მოგება კლავს ხარისხს, ანუ რატომ კარგავს ბრინჯი საკვებ თვისებებს?

მეცნიერები შეშფოთებულნი არიან ბოლო წლებში წარმოებული ბრინჯის ხარისხზე.

ფაქტია, რომ მეცნიერებმა ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი კვების პროდუქტების წარმოებაში არსებულ საშიშ ტენდენციებზე _  დღითი დღე უარესდება წარმოებული პროდუქტების ხარისხი და საკვები თვისებები.

მაგალითად, ბოლო ათწლეულში შესამჩნევად დაეცა ბრინჯის ხარისხი, რომელიც არა მარტო აზიის, არამედ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. მთავარ მიზეზად მეცნიერები ტექნოლოგიების და ქიმიკატების ჭარბ გამოყენებას მიიჩნევენ.

დღეს ფერმერთა უმრავლესობა რეკორდული მოსავლიანობით გამორჩეულ ახალ ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას, რათა მაქსიმალურად გაზარდონ მოგება. ამასთან, ფერმერები ამბობენ, რომ იმ მარცვლეულს, რომელიც ინტენსიური ტექნოლოგიით მოჰყავთ, არ ჭამენ. თავისთვის მოჰყავთ ტრადიციულ ჯიშები, რომლებსაც არ სჭირდება ჭარბი პესტიციდები და არაორგანული სასუქები.

პაკისტანელი მეცნიერების კვლევების საფუძველზე, როგორც ჟურნალი „The News International“ იუწყება, პაკისტანსა და ინდოეთში წარმოებული ბრინჯი ისეთი ხარისხიანი და ნოყიერი აღარ არის, როგორც წლების წინათ იყო, მოწეული მარცვლეულიც მასობრივად არაკონდიციურია.

საგანგაშო ტენდენციაა ისიც, რომ ბრინჯის ტრადიციული ჯიშების მოსავალიღია საცავებში წლობით ინახება, ახალი ჯიშების ღია ცის ქვეშ დატოვება შეუძლებელია, რადგან ის ტენიანობის მცირედ ცვლილებას ვერ იტანს, ბურღულის თვისებები მკვეთრად უარესდება.

ინდოეთში, სუბკონტინენტურ კლიმატურ პირობებში წარმოებული ტრადიციული ბრინჯის „ბასმატის“ (პატარა, გრძელი ბრინჯის სახესხვაობა) ხარისხი და სხვა დადებით თვისებებიც კი უარესდება, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე ჰიბრიდებზე, რომელთა მოსავლიანობა 2-ჯერ და მეტად სჭარბობს 30-35 წლის წინათ არსებულ მაჩვენებელს.

პაკისტანელმა მეცნიერებმა უკვე მიმართეს ჩინოვნიკებს შექმნილი რეალობის გათავისებისკენ და მოუწოდეს, სერიოზულად დაკავდნენ პრობლემის მოგვარებით, მიიღონ სათანადო ზომები ბრინჯისა და სხვა მარცვლეული კულტურების ტრადიციული ჯიშების შენახვა გადარჩენისთვის.

დასამალი არ არის, როგორც სხვა ქვეყნების, ისე აზიის ქვეყნების მთავრობები ფულის ხარჯვას არ ერიდებიან სასოფლო-სამეურნეო კულტურების კვლევებში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ახალი ჯიშების თესლის წარმოებაში, იმისთვის კი რომ გაუფრთხილდნენ ტრადიციულ, ჯიშებს, რომელებიც მორგებულია ადგილობრივ ნიადაგს, კლიმატს და ჯანსაღ მოსავალს იძლევა.

ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ბრინჯის, ხორბლის და სხვა სასურსათო კულტურების ტრადიციულ ჯიშებს არ სჭირდება სასუქების და პესტიციდების მასშტაბური დოზები, მათი აზრით, შესაძლოა, ამაშიც იმალება ასეთი „სიახლეების“ მიმართ ლობირების ერთ-ერთი მიზეზი.

წყარო: www.meteovesti.ru

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *