მინდვრის სასოფლო-სამეურნეო კულტურების გავრცელების აგროკლიმატური ზონები საქართველოში

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო  კულტურების გავრცელების მრავალფეროვანი აგროკლიმატური პირობებით გამოირჩევა. აქ გავრცელებულია სუბტროპიკული, ზომიერი თუ ალპურ ზონისთვის დამახასიათებელი კულტურული თუ ველურად მზარდი მცენარეების მრავალი ჯიში და სახეობა.
საქართველოს ტერიტორია და დაყოფილია შემდეგ აგროკლიმატურ ზონებად:

ა) ზღვისპირა სუბტროპიკული ტენიანი და ჭარბტენიანი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ზუგდიდის, ქობულეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ხობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

ბ) სუბტროპიკული ტენიანი: აბაშის, მარტვილის, ლანჩხუთის (ზღვისპირა ნაპირის გარდა), სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

გ) ქვემო იმერეთი: ვანის, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლის, ხონის, წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

დ) რაჭა-ლეჩხუმის დაბლობი: ამბროლაურის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

ე) ზემო იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი: ამბროლაურის, ზესტაფონის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ცაგერის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ვ) მესხეთის მთაგორიანი: ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი;

ზ) სამცხე-ჯავახეთის მთაგორიანი: ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მთიანი პლატო;

თ) ქართლის ურწყავი: გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მთისპირა ურწყავი ნაწილი;

ი) ქართლის სარწყავი: გორის, დუშეთის, ქარელის, კასპის, ახალგორის, მცხეთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;

კ) ქვემო ქართლის სარწყავი: ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;

ლ) თრიალეთის მთისპირა ურწყავი: ბოლნისის (მთისპირა ნაწილი), მარნეულის (მთისპირა ნაწილი) და თეთრიწყაროს (დაბლობი ნაწილი) მუნიციპალიტეტები;

მ) თრიალეთის მთატყიანი: ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ნ) დიდი კავკასიონის მთატყიანი: დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ო) სამგორის სარწყავი: გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების სარწყავი ნაწილი;

პ) შირაქ -კახეთის სარწყავი ველი: გურჯაანის (უკანამხარე), საგარეჯოს (დაბლობი ნაწილი), სიღნაღის (შირაქის ველი და უკანამხარე) და დედოფლისწყაროს (შირაქის ველი და უკანამხარე) მუნიციპალიტეტები;

ჟ) ალაზნის სარწყავი: ალაზნის ველის სარწყავი ნაწილი, გურჯაანის, სიღნაღის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;

რ) ალაზნის მიღმა ტენიანი: მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის ნაწილი, რომელიც მოიცავს ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დაბლობ ნაწილს;

ს) მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირის ურწყავი ნაწილი: ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების დაბლობი ნაწილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის წინამხარის დაბლობის ურწყავი ნაწილი;

ტ) წალკის მთაგორიანი: წალკის მუნიციპალიტეტის მთაგორიანი ნაწილი;

უ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის და გორის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ფ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, რაჭა-ლეჩხუმის მთაგორიანი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი;

ქ) აჭარა-გურიის მთაგორიანი: ქედის, შუახევის, ხულოს, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მთაგორიანი ნაწილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *