მეცნიერებმა ბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოების მეთოდს მიაგნეს

პლასტმასის ნარჩენების დაშლას ასობით წელი სჭირდება. მეცნიერები აცხადებენ, რომ უკვე ბიოდეგრადირებადი პლასტმასის წარმოებაც შესაძლებელია!

ეკოლოგების დასკვნით, ადამიანი ყველაზე მეტად გარემოს პლასტმასის ნარჩენებით და პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პოლიეთილენის პარკი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე არ არის ბიოდეგრადირებადი და მის დაშლას ასობით წელი სჭირდება.ის აბინძურებს ნიადაგს ტოქსიკური ნივთიერებებით.პლასტმასის ნარჩენების მიზეზით ყოველწიურად მილიონობით ზღვის ბინადარი იღუპება.

ებრაელი მეცნიერები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარების გზას მიაგნეს.

თელავივის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროდუქტი პლასტმასის ანალოგია, მაგრამ მისგან განსხვავებით არ არის „უკვდავი ნაგავი”. მის გახრწნას ბუნებაში სულ ორი წელი სჭირდება. ებრაელი მეცნიერები მის შესაქმნელად  ზღვის მიკროორგანიზმებს  იყენებენ, რომლებიც ზღვის მცენარეებით ანუ პლანქტონით იკვებებიან.

როექტის ავტორის, ალექსანდერ გოლდბერგის განცხადებით, ბიოდეგრადირებადი პლასტმასის შესაქმნელად სრულიად საკმარისია ზღვის მიკროორგანიზმები და პლანქტონი, წარმოების დროს გარემოც არ დაბინძურდება.

უახლოეს მომავალში შესაძლებელია ამ პროდუქტის მასობრივ წარმოებაში გაშვება.

წყარო: popx.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *