პამიდვრის მოყვანა სარწყავი წყლის ნორმის განახევრების მეთოდით

 სწორი დოზირების შემთხვევაში ჩვეულებრივი სარწყავი წყლის ნორმის ნახევარი საკმარისია ვუზრუნველვყოთ ჯანსაღი პამიდვრის მოყვანა და იგი უფრო გავამდიდროთ მინერალებით თუ საკვები ნივთიერებებით.

სევილიის უნივერსიტეტის მკვლევარები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ პომიდვრის მორწყვის სხვადასხვა მეთოდებს. ისინი პამიდორი ჩერის ორი ჰიბრიდის მოსარწყავად წყლის ტრადიციული ნორმის ნახევარზე ნაკლებს იყენებდნენ. ამ დროს ნაყოფი მარტო ხარისხს კი არ ინარჩუნებდა, არამედ მასში იზრდებოდა კაროტინოიდების დონე. კაროტინოიდები ბუნებრივი კრისტალებია, რომელთაგან ზოგიერთი A ვიტამინად გარდაიქმნება.

რაციონში კაროტინოიდების შესაბამისი დონე აწესრიგებს მხედველობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მოქმედებას და მეტიც, ზოგიერთი სახის სიმსივნეთა პროფილაქტიკაცაა.

მეთოდი „კონტროლირებადი დეფიციტი“ მდგომარეობს სარწყავი წყლის  მცენარის განვითარების იმ სტადიაში შემცირებას, როცა შედარებით ძლიერი და ამტანია და სარწყავი წყლის მოცულობის გაზრდას მაშინ, როცა სტრესისადმი უფრო მგრძნობიარეა. შედეგად სარწყავი წყლის რაოდენობა ნახევრდება.

კვლევის შედეგებს უკვე ცდიან და პრაქტიკაში ნერგავენ ესპანელი ფერმერების, რომლებიც მუდმივად განიცდიან ტენის დეფიციტს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი ასევე განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება ზეთის ხილის და  ნუშის წარმოებაში, რომელთათვისაც წყლის ნორმის მინიმალურად შემცირება შეიძლება.

წყარო: farmer.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *