ნივრის მავნებელი  ოთხფეხა ტკიპა – Aceria tulipae Keif

ნივრის ოთხფეხა ტკიპა უფრო მეტად ნივრის დასაწყობების პირობებში შეიმჩნევა.
ტკიპით დაზიანებული ნივრის ბოლქვები ზამთრის მეორე ნახევარში ხმება და გაზაფხულისათვის უვარგისი ხდება.

ტკიპა საწყობში ბოლქვებზე იზამთრებს. გაზაფხულზე ტკიპა ბოლქვების კბილებთან ერთად მინდორში ხვდება და თავის განვითარებას  იქ განაგრძობენ, შემდეგ მცენარის ზრდასთან ერთად გადადის ფოჩებზე, რომლებიც ხშირად ყვითლდება და  იღუპება კიდეც, შემდგომში მცენარე იღუპება.

მინდვრად (ბოსტანში) ნივრის მოსავლის აღებისა და სა წყობში  შეტანისას ბოლქვებს თან მისდევს ტკიპებაც, რომლიც ამ დროს ბოლქვების კბილების ქერქლის ქვეშ არის ჩამალული. შემდეგ ტკიპები ჩანასახის ირგვლივ იყრიან თავს და კვერცხის დებას იწყებენ. დაზიანების შედეგად ქერქლის ქვეშ რბილობზე ჩნდება ჩაზნექილი ყვითელი ლაქები, კბილები ყვითლდება, ჭკნება და ბოლოს სრულიად იფიტება.

ბრძოლის ღონისძიებები:

_ ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ აუცილებელია დაუზიანებელი ბოლქვების შერჩევა და დარგვა;

-საწყობში ბოლქვების შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა, საწყობის დეზაკარიზაცია გოგირდის შეხრჩოლებით;

– დასარგავი მასალის ფუმიგაცია გოგირდის გზით (1მ2 ზე 50 გრ. გოგირდის დაწვით), რაც არ ამცირებს აღმოცენების უნარს;

– დარგვამდე ნაკვეთის გასუფთავება ანარჩენებისაგან.

ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.

მზაღო ლობჟანიძე, სმმ დოქტორი,

ზაირა ტყებუჩავა, სსმ დოქტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *