მიტლაიდერის მეთოდი მებოსტნეობაში

დოქტორ მიტლაიდერის მეთოდი აერთიანებს ტრადიციულ მებოსტნეობას და ჰიდროპონიკას, ეს ადვილად განსახორციელებელი გეგმაა, რომელიც თავიდან გვაცილებს შეცდომებს. იგი წარმატებით ხორციელდება, როგორც საოჯახო მეურნეობაში, ისე აგარაკზე თუ ფერმაში.

დოქტორი იაკობ მიტლაიდერი ცნობილი სოფლის მეურნეობის სპეციალისტი და კონსულტანტი იყო, მან შექმნა და განავითარა ეს მეთოდი მცირე საბაღე, საოჯახო მეურნეობებისთვის. 150 კვადრატული მეტრი საბოსტნე ფართობი დოქტორ მიტლაიდერის მეთოდით დამუშავებული ერთი რომელიმე კულტურის მოყვანის დროს გვაძლევს 850 კგ. კარტოფილის, 320 კგ, ლობიოს, 1200 კგ, კომბოსტოს, 2,5 ტონა პომიდორს…. დანარჩენი მოისმინეთ და ნახეთ ბატონ ბადრი პატარიძის მიერ მომზადებულ ვიდეობლოგში,

გახსენით ბმული, იხილეთ ვიდეოგაკვეთილი:

https://www.facebook.com/profile.php?id=100009825047365&hc_ref=ARSlNqKg9bftTpm0zs5rJQMKB7OweYpuejbrqgxIPi87VrRx7P2JbosOnZryFCoQ5-M.

 

"მიტლაიდერის მეთოდი მებოსტნეობაში" -ეს მცირე ფილმი 2008 წელს შეიქმნა და ჩემი 20 წლიანი ფერმერობის ერთი ეპიზოდია, თანაც სასიამოვნო. სცენარის თანაავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი მე ვარ (ხან ვბარავ, ხან ვთოხნი😊), ტექსტსაც მე ვკითხულობ და ხარვეზები ყურს მჭრის. მთლიანობაშიც, ზოგი რამ ისე არ გამოვიდა, როგორც ჩავიფიქრეთ (ხელახლა ვეღარ ჩავწერეთ, იქნებ გამომესწორებინა). მადლობა შესანიშნავ კაცს, გია აბრამიას, ამ ნამუშევრისათვის. მადლობა ბატონებს: გიორგი მურვანიძეს, ლავროს შევარდნაძეს, კახი ქებულაძეს, ზურაბ ასათიანს, არსენ სამსონიძეს, პატო და არტურ ერიბეკიანებს, ვასილ შუბითიძეს, სიმონ ქველაძეს, იმედა და გიორგი ხუცინაშვილებს, ხათუნა ხარებაშვილს, ჩვენს ამერიკელ ხელმძღვანელს ჩარლზ სპეხტს. სამწუხაროდ ცოცხალი აღარაა ბატონი ზურაბ იაკობაშვილი, ნათელი მის სულს. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით 2007-2009 წლებში.მადლობა დედას, ნორა ედიშერაშვილს, მხარში დგომისთვის, ყველაფერთან ერთად ის ჩვენი მეურნეობის მთავარი აგრონომიც იყო. მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს, პროგრამისა და ფილმის დაფინანსებისათვის. ფილმი განკუთვნილია მებოსტნეობით დაინტერესებულთათვის. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი ამ საქმის წამოწყებისა და გამოცდილების გაზიარების, მზად ვარ გემსახუროთ.

Posted by Badri Pataridze on 2018 წლის 18 მარტი, კვირა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *