მთავარი ინგრედიენტი:

მცენარეული რძის რეცეპტი

 

 

 

 

 

 

ნუში;

ნიგოზი;

ქოქოსი (უმი ან ქოქოსის ფანტელი);

თხილი;

სეზამი;

გოგრის თესლები;

შვრია;

კედრის კაკალი;

სელის თესლი.

ასევე შესაძლებელია 1-2-3 ინგრედიენტის შეერთებაც.

როგორ მოვამზადოთ?

_ ავავსებთ ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტით 1 ჭიქას (უნდა იყოს უმი).
_ დავალბოთ 3 ჭიქა წყალში 6-8 საათით.
_ გადავაქციოთ წყალი. ისევ დავუმატოთ 3 ჭიქა წალი და კარგად ავთქვიფოთ ბლენდერში. რაც უფრო ცოტა წყალი იქნება, მით უფრო ცხიმიანი და გაჯერებული იქნება რძე.
_ გავფილტროთ საცერის ან დოლბანდის დახმარებით.
_ დავამატოთ სასურველი ჯანსაღი დამატკბობელი (ფინიკი, ქოქოსის შაქარი და სხვ.) და კიდევ ერთხელ დავაბლენდეროთ.

ასეთი სასმელი 3-4 დღე ინახება მაცივარში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

ეს ყველასთვის ძალიან გემრიელი და სასარგებლო სასმელია. იდეალური საკვები ვეგანებისთვის და მათთვის ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს.

შეგიძლიათ დაამატეთ დესერტებში და ნამცხვრებში, ყავაში ან უბრალოდ დალიეთ.

წყარო: veg.ge