ოქტომბრიდან ხორბლის და ქერის სათესლე მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

„სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებლი სასოფლო-სამურნეო კულტურების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის მიერ დღეს მიღებული დადგენილების შესაბამისად ხორბალი და ქერი სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება იმ კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და რომლის თანახმად, ქვეყანაში გარკვეული კულტურების სათესლე და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს.

„ოქტომბრიდან ხორბლის და ქერის კულტურაში სერტიფიცირება იქნება სავალდებულო. ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი და კონტროლირებადი სათესლე მასალა, რომელიც მათი საქმიანობის წარმატებაზე პირდაპირ აისახება.

ბოლო წლებში ქვეყანაში, დადებითი ტენდენცია გვაქვს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით – მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის დონის ზრდაში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან და მათ შორის, ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობასთან“_  აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *