მსოფლიო ბაზარზე მატყლს ოქროს ფასი დაედო

ავსტრალიელი მეცხვარეები ძალიან ნანობენ, რომ უდროო დროს შეამცირეს ძვირფასი მატყლის მომცემი ცხვრის ჯიშების სულადობა.
მაღალხარისხიანი ცხვრის მატყლის წარმოება ავსტრალიის სოფლის მეურნეობის ტრადიციული სფეროა.

 თუმცა მსოფლიო ბაზარზე ვითარების ცხვრის ხორცის სასარგებლოდ ვითარების შეცვლამ გამოიწვია, ის, რომ ბევრმა ფერმერმა დაიწყოს მატყლისმომცემი ცხვრის სულადობის შემცირება  და მეხორცული ჯიშების მომრავლებას მიჰყო ხელი. დღეს ისინი ამაზე მწარედ ნანობენ, რადგან ცხრის მატყლზე მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილება მკვეთრად გაიზარდა, იმ დროს როცა ავსტრალიელ ფერმერებს შეეძლოთ ოქროს ზოდების შოვნა, ისინი დღეს საკმოდ დიდი მოთხოვნების მინიმალურადაც დაკმაყოფილებასაც ვეღარ ახერხებენ. მატყლის ყველაზე დიდი მყიდველი ჩინეთია.

ვითარება გაამწვავა კვალიფიციური მკრეჭავების დეფიციტმაც. „ოდესღაც ჩვენ შეგვეძლო ადგილობრივ დასახლებებში ჩავსულიყავით და დაგვექირავებინა მკრეჭავები, რომლებიც მაშინვე იწყებდნენ მუშაობას, მაგრამ ეს დროს წარსულს ჩაბარდა“ _ წუხს ბუნგუნიელი მატყლის მწარმოებელი ალან რეი. დღეს ძნელია მოძებნო და დაიქირავო ცხვრის მკრეჭავი, ვინც ფარდულში, პაპანაქებაში ცხვრის პარსვაზე დაითანხმო.

ავსტრალია მსოფლიო ბაზარს 90%-მდე მაღალის ხარისხის ნაზ მატყლს აწვდის. გასულ კვირას მაღალხარისხიან მატყლზე ფასი რეკორდულად გაიზარდა და კილოგრამზე 19 დოლარს მიაღწია. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე მატყლი ამ საუკუნის დასაწყისში ღირდა. მაშინ მატყლით გაჯერებულმა ბაზარმა ფერმერები სამატყლე ცხვარი სახორცედ მასობრივად ჩაებარებინათ. მაშინ ავსტრალიის ხელისუფლებაც სახორცედ ჩაბარებულ ყოველ ცხვარზე ფერმერებს 2 დოლარს უხდიდა.

დღეს უკვე ჩინელი შალის მწარმოებლები მზად არიან ცხვრის მატყლის სამჯერ ძვირი გადაიხადონ. ზოგიერთმა ავსტრალიელმა ფერმერმა ძველი „ფუთაც“ კი გახსნა. სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისგან განსხვავებით მატყლი არ ფუჭდება და დიდხანს ინარჩუნებს ხარისხს.

ასე, რომ ავსტრალიის ფერმერთა საცავებში დღეს შეიძლება 14 წლის წინათ გადანახული მატყლიც იყოს, რომელსაც წუნი არ დაედება.

ასეთ მარაგი ყოველ ავსტრალიელ ფერმერს აქვს ე.წ. „საპენსიო ფონდში“ გადადებული, რადგან კარგ მატყლს, ყოველთვის აქვს ფასი.  ახლა ისინი მზად არიან,  მარაგის ნაწილი გაყიდონ.

მართალია ფერმერებს სურვილი აქვთ მეტი მატყლის წარმოებისა, მაგრამ სამატყლე ცხვრის სულადობის გაზრდა სწრაფად არ გამოდის.

წყარო : uk.reuters.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *