მრავალფეროვნება ბუნების არსებობის ძირითადი კანონზომიერებაა

ჩვენს ირგვლივ სამყარო მრავალფეროვანია. რატომ  არის ასე და რა როლს ასრულებს მრავალფეროვნება ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში?

მრავალფეროვნება არის პროგრესი

რაიმე ახალი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობენ სხვადასხვანაირი ატომები, აზრები, იდეები, კულტურები, ენები, ტექნოლოგიები და სხვა.

თუ ირგვლივ ყველაფერი ერთნაირია (ერთგვარია), საიდან უნდა გაჩნდეს რაიმე ახალი?

წარმოიდგინეთ, რომ სამყარო შედგება მხოლოდ წყალბადის ატომებისგან, მაშინ ჩვენ ვერ ვიარსებებდით.

მრავალფეროვნება არის მდგრადობა

ერთნაირი ელემენტებისგან შემდგარი სისტემა ჰგავს პლაჟის ქვიშას. იგი ფორმას მხოლოდ შემდგომ ტალღამდე ინარჩუნებს.

რთულ სისტემას გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე წინააღმდეგობის გაწევის უნარი ენიჭება ფუნქციურად სხადასხვა ელემენტების შეთანხმებული მოქმედებით.

მრავალფეროვნება არის სიცოცხლე

ჩვენ ვცხოვრობთ თაობათა მონაცვლეობით მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას აქვს სხვადასხვა გენოტიპი.

შესაბამისად ბიოფერმერი უნა ცდილობდეს, რომ მისი მეურნეობა და მეურნეობის ყოველი ელემენტი (მდელო, ბაღი, ბოსტანი, ბოსელი და სხვა) გახადოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი.

ინფორმაცია განსჯისთვის:

როდესაც ადამიანი სპობს მცენარეებს და ცხოველების სახეობებს _ მთლიანად და სამუდამოდ ანადგურებს ბუნებრივ მრავალფეროვნებას და ამავდროულად უზარმაზარ ფულს ხარჯავს კლონირებაზე, რათა ხელოვნურად შექმნას ერთნაირი არსებები და თანაც ამ ბიოტექნოლოგიას უწოდებს მომავლის მეცნიერებას, რომელსაც უკავშირებს თავისი არსებობის მომავალსა და იმედს, რა პერსპექტივა ელის კაცობრიობას?

თუ მოისპო მრავალფეროვნება, ჩვენ დავკარგავთ:

◊ განვითარების უნარს;

◊ მდგრადობას;

◊ სიცოცხლეს.

მაშასადამე, თითქოსდა მარტივი კითხვის დასმის შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელ შედეგამდე მივედით,

მრავალფეროვნება ჩვენ პლანეტაზე ყოველივე ცოცხალის განმსაზღვრელი ფაქტორია!

3.    ბიომრავლფეროვნება

3.1  ბიომრავალფეროვნების განმარტება

ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციაში, რომელსაც 1992 წელს რიო დე ჟანეიროს სამიტზე 15 7 სახელმწიფოს (მათ შორის საქართველოს) მეთაურებმა მოაწერს  ხელი, ეს ტერმინი ასეა განმარტებული:

ბიოლოგიური მრავალფეროვნება გულისხმობს დედამიწაზე არსებული სასიცოცხლო ფორმების სიმრავლეს, მილიონობით სხვადასხვა მცენარეს, ცხოველს თუ მიკროორგანიზმს, გენებს, რომლებსაც ისინი შეიცავენ, და ამ ორგანიზმების მიერ შექმნილ ეკოსისტემებს.

3.2  ბიომრავალფეროვნების ტიპები

ბიომრავალფეროვნება შეიძლება 3 ტიპად დაიყოს:

·      საარსებო გარემოს მრავალფეროვნება _ ეკოსისტემები და ლანდშაფტები:

·      სახეობათა მრავალფეროვნება _ ცხოველთა, მცენარეთა, სოკოთა და უმარტივესთა სახეობები;

·      გენეტიკური მრავალფეროვნება _ გენები.

მთელი სიცოცხლე დედამიწაზე ეს არის უზარმაზარი და ურთულესი სისტემა, რომელის ყველა წარმომადგენელი ნაწილი ერთმანეთზეა დამოკიდებული.

ტერმინი ბიომრავალფეროვნება სიცოცხლის სწორედ იმ მრავალფეროვნებას ასახავს, რომელიც ყველგანაა. იგი მოიცავს ყველა გენს, ცხოველების, მცენარეების, სოკოების და მიკროორგანიზმების ყველა სახეობას, ტყეებს, ტბებს, მდინარეებს, მინდვრებს და ა.აშ.

დედამიწაზე ბიომრავალფეროვნება არათანაბრადაა გადანაწილებული.

ევროპაში მაღალი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა ხმელთაშუა ზღვა ზღვის რეგიონი (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა, საქართველო). მაგ. ამ რეგიონში მცენარეების 5000 ენდემური სახეობაა, რომლებიც მხოლოდ ამ ქვეყანაში იზრდება.

3.3 ბიომრავალფეროვნების როლი

ბუნების ძალზე რთული და ჰარმონიული სისტემაა, რომელიც უამრავ ურთიერთდამოკიდებულ ელემენტს შეიცავს. ბუნებაში არსებული ბალანსის დარღვევა იწვევს სავალალო შედეგს.

ბიომრავლფეროვნება განაპირობებს:

1.    ბიოლოგიური სისტემის ფუნქციურ მთლიანობას:

ბუნებაში ყოველი სახება და ყოველი საარსებო გარემო გარკვეულ როლს ასრულებს, რადგანაც ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, რომელიმე ერტის მოსპობას შესაძლოა სხვადასხვა სახის ნეგატიური შედგი მოჰყვეს. ასეთმა ფუნქციურმა ამოვარდნამ შეიძლება სხვა ფუნცქციური ამოვარდნებიც გამიწვიოს და მთლიანად დაანგრიოს სისტემა . ამან შესაძლოა ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციების უზრუნველყოფა შეაფერხოს. ადამიანებისთვის უმნიშნელოვანესი ფუნქციებია: საკვების და წამლების წარმოება, ნიადაგის მექანიკური სტაბილურობა, ატმოსფეროს შემადგენლობის და კლიმატი შენარჩუნება და სხვა.

2.      ცვალებადი პირობებისადმი სისტემის შეგუების უნარს:

გარემოს ცვალებადობა აიძულებს ბიოლოგიურ სისტემას, შეეგუოს შეცვლილ პირობებს. თუ რომელიმე სახეობა რაიმე მიზეზის გამო ისპობა, მისი როლი სხვა სახეობამ უნდა იკისროს. მოცემულ კონტექსტში ცხადია, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია გარემო, მით უფრო „უმტკივნეულოდ“  ჩაივლის ეს პროცესი.

3.4 კულტურული მრავალფეროვნება

მრავლფეროვნება მნიშვნელოვანია არა მარტო ბიოლოგიური თვალსაზრისით, არამედ იგი სოციალურ სფეროშიც დიდ როლს ასრულებს კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც აისახება ადამიანების ურთიერთობაში ყველა დონეზე.

კულტურული მრავალფეროვნება ისევე აუცილებელია კაცობრიობისთვის, როგორც ბიომრავალფეროვნება ბუნებისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენს მიმოცვლის, სიახლისა და შემოქმედების წყაროს“ (იუნესკოს საყოველთაო დეკლარაცია კულტურული მრავალფეროვნების შესახებ).

4.    მაგალითები

1.    მონოკულტურები სოფლის მეურნეობაში

დამიანი სპობს უზრმაზარი ფართობის ბუნებრივ საარსებო გარემოს, რათა გამოთავისუფლდეს ადგილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის მონოკულტურების ბაზარზე. ამით ადგილობრივი ფლორა და ფაუნა ჩვეულებრივი საარსებო გარემოდან იდევნება. ამ დროს გამოიყენება კულტურების სელექციური ჯიშები, რომლებსაც ახასიათებს უხვმოსავლიანობა, სწრაფი ზრდა, მსხვილი ნაყოფი და სხვ.  მაგრამ ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, ასეთ კულტურებს ახასიათებს დაბალი გენეტიკური მრავალფეროვნება. რაც უფრო ერთფეროვანია ცალკეული ჯიშების გენეტიკური შემადგენლობა, მით უფრო სუსტი არიან ისინი ვირუსების, მწერების და სოკოების შემოტევის მიმართ. ასეთ სუსტ მცენარეებს კი ესაჭირობათ ქიმიური პრეპარატების გაზრდილი დოზები. ქიმიური პრეპარატები წარმოადგენენ ერთ-ერთ მთავარ დამაბინძურებელ ფაქტორს. უმეტეს შემთხვევაში მათი ნარჩენების დაშლა ბუნებაში ძალიან ნელა  მიმდინარეობს. ისინი სპობენ სასარგებლო ორგანიზმებს, უარყოფითად ზემოქმედებენ ადამიანზე და შინაურ ცხოველებზე, ანადგურებენ ნიადაგის ფლორას და ფაუნას, რაც არღვევს ნიადაგის სტრუქტურას და იწვევს მის გამოფიტვას, ეროზიას.

სოფლის მეურნეობის წარმოების ბიომეთოდები ითვალისწინებს სხვადასხვა კლასის და სახეობის კულტურების გაშენებას ერთ ფართობზე მოყვანას, ცოცხლი ღობის გაშენებას, ორგანული სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას. ასეთი მიდგომა გაცილებით უფრო მომგებიან ხანგრძლივ პერსპექტივაში.

2.    ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა შავი ზღვისთვის

მეთევზეობა შავი ზღვის რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველთვის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ზუთხისებრნი, კეფალი, სკუმბრია და სხვა სამრეწველო ჯიშები დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა. რეწვის უგუნურმა წარმოებამ მკვეთრად შეამცირა სამრეწველო თევზის ოდენობა.

§ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩაედინაება იმიური პრეპარატის ნარჩენები;

§  სანაპიროზე გაშენებული ტერმინალებიდან და უშუალოდ ტანკერებიდან _ ნავთობი;

§  დასახლებული პუნქტებიდან _ კანალიზაცია.

ეს კი სპობს ფსკერის წყალმცენარეებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამრეწველო მეთევზეობის განვითარებაში. ამას ემატება ისიც, რომ ყველა დიდ მდინარეზე აშენდა კაშხლები, რამაც ზუთხისებრთა მიგრაცია ქვირითობისთვის შეუძლებელი გახადა.

შავ ზღვაში გასული საუკუნის 80-იან წლებში შემთხვევით მოხვდა უხერხემლო მტაცებელი მოლუსკი მნემიოფსისი (ეტყობა გემების ბალასტურ წყლებს შემოჰყვა). ეს სახეობა, რადგანაც ბუნებრივი მტერი არ ჰყავდა, სწრაფად გამრავლდა და უფრო შეამცირა სამრეწველო თევზის საკვები ბაზა.

ყოველივე ამის შედეგად თევზების კომერციული სახეობების რაოდენობა შემცირდა 48-დან 6-მდე, ხოლო თევზის წარმოება წელიწადში 400 000 ტონიდან დაეცა 50 000 ტონამდე. უამრავმა ხალხმა დაკარგა სამსახური. ზარალი კი ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.

„ბიომეურნეობის საფუძველები“

ზურაბ კარბელაშვილი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *