აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

მეციტრუსეობა

 დასავლეთ საქარველოს სუბტროპიკული ზონაში სადაც აბორიგენული სასოფლო სამეურნეო კულტურების გარდა სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კულტურები ხარობს. ამ კულტურებს ახლო წარსულში, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ეს კულტურებია ციტრუსოვნები, რომლის არც ისე შორეული ისტორია დაკავშირებულია ამ რეგიონების მოსახლეობის ეკონომიურ და სოციალურ აღმავლობასთან.

 გასული საუკუნის საუკუნის 30-იან წლებიდან, როდესაც მასიურად შენდებოდა ჩაის სამრეწველო პლანტაციები, იმთავითვე გათვალისწინებული იყო სხვა სუბტროპიკული კულტურების გაშენებაც. იმ ზონებში, სადაც ნიადაგურ-კლიმატური პირობები, ორთოგრაფიული ფაქტორები შეესაბამებოდა კულტურათა ბიოეკოლოგიურ მოთხოვნილებას, ჩამოყალიბდა მეციტრუსეობის მეურნეობები.

სუბტროპიკული კულტურების ინტენსიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის  განვითარებას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. 1991 წლისათვის ციტრუსოვნებს საქართველოში 27 ათასი ჰა ეკავა. ციტრუსების მოსავალი   1990 წელს შეადგენდა 301,305 ტონას საშუალო საჰექტარო მოსავალი 152 ცენტნერი. ხოლო ყველაზე მოსავლიან წელს 1988 წელი 436 405 ტონა. საშუალო საჰექტარო მოსავალი 227 ცენტნერი ჰა-ზე.

არსებული სისტემის მოშლის და გეგმიანი ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა და მისი მეტად მნიშვნელოვანი შემადგენელი-სუბტროპიკული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მეციტრუსეობა.

გარდამავალ ეკონომიკურ პირობებში სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოანი ტრანსფორმაცია განიცადა, ბაზრის დაკარგვამ ამ მნიშვნელონი მაღალრენტაბელური სუბტროპიკული კულტურების დაკნინება და მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია.

დღეს მეციტრუსეობაში არსებული პრობლემაა, მოძველებული და ამორტიზებული ბაღები, რომლის 90%-ზე მეტი გადაბერებულია და მცირე და ცუდი ხარისხის მოსავალს იძლევა. აუცილებელია ბაღის განახლება. მცენარეები ადგილობრივ პირობებთან უკეთ შეგუებული უხვად და სტაბილურად მსხმოიარე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებით, უნდა შეიცვალოს.

   აჭარაში სუბტროპიკული კულტურების სანერგე მეურნეობაში შემოტანილი იქნა სხვადასხვა ქვეყნიდან ციტრუსოვანთა: მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, პომელოს, კინკანის, გრეიფუტის, ნარინჯის  ჯიშები გამრავლების და შემდგომ მისი    სუბტროპიკულ რეგიონებში გავრცელების მიზნით. აქ არის წარმოდგენილი, სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით მწიფებადი ჯიშები, უვირუსო, გაუმჯობესებული თვისებების და მაღალ ხარისხოვანი ნაყოფით. 

მეციტრუსეობის როგორც დარგის აღდგენა და მისი თანდათანობით განვითარება ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღმასვლას ხელს შეუწყობს. რამდენად განვითარდება ეს დარგი და მომგებიანი იქნება თუ არა ამის იმედს გვაძლევს ამ კულტურების  სუბტროპიკულ ზონებში არსებობის ისტორია. მოვლა-მოყვანის გამოცდილება,  დარგის სპეციალისტების არსებობა. შესაფერისი ბუნებრივ კლიმატური პირობები, საერთაშორისო ბაზარზე ციტრუსოვან კულტურათა ნაყოფზე და ციტრუსოვან კულტურებიდან წარმოებულ სხვდასხვა პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა, და რაც მთავარია სოფლის მოსახლეობის სიყვარული ამ კულტურებისადმი,

ძნელი სათქმელია რა იქნება შორეულ მომავალში, მაგრამ ნათელია ის, რომ დღევანდელი პროგნოზით ტენდენცია მოთხოვნა ციტრუსებზე დიდხანს გაგრძელდება, მეციტრუსეობის განვითარებისათვის ზრუნვა, რეaბილიტაცია,   გაწეული შრომა გამართლებული იქნება.

თამაზ ხასაია,

გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო