“მცირე მარნები დიდ ასპარეზზე”

თბილისში, მთაწმინდის პარკში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა,  ღვინის ფესტივალი “მცირემარნები დიდ ასპარეზზე”  გახსნა.  ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018“- ის ფარგლებში  გაიმართა  და მისი ორგანიზატორია  საქართველოს  ღვინის კლუბი.

ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.

“წარმატებული რთველის შემდეგ  ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ აღინიშნა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით,რაც კიდევ ერთი გზავნილია, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. მისასალმებელია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ღვინის მარნებივითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 800-მდე ღვინის მწარმოებელია, მათ შორის, ბევრია საოჯახო მარანი, რაც არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე.

მცირე მარნები ვითარდება არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა“ – აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით,  ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 2016 წელს  პირველად  ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილირაოდენობა მიუთითებდა. ფესტივალში მონაწილეობდა 40-მდე მარანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *