დარგებიმეფუტკრეობა

ნეონიკოტინოიდების ბედი გადაწყვეტილია, ის ფუტკრის პოპულაციას საფრთხეს უქმნის

ბრძოლა ნეონიკოტინოიდების ჯგუფის სამი აქტიური ნივთიერების (იმიდაკლოპირინი, ტკანიანიდინი და ტაიმეტაქსამი) წინააღმდეგ 5 წელიწადს გრძელდებოდა. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სამსახურის მესვეურებმა (EFSA) გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ეს ნივთიერებები ფუტკრებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

2018 წლის 28 თებერვალს EFSA-ს დასკვნაში დასაბუთებულია ევროკავშირის მიერ 2013 ნიკოტინოიდების გამოყენების ნაწილობრივ აკრძალვის საფუძვლიანობა.  დადგენილების შესაბამისად ამ ნივთიერებების აკრძალვის დასაბუთებულად ამ პესტიციდების  მავნეობის დასტურად მრავალი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა და გამოქვეყნდა.

როგორც გაცხადდა,   EFSA-ს ბოლო ანგარიშში ამ პრობლემაზე 700-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომია განხილული.  საბოლოო ჯამში EFSA-მა ვერდიქტი გამოიტანა: იმიდაკლოპრინი, ტკანიანიდინი და ტაიმეტიკსამი ფუტკრების პოპულაციისთვის დიდი რისკს შეიცავს და 2013 წელს ევროკავშირის მიერ მიღებული ნაწილობრივი შეზღუდვა საკმარისი არ არის.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2018 წლის22 მარტს ნეონიკოტინოიდების ყოფნა-არყოფნას უყრიან კენჭს. ხმის მიცემა ჯერ კიდევ შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ ის აზრთა სხვაობის გამო რამდენჯერმე გადაიდო, ვიდრე საბოლოოდ არ დაიდო დასკვნა მათი მავნეობის შესახებ.

ამასთან ერთად საინტერესოა, რომ EFSA თავსი გადაწყვეტილებას იღებს იმ ედასკვნის საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სარეგისტრაციო დოკუმენტში ჯერ არ დაურეგისტრირებია  (ფუტკრის რისკების შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტი), რომელიც წლების განმავლობაში ბევრვჯერ გახდა პესტიციდების მწარმოებელი კომპანიებისა და ამ თემაზე მომუშავე მეცნიერთა კრიტიკის საგანი. ყოველივე ამის მიუხედავად EFSA 2018 წელს კვლავ მიუბრუნდა ამ დოკუმენტს და გამოეყენებინა იგი ნეონიკოტნოიდების შესაფასებლად.

„ჩვენ არ ვეთანხმებით EFSA დასკვნას. ის ეფუძნება ფუტკრის რისკების შეფასების სახელმძღვანელოს, რომელიც არ დაუმტკიცებია ევროკავშირის ქვეყნებს, მასში არსებული დაუძლეველი, შეუსრულებელი მოთხოვნების გამო. ამის მიუხედავად ევროკომისიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ეს არასანქცირებული დოკუმენტი ნეონიკოტინოიდების წინააღმდეგ. EFSA-ის დასკვნა ასევე ეწინააღმდეგება მეცნიერთა დასკვნას, რომელიც კანადასა და აშშ-ში ჩატარდა. მათი კვლევები ადასტურებს, რომ ამ პესტიციდების გამოყენება, ფერმერებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ ის არ აზიანებს ფუტკრებს“ _ ამბობს კომპანია Bayer Crop Science-ის საგარეო ურთიერთობების დირექტორი.

ვნახოთ, როგორ დასრულდება დავა. ფაქტია, EFSA-ი მყარად დგას თავის პოზიციაზე და დიდი ალბათობით, მიზანსაც მიაღწევს.

წყარო: agrarheute.com