„მზა ჩითილი“ _ უპირატესობა და სარგებელი

კომპანია „მზა ჩითილი“ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზქენდში 11 000 მ² -ზე აშენებულ სათბურში  ბოსტნეულ-ბაღჩეულის, ყვავილების ჩითილებს, მზარდის პროდუქციას  და ნამყენ კაკლოვნების ნერგებს  აწარმოებს.

„მზა ჩითილი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც  ნამყენ ჩითილებს ამზადებს. ამისათვის კი უახლეს იტალიურ ტექნოლოგიებს და დანადგარებს იყენებს.

ამჟამად „მზა ჩითილი აწარმოებს და ფერმერებს სთავაზობს:

– პამიდვრის, ტკბილი და ცხარე  წიწაკის, ბადრიჯნის, კიტრის, სალათის ფოთოლის, ნესვის, საზამთროს, თეთრთავიანი კომბოსტოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბროკოლის, რეჰანის ჩვეულებრივი ჩითილებს.

– პამიდვრის, საზამთროს, კიტრის, ნესვის, წიწაკის, ბადრიჯნის ნამყენ ჩეითილებს.

_  კაკლის და  ნუშის ნერგებს.

მზარდის პროდუქცია ქოთნებში _ როზმარინი, იტალიური ხუჭუჭა ოხრახუში, ფოთლოვანი ოხრახუში, მაროკოული პიტნა, კამა, ქინძი,  ჯუჯა პამიდორი ჩერი, სალბი, ბარამბო, არომატული ბეგქონდარა, ბეგქონდარა ლიმონის, სტევია, მწვანე ხახვი, შაშკვლავი, ბოსტნის რეჰანი, ევგენოლის რეჰანი,  რეჰანი პიკოლინო, სალვია, რუკოლა, ფრანგული ტარხუნა, წიწმატი.

ყვავილებს: ვიოლების, პეტუნიების ნაირსახეობებს, ალისიუმს, ანტორტიუმს, სალვიას, თაგატესს ქოთნებით.

 

მზა ჩითილისუპირატესობები და სარგებელი:

ნაადრევი მოსავალი;

დროის ეკონომია;

თესლის ეკონომია;

მაღალხარისხიანი მოსავალი;

ენერგიისა  და რესურსების დაზოგვა.

ღონისძიებები მეტი პროდუქტიულობისთვის – ვირუსისადმი მდგრადობა, დაგრუნტვა, ტემპერატურული შოკი, გასხვლა, დამატებითი განათება უკეთესი ფოტოსინთეზისთვის.

„მზა ჩითილი“ ქართველ ფერმერებს, ნაკლები დანახარჯით,  დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავალის მიღებაში ეხმარება. 

Posted by მზა ჩითილი • Mza Chitili on ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2019

ბოსტნეულის ჩვეულებრივი და ნამყენი ჩითილების, ასევე ნამყენი კაკლოვნების ნერგების, ქოთნის  ყვავილების და მზარდის  პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ:

სავაჭრო ქსელებში:

Carrefour Georgia;
გორგია – Gorgia;
აგროჰაბი • AgroHub;

Goodwill • გუდვილი.

📮 დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ:
🏢ქ.თბილისი, აგლაძის ქ. 37
☎️ტელ: 593346702; 032 30 98 90

📩mzachitili@gmail.com
🌎http://www.wgtechno.net/mzachitili