მსოფლიოში წარმოებული არყის 35%-ზე მეტს რუსეთი მოიხმარს

მთელ მსოფლიოში არაყი პოპულარული მაგარი ალკოჰოლური სასმელია.
ყოველწლიურად მსოფლიოს 7-8 მლრდ ბოთლ ლეგალურად წარმოებული 45 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არაყს მოიხმარს. აქედან  ნატურალურ გამოსახულებაში რუსეთზე  არყის მსოფლიო მოხმარების 35% მოდის.

საყოველთაოდ მიღებული არყის  ბაზრის სეგმენტაციის შესაბამისად,  პროდუქცია ღირებულებით 1,7 აშშ დოლარამდე მიეკუთვნება მასობრივ, სახალხო სეგმენტს,  1,7 – დან  3,3 დოლარამდე _  საშუალო ფასის სეგმენტს, 3,3 დოლარზე ზევით  მოდის  ძვირად ღირებულ სეგმენტზე. 

ექსპერტების აზრით, არყის  სახალხო სეგმენტებზე  დღეს მოდის ფიზიკური მოცულობის 70%, საშუალოფასიან სეგმენზე – 25 – 26%; და მხოლოდ 2%  მოდის ძვირად- ღირებულ სეგმენტზე.

ქვემოთ წარმოდგენილია   ერთ სულ მოსახლეზე არყის მოხმარების  გრაფიკი (2012 წლის მონაცემები). – http://www.dailymail.co.uk/news/article-2344040/Global-consumption-spirits-clim­bing-thanks-Chinas-thirsty-middle-classes–Russia-leads-way-vodka.html.

    რუსეთში იმდენი არაყი მოიხმარება, რამდენიც მთელ დანარჩენ მსოფლიოში ერთად აღებული. ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებითაც რუსეთი ასევე პირველ ადგილზე დგას (13,9 ლიტრი კაცზე). და ამ მაჩვენებლით ოდნავ უსწრებს ბელო-რუსს (11,3 ლიტრი კაცზე), და დააახლოებით ორჯერ აღემატება უკრაინასა და პოლონეთს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *