ნივ­რის მოვ­ლა-მოყ­ვა­ნა და სხვა სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი

ნი­ო­რი მოჰ­ყავთ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი კულ­ტუ­რის სა­ხით. რო­გორც წე­სი, იკე­თებს ისარს, რო­მელ­ზე­დაც ვი­თარ­დე­ბა ყვა­ვი­ლი, მი­ღე­ბულ თესლს კი, აბ­სო­ლუ­ტურად უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ღი­ვე­ბის უნა­რი არ აქვს. აქ­ვე ვი­თარ­დე­ბა აღ­მო­ცე­ნე­ბის უნა­რის მქო­ნე პა­ტა­რა ზო­მის ვე­გე­ტა­ტი­უ­რი სა­ჰა­ე­რო კვი­ჭი­ჭე­ბი.

მი­წა­ში წარ­მოქ­მ­ნილი ნივ­რის ბოლ­ქ­ვი რთუ­ლი ვე­გე­ტა­ტი­უ­რი ორ­გა­ნოა, რომელიც შე­ი­ცავს 4-30 კბილს, რო­მელ­საც გა­სამ­რავ­ლებ­ლად და სა­სურ­სა­თო­დაც იყე­ნე­ბენ. და­სარ­გა­ვად უმ­ჯო­ბე­სია მსხვი­ლი კბი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან მათ­გან უფ­რო მსხვი­ლი და სრუ­ლი ბოლ­ქ­ვე­ბი მი­ი­ღე­ბა.
ნივ­რის მო­სა­ვალ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს დარ­გ­ვის დრო. შე­მოდ­გო­მით დარ­გუ­ლი უფ­რო მა­ღალ მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა გა­ზაფხულ­ზე დარ­გულ­თან შე­და­რე­ბით. თუ რა­ი­მე მი­ზე­ზით შე­მოდ­გო­მა­ზე ნივ­რის დარ­გ­ვა არ მო­ხერ­ხ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ნი­ო­რი უნ­და ინა­ხე­ბო­დეს 4-00C -ზე და ად­რე ­გა­ზაფხულ­ზე უნ­და და­ირ­გას.
ად­რე გა­ზაფხულ­ზე რგვა 30-40 წე­ლია ვე­ღარ ხერ­ხ­დე­ბა, რად­გან გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მო­ცი­ან წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გავ­რ­ცელ­და ტი­ტას (ნივ­რის) ოთხ­ფე­ხა ტკი­პა, რო­მე­ლიც დი­დი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მრავ­ლ­დე­ბა და შე­ნახ­ვის დროს იწ­ვევს ნივ­რის გაქ­რო­ბას (გა­მო­ფიტ­ვას) ისე, რომ იგი გა­ზაფხულს ვერ აღ­წევს. ამას­თან, ამ მავ­ნე­ბელს გა­და­აქვს ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ხახ­ვის მო­ზა­ი­კა, რო­მე­ლიც ამ კულ­ტუ­რის სა­თეს­ლე მა­სა­ლის (ვე­გე­ტა­ტი­უ­რის) გა­დაგ­ვა­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. ამან კი გა­მო­იწ­ვია ნივ­რის სა­ღი სარ­გა­ვი მა­სა­ლის კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი შემ­ცი­რე­ბა და ბა­ზარ­ზე მი­სი დე­ფი­ცი­ტი.
შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან დრო­ე­ბი­თი გა­მო­სა­ვა­ლი ნივ­რის სარ­გა­ვი მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა და დამ­ზა­დე­ბაა მა­ღალ­მ­თი­ან (1700—2000 მ.ზ.დ.-დან) ზო­ნებ­ში იქ, სა­დაც ნივ­რის ოთხ­ფე­ხა ტკი­პა არ გვხვდე­ბა. თუმ­ცა აქ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ის­რის მკე­თე­ბე­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ბა­ლი გე­მუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან და ამა­ვე დროს დაბ­ლო­ბებ­ზე ძლი­ერ ზი­ან­დე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით (ჟან­გა, სი­დამ­პ­ლე­ე­ბი).
პრობ­ლე­მის სა­ბო­ლო­ოდ მო­საგ­ვა­რებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია ქსო­ვი­ლო­ვა­ნი (მე­რის­ტე­მუ­ლი) კულ­ტუ­რით ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი თეს­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად მი­ღე­ბის გზით ხახ­ვის მო­ზა­იკის ვი­რუ­სი­სა­გან ნივ­რის სარ­გა­ვი მა­სა­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლა­დაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და.
ნივ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 10-25 გრა­დუ­სია და იგი საკ­მა­ოდ კარ­გი ყინ­ვა­გამ­ძ­ლე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.
ნი­ა­და­გი ნი­ო­რი­სათ­ვის უნ­და იყოს გა­ნო­ყი­ე­რე­ბუ­ლი, კარ­გად გა­დამ­წ­ვა­რი სა­ქონ­ლის ნა­კე­ლით, რის­თ­ვი­საც ერთ ჰა-ზე 50-60 ტო­ნა შე­აქვთ. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს ის, რომ გა­და­უწ­ვა­ვი ან ცუ­დად გა­დამ­წ­ვა­რი ნა­კე­ლი იწ­ვევს ბოლ­ქ­ვი­ან მცე­ნა­რე­ებ­ში სი­დამ­პ­ლე­ებს. ამი­ტომ ნა­კე­ლი ან კარ­გად უნ­და იყოს გა­დამ­წ­ვა­რი, ან ისე­თი წი­ნა­მორ­ბე­დი კულ­ტუ­რის (თავ­თა­ვი­ა­ნე­ბი, სი­მინ­დი, მზე­სუმ­ზი­რა და ა.შ.) ქვეშ უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად რე­ა­გი­რებს ასეთ ნა­კელ­ზე.
ნივ­რის აგ­რო­ტექ­ნი­კა. ნი­ო­რი­სათ­ვის კარ­გი წი­ნა­მორ­ბე­დია პარ­კო­სა­ნი კულ­ტუ­რე­ბი, კიტ­რი, სა­ად­რეო კომ­ბოს­ტო, თავ­თა­ვი­ა­ნე­ბი და სხვა. ხახ­ვის თეს­ვის შემ­დ­გომ იმა­ვე ნაკ­ვეთ­ზე ნივ­რის დარ­გ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ერ­თ­ნა­ი­რი მავ­ნე­ბელ-დაა­ვა­დე­ბე­ბით ზი­ან­დე­ბა.
წი­ნა­მორ­ბე­დი კულ­ტუ­რის ანარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ ნაკ­ვე­თი უნ­და მო­იხ­ნას, ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნის შემ­დეგ აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში, დარ­გ­ვამ­დე და­ი­დის­კოს და და­იფ­რე­ზოს, მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნის (N40 P30 K40) შემ­დეგ და­იჭ­რას, და­ბა­ძოვ­დეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ირ­გოს.
დარ­გ­ვის წინ ნივ­რის გა­დარ­ჩე­უ­ლ ბოლ­ქ­ვებს ანა­წი­ლე­ბენ კბი­ლე­ბად. და­სარ­გა­ვად უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ვი­ყე­ნოთ მსხვი­ლი კბი­ლე­ბი. ნი­ო­რი უნ­და და­ირ­გოს შე­მოდ­გო­მა­ზე, ყინ­ვე­ბის დაწყე­ბამ­დე 35-40 დღით ად­რე. ასეთ დროს დარ­გუ­ლი ნი­ო­რი ზაფხულ­ში დარ­გ­ვე­ბის დაწყე­ბამ­დე ას­წ­რებს ბოლ­ქ­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბას და სარ­წყა­ვებ­ში ნა­ნივ­რა­ლი ნაკ­ვე­თი მე­ო­რე მო­სავ­ლის მი­სა­ღე­ბად გა­მოი­ყე­ნე­ბა.
ნი­ო­რი უნ­და და­ირ­გას მწკრი­ვად ან ზო­ლებ­რი­ვად. პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში მწკრივ­თ­შო­რი­სი უნ­და იყოს 30 სმ, ხო­ლო მწკრივ­ში მცე­ნა­რე­თა შო­რის 6-8 სმ. დარ­გ­ვის წინ სა­სურ­ვე­ლია ნი­ო­რის სარ­გა­ვი მა­სა­ლა მცი­რე ხნით ჩა­ვას­ვე­ლოთ 3% ბენ­ლა­ტის ან ფუნ­და­ზო­ლის და რო­მე­ლი­მე აკა­რი­ცი­დის (ო­მა­ი­ტი, ენ­ვი­დო­რი, თი­ო­ვიტ ჯე­ტი, ვერ­ტი­მე­კი, ნე­ო­რო­ნი და ა.შ.) ნა­ზავ­ში. თუმ­ცა უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ჩას­ვე­ლე­ბის მე­თო­დი იწ­ვევს ნივ­რის სარ­გა­ვი მა­სა­ლის სრულ გა­ქერ­ც­ვ­ლას. ამ­დე­ნად, უმ­ჯო­ბე­სია ამ ნა­ზა­ვით მი­სი და­ტე­ნი­ა­ნე­ბა და გა­და­ნიჩ­ბვა.
ჰექ­ტარ­ზე რგვის ნორ­მა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა კბი­ლე­ბის სიმ­ს­ხო­თი და მცე­ნა­რე­თა სა­ჰექ­ტა­რო დგო­მით. სა­ერ­თოდ, წვრილ­კ­ბი­ლა ნივ­რის ჯი­შე­ბის რგვის ნორ­მა ნაკ­ლე­ბია (700-1200 კგ/ჰ), მსხვილ­კ­ბი­ლი­ა­ნი­სა კი მე­ტი (1600-2500კგ/ჰ).
ნივ­რის ნარ­გა­ო­ბა­ში ერ­თ­წ­ლი­ა­ნი და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი სა­რე­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ საბ­რ­ძოლ­ვე­ლად იყე­ნე­ბენ 50%-იან „გე­ზა­გარდს” — 3-5კგ/ჰ ნი­ა­დაგს ას­ხუ­რე­ბენ კულ­ტუ­რის აღ­მო­ცე­ნე­ბამ­დე. ნივ­რის მავ­ნე­ბელ-დაა­ვა­დე­ბა­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ საბ­რ­ძოლ­ვე­ლად კი აუცი­ლე­ბე­ლია 4-წლი­ა­ნი თეს­ლ­ბ­რუნ­ვის დაც­ვა.
ნი­ა­და­გის მავ­ნებ­ლე­ბი­სა (მომ­ღ­რ­ღ­ნე­ლი ხვატ­რე­ბის, მავ­თუ­ლა და ცრუ­მავ­თუ­ლა ჭი­ე­ბის, ღრა­ჭე­ბის და ა. შ.) და ხახ­ვის ბუ­ზის წი­ნა­აღ­მ­დეგ შეგ­ვაქვს რო­მე­ლი­მე გრა­ნუ­ლი­რე­ბუ­ლი ინ­სექ­ტი­ცი­დი (5 ან 10%-იანი ბა­ზუ­დი­ნი ან დურ­ს­ბა­ნი და სხვა) 50 კგ/ჰ რა­ო­დე­ნო­ბით, ხო­ლო რო­ცა ნი­ო­რი სი­მაღ­ლე­ში 10 სმ-ს მი­აღ­წევს, სა­ჭი­როა 25%-იანი არი­ვოს 0,16 ლ/ჰ,ან 2,5%-იანი დე­ცი­სის 0,15 ლ/ჰ, ან 5%-იანი კა­რა­ტეს 0,1 ლ`ჰ, ან კონ­ფი­დორ მაქ­სის 0.04-0,05 კგ/ჰა შეს­ხუ­რე­ბა.
ოთხ­ფე­ხა ტკი­პას წი­ნა­აღ­მ­დეგ აუცი­ლე­ბე­ლია 30%-იანი ომა­ი­ტის 1-1,5 კგ/ჰ, ან ბი-58 ახა­ლი 0.5-0.9 ლ`ჰა, ან ენ­ვი­დო­რის 0..2 ლ/ჰა, ან ვერ­მი­ტე­კის 0.3-1.2 ლ/ჰა, ან ნე­ო­რო­ნის 0.8-1 ლ/ჰა ან­და სხვა რო­მე­ლი­მე აკა­რა­ცი­დის შეს­ხუ­რე­ბა.
ბა­რის რა­ი­ო­ნებ­ში ნი­ო­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ივ­ნის-ივ­ლის­ში შე­მო­დის, მთა­ში — უფ­რო გვი­ან. ნი­ო­რი აღე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნას მშრალ ამინ­დ­ში, რო­ცა ფო­ჩი გამ­ხ­მა­რია, ცრუ ღე­რო მორ­ბი­ლე­ბუ­ლი და მი­წი­სა­კენ დახ­რი­ლი ან ჩა­წე­უ­ლია.
ამოთხ­რის შემ­დეგ ნი­ორს თავ­ზე­ვით ფო­ჩი უნ­და წა­ეჭ­რას 3-5 სმ და­ცი­ლე­ბით და გაშ­რეს. ცუ­დად გამ­შ­რა­ლ ნი­ორს გა­ლე­ბად დაწ­ნულ­საც ინა­ხა­ვენ.

გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი,
სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი
ქეა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­კა­სი­აში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *