მუშა ფუტკრები, მათი როლი და მოვალეობები სკაში თუ სკის გარეთ

ჩვენ განვიხილეთ დედოფლისა და მამალი ფუტკრის ცხოვრება და მათი ადგილი კოლონიაში. მოდით, ახლა წარმოუდგენლად საინტერესო და საოცარი მუშა ფუტკრიც გავიცნოთ.
ფუტკრის კოლონიის უდიდესი ნაწილი მუშა ფუტკრებისგან შედგება, ძირითადად მათზეა დამოკიდებული სკის  სრულყოფილი ფუნქციონირება. დედოფლის მსგავსად, მუშა ფუტკრებიც მდედრობითი სქესაა – ისინი არიან გოგოები მისიაზე, რომლებმაც უნდა მიიღონ დავალება და იმუშაონ მთელი დღე, ყოველი დღე მათი ცხოვრებისა. 

თუმცა მუშა ფუტკრის მნიშვნელობა უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მუშა ფუტკრის როლი

თავისი ასაკის შესაბამისად, მუშა ფუტკრას ბევრი სხვადასხვა როლი აქვს კოლონიაში.

როდესაც იგი ახალგაზრდაა, მას ძიძა ფუტკრის ფუნქცია აქვს. მან უნდა კვებოს და გამოზარდოს ფუტკრის ლარვა (მატლი). ისინი მონაწილეობენ სკაში შემოტანილი ნექტარის გადამუშავების პროცესში, დედა ფუტკრის გამოკვებაში, თაფლის გადაბეჭდვაში.

ძიძებისგან განსხვავებით, ზრდასრული ფუტკრები ტოვებენ სკას, რათა შეაგროვონ და სკაში მოიტანონ ნექტარი. მათ საშიში და დამღლელი სამუშაო აქვთ – მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.

მუშა ფუტკრის აგებულება

მუშა ფუტკარი ყველაზე პატარა ფუტკარია ოჯახში. როგორც ყველა ფუტკარს, მასაც აქვს თავი, გულმკერდი და მუცლის არე. მისი სხეულის ყველაზე ნაყოფიერი ნაწილი ჰიპოფარინგული ჯირკვალია, რომელსაც იგი იყენებს ლარვას, დედოფლისა და მამალი ფუტკრის გამოსაკვებად. ამ ჯირკვლის გარეშე (რომელიც მის თავში მდებარეობს), მთელი კოლონია ცუდ დღეში ჩავარდებოდა.

მისი სხეულის კიდევ ერთი ნაწილი ხორთუმია – მისი გრძელი ენა, რომელსაც იგი ყვავილისგან ნექტრის ამოსაწოვად იყენებს.

ალბათ, ყველაზე დიდი განსხვავება მუშა ფუტკრისა და დედა ფუტკრის ანატომიაში ის არის, რომ მას არ შეუძლია კვერცხის დება.  ..მაგრამ, მოიცათ – მუშა ფუტკარს შეუძლია კვერცხი დადოს, თუმცა იგი არ იქნება განაყოფიერეული და ყველა ასეთი კვერცხისგან მხოლოდ და მხოლოდ მამალი ფუტკრები წარმოიქმნება.

რას ნიშნავს, როცა მუშა ფუტკარი კვერცხს დებს?
როცა მუშა ფუტკარი კვერცს დებს, არ არის კარგის ნიშანი, რადგან ეს იმაზე მიუთითბს, რომ კოლონიას არ ჰყავს დედოფალი, ან თუ ჰყავს, ვერ ასრულებს მის მოვალეობას.
მუშა ფუტკრების უჯრები

მუშა ფუტკრები დედა ფუტკრის მიერ დადებული განაყოფიერებული კვერცხიდან ჩნდებიან. ის, როგორც კვერცხი, თავის უჯრედში სამი დღის განმავლობაში დარჩება და შემდეგ გარდაიქმნება ლარვად. ძიძა ფუტკრები, ანუ ახალგაზრდა მუშა ფუტკრები, ლარვას სამი დღის განმავლობაში კვებავენ ფუტკრის რძით, შემდეგ თაფლითა და ყვავილის მტვერით.

შემდეგ, ისინი გადადიან ჭუპრის სტადიაში და მეცხრე დღეს მათი უჯრედები სანთლით გადაიბეჭდება. საბოლოოდ, ჩამოყალიბებული მუშა ფუტკარი 21-ე დღეს გამოჩნდება, რომლის ლიგრძე დაახლოებით 15 მილიმეტრი, ხოლო წონა – 100 მილიგრამი იქნება.

ნახეთ, მუშა ფუტკრის განვითარების პირველი 21 დღე:

მუშა ფუტკრების როლი და მოვალეობების განაწილება

დამკრძალავი ფუტკრები (დღე 3-16)

ამ მუშა ფუტკრების დავალებაა ფუტკრები, რომლებიც სკაში მოკვდნენ ან ის ლარვები, რომლებიც არ გაიზარდნენ სკიდან გაიყვანონ. ისინი მათ სკიდან შორს წაიყვანენ, რათა კოლონიაში დაავადების ალბათობა შეამცირონ.

მამალი ფუტკრის მკვებავები (დღე 4-12)

ახალგამოჩეკილ მამალ ფუტკრებს არ შეუძლიათ თავის გამოკვება. იმისთვის რომ, მათ ზრდა-განვითარება შესძლონ, კვებაში მუშა ფუტკრების დახმარება სჭირდებათ. საბედნიეროდ, ზრდასთან ერთად მუშა ფუტკრების ამ თვისებებს თანდათან სწავლობენ.

დედოფლის მომვლელები (დღე 7-12)

დედა ფუტკრის თანხმლებლებს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა აქვთ. ისინი ზრუნავენ დედოფლის კვებასა და მოვლაზე. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლია მანდიბულარული ფერომონის სკაში გავრცელება, რომელსაც დედა ფუტკარი გამოყოფს.

დედა ფუტკართან შეხების შემდეგ, მისი თანხმლები ფუტკრები მთელს კოლონიას უგზავნიან სიგნალს, რომ სკას ჯერ კიდევ ჰყავს ძლიერი დედოფალი.

ყვავილის მტვრის შემნახველები (დღე 12-18)

საკვების შემგროვებელი ფუტკრების მიერ სკაში მოტანილ ყვავილის მტვერს უჯრედებში შენახვა სჭირდება. 12-18 დღის ფუტკრები ყვავილის მტვერს აიღებენ, ფიჭაში მოათავსებენ და შემდეგ, რომ არ გაფუჭდეს, ზედ ცოტა თაფლს დაუმატებენ. საბოლოოდ კი, მას ფუტკრის ბარტყის გამოსაკვებად გამოიყენებენ.

თაფლის მლუქავები (დღე 12-35)

ამ ფუტკრების დანიშნულებაა აიღონ თაფლი, გამოაშრონ გარკვეული რაოდენობის წყლისგან და შემდეგ, გადაბეჭდონ იგი. მუშა ფუტკრებს მუცლის არეში ცვილის გამომყოფი ჯირკვლები აქვთ, რომლითაც ცვილის “ზეწრებს” ამზადებენ თაფლის დასალუქად.

ფიჭის მშენებლები (დღე12-35)

მუშა ფუტკრებს თავიანთი ცვილის წარმოება შეუძლიათ. მშენებელი ფუტკრები ცვილს სხვა ფუტკრებისგან იღებენ ფიჭების უფრო სწრაფად ასაშენებლად.

გამნიავებელი ფუტკრები (დღე 12-18)

მუშა ფუტკრები თავიანთი ფრთებითა და აორთქლებული წყლის გამოყენებით სკასაც აგრილებენ – სკაში ჰაერის კონდინცირების მარეგულირებლები, ძირითდად, თავადვე არიან.

წყლის მზიდავები

წყლის მზიდავების საქმეა გამნიავებელი ფუტკრებისთვის წლის მიწოდება, იმისთვის რომ სკა გაააგრილონ. ისინი წყალს სკის მიმდებარე წყლის რესურსებიდან შეაგროვებენ და გამაგრილებელი ფუტკრების გასწვრივ, მათ უკან მხარეს გაანაწილებენ. ეს საშუალებას აძლევს მათ, უკეთ გაანიავონ და გააგრილონ სკა.

მცველი ფუტკრები (დღე 18-21)

მცველი ფუტკრები სკის შესასვლელთან ფრენენ, რომ არასასურველი სტუმრებისაგან დაიცვან იგი. მათი რაოდენობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელი სეზონია, ან ფუტკრის რა რაოდენობის ფრენა აქვს კოლონიას ერთდროულად.

საკვების შემგროვებელი ფუტკრები (22-42)

ცხადია, ამ ფუტკრების მოვალეობა საკვების შეგროვებაა ოჯახისთვის. ისინი სკიდან მიემგზავრებიან (მაქსიმუმ 5 კმ რადიუსში), რათა ყვავილის მტვერი, ნექტარი და პროპოლისი შეაგროვონ.

მუშა ფუტკრის ურთიერთობა დედოფალთან და მამალ ფუტკართან

მუშა ფუტკარი თავისი ცხოვრების 7-დან 12 დღემდე პერიოდში დედოფალს უვლის. ამ დროში მას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს დედასთან. 4-დან 12 დღემდე პერიოდში იგი ძიძა ფუტკარია, რომლის დროსაც მას ასევე მჭიდრო კავშირი აქვს მამალ ფუტკრებსა და სხვა შვილ ფუტკრებთან.

რამდენად ხშირად ამოწმებენ ძიძა ფუტკრები თავიანთ ლარვებს?
დაუჯერებელია, მაგრამ ძიძა ფუტკარმა ლარვა 1300-ზე მეტჯერ უნდა მოინახულოს დღეში.
მუშა ფუტკრის როლი ზამთარში შეკრულ გუნდში

ზამთრის პერიოში, მუშა ფუტკარს ერთი სამუშაო აქვს – დაიცვას და შუნარჩუნოს დედა ფუტკარს სითბო. ისინი დედოფლის ირგვლის იკრიბებიან და იწყებენ ფრთების კუნთბის რხევას, რომ სითბო შექნან. ამას საკმაოდ დიდი სითბოს შექმნა შეუძლია სკაში.

იმისთვის რომ, შეკრული გუნდის კიდეში მყოფი ფუტკრები ძალიან არ გაცივდეს, მუშა ფუტკრები ერთმანეთს ენაცვლებიან. ამდროს, ფუტკრის გუნდის გარეთა ტემპერატურა, დაახლოებით, 8 გრადუსია ცელსიუსით, ხოლო შიგნით – 27. მუშა ფუტკრები ამ როლს მთელი ზამთრის განმავლობაში ასრულებენ.

როლი ნაყრობის დროს

როდესაც ოჯახი ნაყრობს, ძველი დედოფალი მუშა ფუტკრების დაახლოებით ნახევარს სკაში ტოვებს – ეს არის გადამეტებული ფუტკრის რაოდენობასთან ბრძოლის გზა. კოლონიის დონეზე, ეს ასევე რეპროდუქციური, განმაახლებელი პროცესია.

გამოფრენილი ნაყარი ცოტას იმოგზაურებს და სადმე, ხეზე ან ბუჩქზე შეისვენებს. ზოგჯერ, ნაყარმა შესაძლოა რამდენიმე საათი დაისვენოს, ზოგჯერ – რამდენიმე დღე – ეს დამოკიდებულია ამინდსა და სხვა ფაქტორებზე.

მზვერავი ფუტკრები ტოვებენ დასვენების ადგილს და ახალი სახლის საძებნად მიდიან. თუ მათ შესაბამისი ადგილი აღმოაჩინეს, ნაყარი საბოლოოდ აქ გადმოვა და ახალი სკის შენებას დაიწყებს.

ნესტრის გამოყენება

ყველა მეფუტკრეს შეუძლია დაგიდასტუროთ, რომ ფუტკარს ნესტარი აქვს! იგი ნესტარს თავისი სკის ნებისმიერი დამპყრობლისგან დასაცავად იყენებს. მუშა ფუტკარი, ხშირად, დასანესტრად მოწინააღმდეგის სახეს უმიზნებს. ეს იმიტომ, რომ ფუტკარს შეუძლია იგრძნოს ის არე, სადაც ყველაზე მეტი ნახშირორჟანგია თავმოყრილი.

რა ხდება, როცა ფუტკარი ნესტარს იყენებს?
როდესაც ფუტკარი ინესტრება, მისი ნესტარი ორგანიზმს სციდება და მსხვერპლის სხეულზე იკავებს ადგილს. ამის შემდეგ, მუშა ფუტკარი კვდება, რადგან, ნესტრის მოცილებისას, მისი სხვა ორგანოებიც ირღვევა.

სიკვდილი (ზაფხულისა და ზამთრის ფუტკარი)

ზაფხულის მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი მოწიფლობიდან სიბერემდე სულ 6 კვირაა. ეს ფუტკარი მთელი დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობს, სწორედ ამიტომ არის მისი სიცოცხლე ხანმოკლე.

თუმცა, ზამთრის მუშა ფუტკარს სრული სიცოცხლე აქვს. მათ ხშირად „მსუქან ფუტკრებს” ეძახიან, რადგან ზომაშიც უფრო დიდები არიან. იმის გამო, რომ ისინი უფრო ძლიერი ფუტკრები არიან (მათ დედოფალი მთელი ზამთარი თბილად უნდა ამყოფონ), მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-დან 8 თვემდე მერყეობს.

წყარო: http://beekeeper.ge/მუშა-ფუტკარი/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *