მევენახეების შემოსავალმა კახეთში 70 მილიონ ლარს გადააჭარბა

კახეთში რთველის დაწყებიდან დღემდე 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. შედარებისთვის, 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული იყო 22,5 ათასი ტონა ყურძენი.
რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.  
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 11,5 ათასი ტონა, შემდეგ მოდის ყვარელი- 11 ათასი ტ. თელავი – 8 ათასი ტ., სიღნაღი – 4,7 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 3,2 ათასი ტ., ახმეტა – 2 ათასი და ლაგოდეხი 800 ტონამდე.
ღვინის საწარმოები ყოველდღიურად, საშუალოდ 5 ათასამდე ტონა ყურძენს ამუშავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.
10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.
რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *