის) მშენებლობა

 საძროხის მშენებლობისათვის პირველი რიგის ამოცანაა ტერიტორიის შერჩევა, რომელიც მოხერხებული იქნება ყველა ნაგებობის განთავსებისათვის, მოსამსახურე პერსონალის დასასვენებლად, საკვების შესანახად და სხვა.

გთავაზობთ 20 და 30 სულ ფურზე გათვლილი ფერმის შენობის მოწყობის სქმეას და მშენებლობის დროსრა ნორმატიული აქტების დაცვაა საჭირო:

  1. პირველი და მეორე კატეგორიის გზიდან ფერმა უნდა იყოს დაცილებული არანაკლებ 300 მეტრით.
  2. მესამე კატეგორიის გზიდან 150 მეტრით.
  3. შიდაგზიდან პირუტყვის გადასარეკი გზიდან 50მ-ით ასევე 50მ–ით უნდა იყოს დაცილებული ყველა დამხმარე ნაგებობები ფერმიდან.
  4. ფერმის ტერიტორიაზე ან მის მახლობლად უნდა იყოს წყლის რესურსსები, რომლის გამოყენება ცხოველის დაწყურებისათვის შეიძლება.
  5. ფერმის მშენებლობისათვის უნდა გაკეთდეს პროექტი, რომელშის დასაბუთებული უნდა იყოს ტექნიკური პირობები, რომელიც ითვალისწინებს:

ა)  საკვებზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების გაანგარიშებას.

ბ) წარმოებული პროდუქციის სახეობას და მოცულობას.

გ)ტერიტორიის ფართობის რაოდენობას, საცხოვრებელი ფართის და      ტრანსპორტის რაოდენობას და სხვა.

  1. ფერმის მშენებლობის დროს საჭიროა შემდეგი განყოფილებების გათვალისწინება:

ა)  ცხოველთა სადგომი (ბოსელი)

ბ)  საკვების გადასამუშავებელი და შესანახი განყოფილება

გ)  რძის გადასამუშავებელი განყოფილება თავისი ლაბორატორიით. რძის ხარისხის  გასინჯვისათვის.

დ) ადმინისტრაციული–სამეურნეო განყოფილება.

ე) ტექნიკის გასაჩერებელი.

ვ) ნაკელსაცავი.

ზ) იზოლატორი.

თ) სეირანი (სასეირნო მოედანი, ფარდული კლიმატური პირობების მიხედვით)

ი)    ერთ სულზე დაბმული შენახვის დროს უნდა იყოს 1,7–2,3 კვ.მ. მთელი ფართობის 10–15% უნდა დაუთმოთ მწვანე ნარგავების გაშენებას.დაუბმელი  შენახვისას:

  1. ფურებისათვის 4–5მ²;
  2. მოზარდებისათვის 6–8 თვიდან 12– თვემდე 2,5მ²;
  3. 12–18 თვემდე 3მ²;
  1. 3–თვემდე ასაკის ხბოებისათვის 1,2მ²;
  2. 3 თვიდან 6 თვემდე 1,5მ².

წყარო: agrosc.ge